ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) | ანტისხეულები

ცნობილი როგორც:B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) | ანტისხეულები
SKU: 1036

Original price was: ₾40.00.Current price is: ₾36.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

 

ვირუსული ჰეპატიტი B პაციენტების  90%-ში სრულად განიკურნება  12 კვირაში, ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო  ანტისხეულების (Anti-HBs) წარმოქმნით.

Anti-HBs ანტისხეულები ვითარდება დაავადების დაწყებიდან 4–6 თვის შემდეგ და პაციენტების 80–90%-ში რჩება მუდმივად.

 

ჰეპატიტი B  ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო  Anti-HBs ანტისხეულების არსებობა ანტიგენის HBsAg-ის გარეშე  შესაძლოა მიუთითებდეს

  • B ჰეპატიტისგან გამოჯანმრთელებაზე
  • ინფექციის ან ვაქცინაციის შემდგომი იმუნიტეტის არსებობაზე

ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო  Anti-HBs ანტისხეულების გამოვლენა მნიშვნელოვანია იმუნიზაციის ეფექტის შესაფასებლად. ანტისხეულები ვლინდება 3 დოზით იმუნიზაციის შემდეგ, პაციენტთა 90%-ში. ზოგჯერ იმუნიზაციიდან 7-8 წელიწადში  შესაძლოა მოხდეს ანტისხეულების გაქრობა, რაც განმეორებითი იმუნიზაციის საჭიროებაზე მიუთითებს.

 

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • მწვავე B ვირუსული ჰეპატიტის მიმდინარეობის მონიტორინგი
  • იმუნიზაციის ეფექტიანობის მონიტორინგი

პაციენტის მომზადება: საჭირო არ არის

საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი

ნიმუშის უარყოფის მიზეზები შესაძლოა იყოს: ჰემოლიზი, ლიპემია, ბაქტერიული კონტამინაცია და სხვა.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დაავადების მწვავედმიმდინარე შემთხვევებში ანტისხეულები შესაძლებელია ანტიგენის დაბალ ტიტრთან ერთად არსებობდეს, დაავადების ადრეული სტადიიდან. ქრონიკული ჰეპატიტიების დროს IgM არსებობა არ ვლინდება თუმცა ანტიგენის ტიტრი მაღალია.

 

კვლევის შედეგებზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი:

  • ბიოტინის მაღალი დოზებით მკურნალობა. ამიტომაც საჭიროა კვლევა ჩატარდეს ბიოტინის ბოლო მირებიდან 8-12 საათის შუალედით
  • ანტი-სტრეპტავიდინისა და ანტი-რუთენიუმის ანტისხეულების მაღალი ტიტრი

დადებითი შედეგი:

  • წარმატებული ვაქცინაცია B ჰეპატიტის წინააღმდეგ;
  • მწვავე B ჰეპატიტი, გამოჯანმრთელების ფაზა;
  • ქრონიკული B ჰეპატიტი;
  • პასიური გადაცემა ტრანსფუზიის დროს.

უარყოფითი შედეგი:

  • ვაქცინაციის ეფექტი არ არის მიღწეული;
  • B ჰეპატიტი ანამნეზში (B ჰეპატიტის სხვა მარკერების არარსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით საერთო ანტისხეულები HBcorAg-ის მიმართ).
  • არ არის გამორიცხული მწვავე B ჰეპატიტი (ინკუბაციური ან მწვავე პერიოდები);
  • არ არის გამორიცხული ქრონიკული B ჰეპატიტი მაღალი ინფიცირებით.

საცნობარო მნიშვნელობები

HBsAg-ის საპასუხოდ ორგანიზმი გამოიმუშავებს დამცავ ანტისხეულებს (Anti-HBs), რომელთა გამოვლენაც ხდება HBsAg-ის ელიმინაციის  შემდეგ და მათი გამოჩენა ვირუსის გამრავლების დასასრულზე და გამოჯანმრთელების პერიოდზე მიუთითებს. ამ პერიოდს უწოდებენ “სეროლოგიური ფანჯრის” პერიოდს, როდესაც გამოვლენილია მხოლოდ საერთო ანტისხეულები B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვული ანტიგენის მიმართ (ანტი-HBcAg).

ფანჯრის ფაზის ხანგრძლივობა შეიძლება ვარირებდეს 1 წლამდე, რაც დამოკიდებულია პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. B ჰეპატიტის ინფექციის ქრონიკული მიმდინარეობისას შესაძლებელია ზედაპირული ანტიგენისა და მის მიმართ ანტისხეულების პარალელურად განსაზღვრა. ანტი-HBs ანტისხეულების გამოვლენა HBsAg-ის გამოვლენის პარალელურად B ჰეპატიტის მწვავე ფაზაში, მიუთითებს დაავადების ცუდ პროგნოზზე.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button