ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾160.00
სეკრეტორული ნეიროენდოკრინული სიმსივნეები ჩვეულებრივ ასოცირდება კატექოლამინების გაცილებით მაღალ დონესთან, ვიდრე დადგენილი ნორმის ზედა ზღვარია.
ფეოქრომოციტომა ყველაზე გავრცელებული კატექოლამინ-სეკრეტორული (ადრენალინი და ნორადრენალინი) სიმსივნეა, რომელიც 90% შემთხვევაში მდებარეობს თირკმელზედა ჯირკვლის მედულარულ (ტვინოვან) ნაწილში. ამ ტიპის სიმსივნე შეიძლება წარმოიშვას მარტო ან მრავალობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის სახით. კლინიკური სურათი მოიცავს ჰიპერტენზიას, ხშირად აღინიშნება პაროქსიზმული შეტევები, რასაც თან ახლავს ტაქიკარდია, გულმკერდის ტკივილი, სიფერმკრთალე, თავის ტკივილი, გულისრევა.
სიმსივნეების სხვა ტიპები, რომელთაც დროდადრო შეიძლება გამოიწვიონ პაროქსიზმული ან მუდმივი ჰიპერტენზია, არის პარაგანგლიომა.
ტესტის შემადგენლობაში შედის თავისუფალი კატექოლამინების (არაკონიუგირებული) 3 ფრაქციის დადგენა (ადრენალინი, ნორადრენალინი და დოფამინი) 24 საათიან შარდში და არის ინფორმატიული ინსტრუმენტი ფეოქრომოციტომისა და სხვა ნერვული წარმოშობის სიმსივნეების დიაგნოსტირებისას.
იგი ჩვეულებრივ გამოიყენება, როგორც დამადასტურებელი ტესტი, პლაზმაში ან შარდში მეტანეფრინების მომატებული რაოდენობის აღმოჩენის შემთხვევაში.
დიაგნოსტიკური მნიშვნელობა უფრო მაღალია, თუ ნიმუშები აღებულია ჰიპერტონული კრიზის დროს. ვინაიდან სიმსივნური უჯრედების მიერ კატექოლამინების წარმოება წყვეტილია, 24 საათიან შარდში კატექოლამინების განსაზღვრა უფრო ინფორმატიულია, ვიდრე მათი პლაზმაში ტესტირება.
ნიმუშის აღება:
შეგროვებისთვის საჭირო კონტეინერი: 2-3 ლიტრიანი კონტეინერი და ერთჯერადი პლასტიკური ჭიქა შარდისთვის, რომელზეც დაიტანება (აღინიშნება) შარდის საერთო რაოდენობა 24 საათში.
შარდში კატექოლამინების დონის მომატება:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |