ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ბრუცელა | ანტისხეულები (IgG,IgM)

ცნობილი როგორც:ბრუცელა | ანტისხეულები (IgG,IgM)
SKU: 719

160.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ბრუცელა | ანტისხეულები (IgG,IgM)

ბრუცელა – ანტისხეულების ტესტი (IgG, IgM) გამოიყენება ბრუცელოზის დიაგნოსტიკისთვის. ბრუცელოზი ზოონოზური ინფექციაა, რომელიც ადაიანზე გადადის ძირითადად ცხოველებიდან (ძროხა, ცხვარი, თხა) და იწვევს ხანგრძლივ ცხელებას, ართრალგიასა და ზოგად სისუსტეს.

ბრუცელა გრამ-უარყოფითი კოკობაქტერიაა, რომელიც არ იკეთებს კაფსულას და არ წარმოქმნის სპორებს. ამ ბაქტერიის მიერ გამოწვეული დაავადება – ბრუცელოზი – ზოონოზია, რომელიც შესაძლოა ცხოველიდან ადამიანზეც გავრცელდეს.

ბრუცელით ინფიცირდება თხა (Brucella melitensis), რქოსანი პირუტყვი (Brucella abortus), ღორი (Brucella suis), ძაღლი (Brucella canis ), ცხვარი (Brucella ovis)  და სხვა.

ადამიანისთვის პათოგენურია შემდეგი სახეობები:

  • melitensis
  • abortus
  • suis

ინფექციის გავრცელება ცხოველიდან ადამიანზე რამდენიმე გზით ხდება:

  • დაავადებულ ცხოველთან ან ცხოველების მიერ გამოყოფილ სეკრეტებთან კანის კონტაქტით.
  • დაბინძურებული ჰაერის ინჰალაციით
  • თერმულად არასრულად დამუშავებული დასნებოვნებული ხორცის საკვებად მიღებით.

ბრუცელა ინტრაცელულური (უჯრედშიდა) ბაქტერიაა, რომელსაც არსებობა და გამრავლება შეუძლია მხოლოდ მასპინძლის ფაგოციტებში. მონოციტებსა და მაკროფაგებში განთავსებული ბაქტერია, აღწევს რეტიკულო-ენდოთელური სისტემის  სხვადასხვა ორგანოსა და ქსოვილში: ლიმფურ კვანძებში, ღვიძლში, ელენთასა და ძვლის ტვინში.

ადამიანის ბრუცელოზი მწვავე სისტემური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს:

  • ბაქტერიემიის (სისხლში ბაქტერიების არსებობის) და სენსიბილიზაციის მწვავე ფაზა
  • შინაგან ორგანოებში ბაქტერიის ლოკალიზაციის და დაავადების გაქრონიკულების ფაზა
  • არააქტიური ლატენტური ფაზა

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • გახანგრძლივებული ცხელება უცნობი მიზეზით
  • ართრალგია და ოსტეოართრიტის მსგავსი ნიშნები
  • მონონუკლეოზის მსგავსი სინდრომი
  • კონტაქტი ინფიცირებულ ცხოველებთან ან დაუმუშავებელ რძესთან

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • IgM დადებითი მაჩვენებელი  → მიუთითებს მიმდინარე ინფექციაზე
  • IgG დადებითი მაჩვენებელი → მიუთითებს გადატანილ ან ქრონიკულ ინფექციაზე
  • ორივე ტიპის ანტისხეულების დადებითი მაჩვენებელი→ მიუთიტებს ინფექციური პროცესის ქტიურ მიმდინარეობაზე
  • ორივე ტიპის ანტისხეულების უარყოფითი მაჩვენებლის დროს → ინფექცია ნაკლებად სავარაუდოა, თუმცა ადრეულ სტადიაზე IgM შეიძლება ჯერ არ იყოს გამოვლენილი.

საცნობარო მნიშვნელობები

ტულარემიისა და ქოლერი გამომწვევზე აცრილ პირებს შესაძლოა გამოუვლინდეთ ცრუ დადებითი სეროლოგიური მონაცემები ბრუცელოზის კვლევისას.

პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

 

შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 280 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button