
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾170.00
B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი (NT-proBNP) არის ბიომარკერი, რომელიც გამოიყოფა გულის პარკუჭების მიერ მათი გადაჭარბებული დატვირთვისა და გაჭიმვის საპასუხოდ. მისი განსაზღვრა გამოიყენება გულის უკმარისობის დიაგნოსტიკის, სიმძიმის შეფასებისა და მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის. NT-proBNP-ის მომატებული დონე ხშირად მიუთითებს გულის უკმარისობაზე, თუმცა შედეგის შეფასება უნდა მოხდეს პაციენტის კლინიკურ მდგომარეობასთან და სხვა კვლევებთან ერთად.
B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი N-ტერმინალური პრო B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი არის გულის მიერ გამომუშავებული ჰორმონის წინამორბედი, რომელიც აჩვენებს გულის მარცხენა წინაგულის დატვირთვას
გულის უკმარისობა არის მდგომარეობა, რომლის განვითარება დაკავშირებულია აღნიშნული სიმპტომებიდან/ნიშნებიდან ერთს მაინც: ნატრიურეზული ფაქტორის დონის მატება შრატში, ფილტვის ან გულის შეგუბებითი უკმარისობის ჰემოდინამიკური ან/და ვიზუალიზაციური მტკიცებულების არსებობა, მოსვენების ან დატვირთვის დროს.
გულის უკმარისობის ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირება ხშირად გაძნელებულია, რადგან ამ ეტაპზე გამოხატული სიმპტომები: დისპნოე (სუნთქვის უკმარისობა), სისუსტე და პერიფერიული შეშუპება – არასპეციფიკური ნიშნებია. დიაგნოსტირება კიდევ უფრო გართულებულია ხანდაზმულებში და მსუქან ადამიანებში. გულის ულტრაბგერითი კვლევა ყველაზე გავრცელებული მეთოდია ამ დროს. კარდიული ბიომარკერები დაავადების ადრეულ სტადიაზე დიაგნოსტირების შესაძლებლობას იძლევა.
PRO-BNP იშლება ბიოლოგიურად აქტიურ ფორმად – BNP- B ტიპის ნატრიურეზულ პეპტიდად და არააქტიურ NT-probnp-დ.
დადგენილია, რომ BNP (და შესაბამისად B ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი) კორელაციაშია მარცხენა პარკუჭოვან უკმარისობასთან.
გულის ტუმბოს ფუნქცია რაოდენობრივად ისაზღვრება მარცხენა პარკუჭის განდევნის ფრაქციის შეფასებით. ის განისაზღვრება როგორც დარტყმითი მოცულობის თანაფარდება დიასტოლის (პარკუჭის მოდუნების, რელაქსაციის) ბოლოს მარცხენა პარკუჭში დარჩერნილი სისხლის მოცულობასთან.
განდევნის ფრაქციის ნორმალური მაჩვენებელი 50-65% შეადგენს და 50%-ზე ნაკლები გულის დაზიანების მაჩვენებელია.
წინასწარი მომზადება:არ არის საჭირო
საკვლევი ნიმუში:ვენური სისხლი
N-ტერმინალური პრო B-ტიპის ნატრიურეზული პეპტიდის განსაზღვრა მნიშვნელოვანია ისეთი მდგომარეობების სადიაგნოსტიკოდ, როგორებიცაა:
ნატრიურეზული პეპტიდის, მათ შორის NT-proBNP განსაზღვრა წარმოადგენს გულის უკმარისობის შეფასების ბიომარკერს. მაჩვენებლების მომატება გულის უკმარისობის გაღმავებაზე და სიკვდილიანობის რისკის ზრდაზე მიუთითებს.
NT-proBNP შეიძლება გაიზარდოს არა მხოლოდ გულის უკმარისობის დროს, არამედ:
NT-proBNP არის ძალიან მგრძნობიარე, მაგრამ არასპეციფიკური მარკერი, ამიტომ მისი შეფასება აუცილებლად უნდა მოხდეს ექიმის მიერ, კლინიკურ სურათთან და დამატებით კვლევებთან ერთად (მაგ. ექოკარდიოგრაფია).
ნატრიურეზული პეპტიდების კლინიკური მნიშვნელობა დიდი ხანია დადასტურებულია. ისინი წარმოადგენენ მოლეკულების ოჯახს, რომელიც წარმოდგენილია ANP – A ტიპის (წინაგულოვანი), BNP – B ტიპის (ტვინის) და CNP – C ტიპის ნატრიურეზული პეპტიდებით. მათი როლი მდგომარეობს მოცირკულირე სისხლის ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში. ANP და BNP გავლენას ახდენს წყალ-ელექტროლიტურ ბალანსზე.
A ტიპის ნატრიურეზული პეპტიდი ANP სწრაფად გამოიყოფა ცირკულაციაში, მაშინ როცა B ტიპის წარმოქმნა ხდება წინამორბედების სახით (პრე-პრო-BNP და პრო-BNP) და გამოიყოფა პარკუჭის მიოკარდიუმიდან, გახანგრძლივებული პარიეტალური (პარკუჭის კედლის) სტრესის შემდეგ. (პარიეტალური სტრესი ანუ გულის მარცხენა პარკუჭის კედლის სტრესი არის ძალა, მიმართული გულის უჯრედების წინააღმდეგ).
შეუკვეთეთ ანალიზები ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები
