
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾40.00 Original price was: ₾40.00.₾36.00Current price is: ₾36.00.
ვირუსული ჰეპატიტი B პაციენტების 90%-ში სრულად განიკურნება 12 კვირაში, ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულების (Anti-HBs) წარმოქმნით.
Anti-HBs ანტისხეულები ვითარდება დაავადების დაწყებიდან 4–6 თვის შემდეგ და პაციენტების 80–90%-ში რჩება მუდმივად.
ჰეპატიტი B ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო Anti-HBs ანტისხეულების არსებობა ანტიგენის HBsAg-ის გარეშე შესაძლოა მიუთითებდეს
ზედაპირული ანტიგენის საწინააღმდეგო Anti-HBs ანტისხეულების გამოვლენა მნიშვნელოვანია იმუნიზაციის ეფექტის შესაფასებლად. ანტისხეულები ვლინდება 3 დოზით იმუნიზაციის შემდეგ, პაციენტთა 90%-ში. ზოგჯერ იმუნიზაციიდან 7-8 წელიწადში შესაძლოა მოხდეს ანტისხეულების გაქრობა, რაც განმეორებითი იმუნიზაციის საჭიროებაზე მიუთითებს.
პაციენტის მომზადება: საჭირო არ არის
საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი
ნიმუშის უარყოფის მიზეზები შესაძლოა იყოს: ჰემოლიზი, ლიპემია, ბაქტერიული კონტამინაცია და სხვა.
დაავადების მწვავედმიმდინარე შემთხვევებში ანტისხეულები შესაძლებელია ანტიგენის დაბალ ტიტრთან ერთად არსებობდეს, დაავადების ადრეული სტადიიდან. ქრონიკული ჰეპატიტიების დროს IgM არსებობა არ ვლინდება თუმცა ანტიგენის ტიტრი მაღალია.
კვლევის შედეგებზე გავლენას ახდენს სხვადასხვა ფაქტორი:
დადებითი შედეგი:
უარყოფითი შედეგი:
HBsAg-ის საპასუხოდ ორგანიზმი გამოიმუშავებს დამცავ ანტისხეულებს (Anti-HBs), რომელთა გამოვლენაც ხდება HBsAg-ის ელიმინაციის შემდეგ და მათი გამოჩენა ვირუსის გამრავლების დასასრულზე და გამოჯანმრთელების პერიოდზე მიუთითებს. ამ პერიოდს უწოდებენ “სეროლოგიური ფანჯრის” პერიოდს, როდესაც გამოვლენილია მხოლოდ საერთო ანტისხეულები B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვული ანტიგენის მიმართ (ანტი-HBcAg).
ფანჯრის ფაზის ხანგრძლივობა შეიძლება ვარირებდეს 1 წლამდე, რაც დამოკიდებულია პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. B ჰეპატიტის ინფექციის ქრონიკული მიმდინარეობისას შესაძლებელია ზედაპირული ანტიგენისა და მის მიმართ ანტისხეულების პარალელურად განსაზღვრა. ანტი-HBs ანტისხეულების გამოვლენა HBsAg-ის გამოვლენის პარალელურად B ჰეპატიტის მწვავე ფაზაში, მიუთითებს დაავადების ცუდ პროგნოზზე.
ტესტირების პროცესი
|
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
|
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |