ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

კალციტონინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:კალციტონინი
SKU: 2068

110.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

პროდუქტის აღწერა

კალციტონინი არის პოლიპეპტიდური ჰორმონი, რომელიც გამოიყოფა ფარისებრი ჯირკვლის პარაფოლიკულური C უჯრედების მიერ (მათ ასევე უწოდებენ კალციტონინის უჯრედებს). კალციტონინის ძირითადი მოქმედებაა ძვლის რეზორბციის (განლევის) შეჩერება. იგი ამ ეფექტს აღწევს ოსტეოკლასტების რაოდენობისა და აქტივობის რეგულირებით.

კალციტონინი წარმოიქმნება სისხლის შრატში კალციუმის მომატების საპასუხოდ, რითაც რეგულირდება შრატში კალციუმის დონე და კონცეტრაციის ცვალებადობა. ამასთან, მისი როლი კალციუმის რეგულირებაში უმნიშვნელოა პარათირეოიდულ ჰორმონთან შედარებით. ამიტომ, იგი იშვიათად გამოიყენება PTH-თან და ვიტამინ D3– თან ერთად კალციუმის ჰომეოსტაზის დარღვევების შესწავლაში.

კალციტონინი არის სიმსივნის სპეციფიური და მგრძნობიარე მარკერი. ფარისებრი ჯირკვლის უჯრედებიდან წარმოქმნილი ავთვისებიანი სიმსივნეები (ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა), ჩვეულებრივ, გამოყოფენ კალციტონინის მომატებულ რაოდენობას. ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომა იშვიათი ავთვისებიანი სიმსივნეა, მისი განვითარება შეიძლება დაკავშირებული იყოს გენეტიკურ-ოჯახურ წინასწარგანწყობასთან, ან შეიძლება სპონტანური მუტაციის შედეგი იყოს. მისი დიაგნოზირებისა და მონიტორინგის მთავარი მარკერი არის კალციტონინი.

სისხლის შრატში კალციტონინის კონცენტრაცია ახალშობილებში მაღალია, ბავშვებში სწრაფად მცირდება და ამის შემდეგ შედარებით სტაბილურია. ზოგადად, შრატის კალციტონინის კონცენტრაცია უფრო მაღალია მამაკაცებში.კალციტონინის დონე შეიძლება გაიზარდოს თირკმლების ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებში და ასევე სხვა მდგომარეობების დროს, როგორიცაა ჰიპერპარათირეოიდიზმი, ლეიკემია, მიელოპროლიფერაციული დარღვევები, ზოლინგერ-ელისონის სინდრომი, აუტოიმუნური თირეოიდიტი, ფილტვების მცირე უჯრედოვანი კიბო, ფილტვის კიბო, სხვა სიმსივნეები.

როდის ჩავიტაროთ ტესტი კალციტონინზე?

  • კლინიკურად გამოხატული ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკა პაციენტებში “ცივი” კვანძებით ან საეჭვო ციტოლოგიური შედეგით, ისევე როგორც ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მქონე პაციენტებში,მაგრამ არასარწმუნო ჰისტოლოგიით (მაგ. ანაპლასტიური კიბო);
  • ოჯახური სკრინინგი ფარისებრი ჯირკვლის მემკვიდრეობითი მედულარული კარცინომის შემთხვევებში;
  • მემკვიდრეობითი მრავლობითი ენდოკრინული ნეოპლაზიის სინდრომი ტიპი 2-ის (MEN2 – ინგლისურ ლიტერატურაში) მქონე პაციენტთა ნათესავები.
  • კალციტონინი იზომება პენტაგასტრინის სტიმულირების შემდეგ.
  • შემთხვევების 25% -ში, ფარისებრი ჯირკვლის კარცინომა, ტიპი 2 MEN სინდრომის ნაწილია, აუტოსომური დომინანტური გადაცემით.
  • პაციენტები, რომლებსაც აქვთ ორმხრივი / ცალმხრივი ან / და ოჯახური ფეოქრომოციტომა. MEN2 პაციენტთა 50%-ში განვითარდება ფეოქრომოციტომა, რომელიც შეიძლება წინ უძღოდეს ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომის კლინიკურ გამოვლინებებს.
  • ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომის ოპერაციის შემდგომი მონიტორინგი. კალციტონინის კონცენტრაცია უკავშირდება სიმსივნის მასას. კონცენტრაციის გაორმაგება დაკავშირებულია სიმსივნის რეციდივთან;
  • ნეიროენდოკრინული სიმსივნეების მქონე პაციენტებზე დაკვირვება: კარცინოიდი, ინსულინომა, ფილტვების წვრილუჯრედოვანი კიბო. მათში, კალციტონინის სეკრეცია შეიძლება პარანეოპლასტიური სინდრომის ნაწილი იყოს.
  • კალციუმის მეტაბოლიზმის კომპლექსური შეფასება PTH-თან და ვიტამინ D3-თან ერთად.

კალციტონინის ტესტირება რეკომენდებულია ფარისებრი ჯირკვლის კიბოს დროს, რომელიც საწყის ეტაპზე ჩვეულებრივ არ იწვევს რაიმე კლინიკურ გამოვლინებას. როდესაც ფარისებრი ჯირკვლის კიბო იზრდება, მან შეიძლება გამოიწვიოს შემდეგი სიმპტომები:

  • სიმსივნური წარმონაქმნი, რომელიც იგრძნობა კისერზე;
  • ხმის ცვლილებები, ჩახლეჩის ჩათვლით;
  • ყლაპვის გაძნელება;
  • კისრის და ყელის ტკივილი;
  • კისრის გადიდებული ლიმფური კვანძები

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

კალციტონინის დაბალი დონე ნიშნავს, რომ სიმპტომები ნაკლებად სავარაუდოა ფარისებრი ჯირკვლის C-უჯრედული ჰიპერპლაზიის ან ფარისებრი ჯირკვლის მედულარული კარცინომის გამო.

კალციტონინის გაზრდილი კონცენტრაცია ნიშნავს, რომ ამ ჰორმონის გადაჭარბებული რაოდენობით წარმოება ხდება. კალციტონინის მნიშვნელოვნად მომატებული დონე არის C- უჯრედული ჰიპერპლაზიის ან ფარისებრი ჯირკვლის კიბოს მყარი მაჩვენებელი. თუმცა, ზუსტი დიაგნოზის დასადგენად საჭიროა სხვა პროცედურები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის ბიოფსია, სკანირება და ულტრაბგერა.

კალციტონინის დონე ჩვეულებრივ იზრდება ახალშობილებში. ეს მაჩვენებელი ხშირად მომატებულია ლეიკემიური და მიელოპროლიფერაციული დაავადებების დროს. კალციტონინი ასევე შეიძლება წარმოქმნას ფილტვების სიმსივნეებმა. კალციტონინის მატება ასევე ახასიათებს ჰიპერპარათირეოიდიზმს, ჰიპერგასტრინემიას, თირკმლების უკმარისობას და ქრონიკულ ანთებით დაავადებებს.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button