ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾170.00
ბორელია ბურგდორფერი სპიროქეტების ოჯახის წარმომადგენელია, რომელიც 1982 წელს პირველადტკიპის სხეულიდან (Ixodes dammini) გამოყო ექიმმა ვილი ბურდორფერმა (Dr. Willy Burgdorfer).
ჩატარებული კვლევებით დადასტურდა ბორელია ბურგდორფერის სამი გენოტიპური სახესხვაობა, რომლებიც სხვადასხვა პათოლოგიების გამომწვევია: Borrelia burgdorferi sensu stricto, B. garinii და B. Afzelii. ასევე აღმოჩენილია: Borrelia spielmanii. ყველა სახეობა გაერთიანებულია Borrelia burgdorferi sensu lato ჯგუფში.
ანტისხეულების ვესტერნბლოტინგი გამოიყენება, პოზიტიური ან ორაზროვანი სეროლოგიური და იმუნოფერმენტული მონაცემების დასადასტურებლად. ადასტურებს სპეციფიკური IgM და IgG ანტისხეულების არსებობას ბორელიების ჯგუფის ბაქტერიების მიმართ.
სკრინინგტესტებისგან განსხვავებით, ბლოტინგი საშუალებას იძლევა გამოვლინდეს ინფექციის სხვადასხვა სტადიაზე არსებული ანტისხეულები.
პაციენტის მომზადება: რეკომენდებულია კვლევის ჩატარება უზმოდ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
< 6 AU– ნეგატიური
6 – 7 AU – ორაზროვანი
> 7 AU – პოზიტიური
ნეგატიური პასუხი არ გამორიცხავს ბორელიოზის არსებობას, განსაკუთრებით იმ პაციენტებში, რომლებიც დაავადების საწყის სტადიაზე იმყოფებიან.
პოზიტიური პასუხი ყოველთვის არ მიუთითებს ლაიმის დაავადების აქტიურ ფორმაზე, მითუფრო, რომ IgG რჩება ორგანიზმში დაავადების გადატანიდან ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
ბორელიას საწინააღმდეგო ანტისხეულების აღმოჩენა თავ-ზურგტვინის სითხეში მიუთითებს ლაიმის დაავადების შედეგად ნევროლოგიური დაზიანების არსებობაზე.
იშვიათ შემთხვევაში არსებობს ჯვარედინი ანტისხეულების არსებობის შესაძლებლობა სხვა ინფექციების – მაგალითად სიფილისის აქტიური ფორმის ან გადატანის შემდგომ. იმისთვის რომ გამოირიცხოს მკრთალი ტრეპონემით გამოწვეული ინფექცია, საჭიროა ამ ინფექციის გამორიცხვა შესაბამისი ტესტებით.
სეროლოგიური მონაცემების განხილვა უნდა მოხდეს მხოლოდ კლინიკურ სურათთან და პაციენტის ანამნეზთან კორელაციაში.
თუ ტესტის შედეგი უარყოფითია, ან ორაზროვანია, რეკომენდებულია კვლევის გამეორება 3 კვირაში.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |