ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾55.00
A ჯგუფის სტრეპტოკოკები ინფექციების ფართო სპექტრს იწვევს (სასუნთქი სისტემის, კანის და კანქვეშა ქსოვილების, სისტემურ ანთებებს, ქუნთრუშას, სეფსისს და სხვა).
სტრეპტოდორნაზა ანუ სტრეპტოკოკური დეოქსირიბონუკლეაზა – ფერმენტია, რომელიც დნმ-ის დეპოლიმერიზაციას (მარტივ სტრუქტურულ ერთეულებად გარდაქმნას) უზრუნველყოფს და აქვს ანტიგენური თვისებები.
4 ტიპის სტრეპტოდორნაზა არსებობს (A,B,C,D) რომელთა შორის B სტრეპტოდორნაზა ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოიქმნება პიოგენური სტრეპტოკოკის მიერ.
ანტისხეულების ტიტრი ვლინდება მწვავე ინფექციიდან 1-2 კვირაში და პიკს აღწევს 3-6 კვირაში. თუ ანტისხეულების დონე მაღალი რჩება 6 კვირის განმავლობაში, უნდა ვივარაუდოთ რეინფექცია.
სტრეპტოდორნაზა B-ს საწინააღმდეგო ანტისხეულები ვითარდება A ჯგუფის სტრეპტოკოკური ინფექციების 85-80%-ში და ანტისხეულები პერსისტირებს ინფიცირებიდან 2-3 თვის მანძილზე.
სტრეპტოდორნაზას საწინააღმდეგო ანტისხეულები დიდხანს რჩება სისხლში, რაც საშუალებას გვაძლევს გამოვიკვლიოთ სტრეპტოკოკური ინფექციის შემდგომი გართულებები: რევმატოიდული ქორეა და სხვა.
გადატანილი სტრეპტოკოკური ინდექციის დიაგნოსტირებისას
პაციენტის მომზადება: არ არის საჭირო
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
სტრეპტოდორნაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების კვლევა სენსიტიური მეთოდია პოსტ-სტრეპტოკოკური გლომერულონეფრიტის და მანეკროზებელი ფასციიტის სადიაგნოსტიკოდ. თუ სტრეპტოდორნაზას საწინააღმდეგო ანტისხეულების და სტრეპტოლიზინის საწინააღმდეგო ანტისხეულების მაჩვენებელი ნეგატიურია განმეორებითი კვლევისას, ეს იმას ნიშნავს, რომ პაციენტის სიმპტომები არ უკავშირდება პოსტ-სტრეპტოკოკურ გართულებებს.
ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპია გავლენას ახდენს სტრეპტოდორნაზას ანტისხეულების რაოდენობაზე.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები