ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾135.00
Bartonella henselae მცირე ზომის, მოძრავი, გრამ-უარყოფითი ბაქტერიაა, რომელიც ადამიანს გადაეცემა კატის მიერ დაკბენის ან დაკაწვრის გზით. დაავადებას ბართონელოზი ანუ კატის ნაკაწრის დაავადებაც ქვია.
დაავადება ხასიათდება პირველადი დაზიანების კერაში (ნაკაწრი, ნაკბენი) ანთების ნიშნების განვითარებით, მიმდებარე ლიმფური კვანძების გადიდებით, ცხელებით.
ინკუბაციური პერიოდი – 3-10 დღის შემდეგ კანის დაზიანების უბანში ვითარდება ქავანა მაკულო-პაპულური (ლაქოვან-კვანძოვანი) წარმონაქმნი, რომელიც მოგვიანებით ვეზიკულად (ბუშტუკად) გარდაიქმნება. ბუშტუკი ჩირქდება და იფარება ფუფხით რამდენიმე დღეში. კანზე განვითარებული დაზიანებიდან 1-3 კვირაში აღინიშნება რეგიონული ლიმფადენოპათია, რომელიც როგორც წესი ერთი ან მეტი ლიმფური კვანძის გადიდებას მოიცავს. ყველაზე ხშირად იღლიის და კისრის ლიმფური კვანძები დიდდება, თუმცა შესაძლოა სხვა რეგიონის ლიმფადენიტიც, როგორიცაა: ყბისქვეშა, ლავიწზედა, ყურისწინა და სხვა. იმუნოკომპეტენტურ პირებში აღინიშნება თვითგანკურნება 2-4 თვეში, მაშინ როცა იმუნიტეტის დეფიციტის პირობებში შესაძლებელია ინფექციური პროცესი 2 წლამდეც კი გახანგრძლივდეს.
ლოკალურ დაზიანებას ხშირად ზოგადი გამოვლინებებიც ახლავს: შემცივნება, ცხელება, თავის, კუნთების, სახსრების ტკივილი, ზოგადი ინტოქსიკაციის ნიშნები.
იშვიათ შემთხვევებში კატის ნაკაწრის დაავადება ატიპური გამოვლინებებით ვიტარდება:
დიაგნოსტიკა
დაავადების დიაგნოსტიკა ეფუძნება კლინიკურ-ეპიდემიოლოგიურ და სეროლოგიურ მონაცემებს. დაავადების გადატანის შემდეგ რჩება მყარი იმუნიტეტი.
IgM აღმოჩენა მიუთითებს დაავადების მწვავე ფორმის არსებობაზე. IgM ანტისხეულები დაავადების გადატანიდან 12 თვემდე რჩება ორგანიზმში.
IgG ვლინდება გადატანილი დაავადების შემდეგ, ასევე ქრონიკულ შემთხვევებშიც. დაავადების გადატანის შემდეგ IgG ანტისხეულების არარსებობა სუსტ იმუნურ რეაქციაზე მიუთითებს.
პაციენტის მომზადება: სასურველია კვლევა ჩატარდეს უზმოდ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია