
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾43.00 Original price was: ₾43.00.₾38.70Current price is: ₾38.70.
კვლევა აფასებს პანკრეასის ბეტა უჯრედების ფუნქციურ აქტივობას და ორგანიზმის მიერ ინსულინის გამომუშავების უნარს. C-პეპტიდის მაჩვენებელი გამოიყენება ინსულინის ენდოგენური (ორგანიზმის მიერ გამომუშავებული) და გარედან მიღებული ინსულინის ერთმანეთისგან გასარჩევად.
C-პეპტიდი არის ენდოგენურად წარმოებული პროინსულინის სტაბილური ფრაგმენტი, რომელიც მისგან „მოიკვეთება“ ინსულინის წარმოქმნის დროს. იგი შედგება 31 ამინომჟავას ნარჩენებისგან, მოთავსებულია პროინსულინის ალფა და ბეტა ჯაჭვებს შორის და ბიოლოგიურად არააქტიურია. მას შემდეგ რაც ინსულინის მოლეკულა სინთეზირდება პანკრეასის ბეტა უჯრედებში, C-პეპტიდი ინსულინთან ერთად სისხლში გამოიყოფა. C-პეპტიდის მოცილებამდე ინსულინი არააქტიურია, ეს კი საშუალებას აძლევს პანკრეასს შეინახოს ინსულინი პროჰორმონის სახით. უნდა აღინიშნოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ სეკრეციის დროს წარმოქმნილი C-პეპტიდისა და ინსულინის მოლეკულების რაოდენობა ერთნაირია, C-პეპტიდის ექვიმოლური კონცენტრაცია სისხლში დაახლოებით 5-ჯერ აღემატება ინსულინის მოლარულ კონცენტრაციას, რაც დაკავშირებულია სისხლიდან მათი ელიმინაციის განსხვავებულ სიჩქარესთან.
C-პეპტიდის კონცენტრაცია მცირდება:
C-პეპტიდის დონის განსაზღვრა საშუალებას გვაძლევს შევაფასოთ ინსულინის სეკრეციის დონე. C-პეპტიდის განსაზღვრას აქვს მთელი რიგი უპირატესობები ინსულინის განსაზღვრასთან შედარებით: სისხლში C-პეპტიდის ნახევარგამოყოფის პერიოდი უფრო ხანგრძლივია ინსულინთან შედარებით, ამიტომ C-პეპტიდის დონე უფრო სტაბილური მაჩვენებელია, ვიდრე ინსულინის კონცენტრაცია. C-პეპტიდის განსაზღვრა შესაძლებელს ხდის ინსულინის სეკრეციის შეფასებას ეგზოგენური ინსულინის მიღების დროსაც კი, ასევე ინსულინის მიმართ აუტოანტისხეულების არსებობისას, რაც მნიშვნელოვანია ტიპი 1 დიაბეტის მქონე პაციენტების გამოკვლევისას.
შედეგებზე გავლენას ახდენს თირკმლის ფუნქციაც, რადგან C-პეპტიდი ძირითადად თირკმელების საშუალებით გამოიყოფა ორგანიზმიდან.
C-პეპტიდის შედეგი უმჯობესია შეფასდეს იმავე დროს განსაზღვრულ სისხლში გლუკოზასთან ერთად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინსულინის გამომუშავების უნარის სწორად ინტერპრეტაციისთვის.
როგორ მოვემზადოთ კვლევისთვის?
კვლევა ტარდება უზმოდ. საკვების ბოლო მიღებიდან 8–12-საათში. (ზოგიერთ შემთხვევაში ექიმმა შესაძლოა მოითხოვოს კვლევის ჩატარება საკვების მიღების შემდეგაც, ინსულინის სეკრეციის შესაფასებლად).
მედიკამენტების მიღების შეწყვეტა ექიმთან შეთანხმების გარეშე არ შეიძლება.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
