ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾60.00 Original price was: ₾60.00.₾54.00Current price is: ₾54.00.
კარცინოემბრიონული ანტიგენი (CEA) არის გლიკოპროტეინი, რომელიც მიეკუთვნება ონკოფეტალური ცილების ჯგუფს, წარმოიქმნება პრენატალურ პერიოდში საჭმლის მომნელებელი ტრაქტის უჯრედების მიერ (ღვიძლი, ნაწლავები, პანკრეასი), დაბადების შემდეგ მისი სინთეზი მკვეთრად ითრგუნება და ჯანმრთელი ადამიანების შრატში მისი დონე მინიმალურია.
CEA-ს ექსპრესია შეინიშნება სხვადასხვა ქსოვილის უჯრედებში ნორმალური და ავთვისებიანი პროცესებისას. მისი დონის მატება შეიძლება განპირობებული იყოს როგორც ავთვისებიანი სიმსივნის ზრდით, ასევე სხვადასხვა ანთებითი და კეთილთვისებიანი პროცესით: კარცინომის დადასტურებული დიაგნოზის მქონე ზოგიერთ პაციენტს შეიძლება ჰქონდეს CEA-ს ნორმალური დონე, მეორეს მხრივ, მომატებული დონე ვლინდება მწეველებში, კარცინომის მქონე პაციენტებში და პაციენტებში სხვა კეთილთვისებიანი სიმსივნეებითა და ანთებითი პროცესებით. ამიტომ, CEA-ს შედეგები არ შეიძლება ცალსახად იქნას ინტერპრეტირებული, როგორც კარცინომის არსებობა ან არარსებობა.
ყველაზე მიზანშეწონილია CEA-ს გამოყენება მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგის ეტაპზე (თუმცა, თერაპიის დაწყებამდე აუცილებელია ტესტირება, ვინაიდან ყველა ტიპის სიმსივნე არ ასინთეზირებს ამ ონკომარკერს).
CEA-ის დონის ნორმალიზება ხდება სიმსივნის მოცილებიდან 1-4 თვის შემდეგ (დამოკიდებულია ლოკალიზაციასა და სტადიაზე). კოლორექტალური კიბოს დროს, დონის ნორმალიზაცია შეიძლება მოხდეს 6 კვირის შემდეგ, თუმცა, მომატებული დონის მდგრადობა შეიძლება ასოცირებული იყოს არა მხოლოდ ნარჩენი სიმსივნის არსებობასთან, არამედ დამხმარე თერაპიის ჰეპატოტოქსიურობასთანაც (აღნიშნულია პაციენტთა 21%-ში. ), რაც გასათვალისწინებელია კვლევის შედეგების ინტერპრეტაციისას.
CEA-ის დონის ხელახალი მატება, ნორმალიზების შემდეგ, რეციდივისა და მეტასტაზების განვითარების მანიშნებელია, მისი დონე ხშირად იზრდება კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე კვირით ადრე.
ცერებროსპინალურ სითხეში CEA-ის განსაზღვრა შეიძლება სასარგებლო იყოს ცენტრალური ნერვული სისტემის პირველადი და მეორეული სიმსივნეების დიაგნოსტიკისათვის, ხოლო პლევრის სითხეში მისი განსაზღვრა სასარგებლოა პარანეოპლასტიური პლევრიტის დიაგნოსტიკისთვის ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, საკვერცხეების და საჭმლის მომნელებელი სისტემის კარცინომების დროს.
CEA-ს განსაზღვრა არ გამოიყენება პოპულაციის სკრინინგისთვის.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
კარცინოემბრიონული ანტიგენის დონე იზრდება:
ავთვისებიანი სიმსივნეები:
სომატური პათოლოგია:
https://spravochnik.synevo.ua/ru/oncologia/racovo-embrionalniy-antigen.html
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |