ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾135.00
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება სამშაბათობით,დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში გამოგზავნა ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა გამოიგზავნოს სამსაბათს 12:00 საათამდე
კოაგულაციის ფაქტორი X-ის დეფიციტი შესაძლოა იყოს თანდაყოლილი ან შეძენილი.
კოაგულაციის ფაქტორი X K-ვიტამინდამოკიდებულისერინის პროტეაზაა (ფერმენტული აქტივობის მქონე ცილაა), რომელიც სინთეზდება ღვიძლში. მისი ბიოლოგიური ნახევარსიცოცხლის პერიოდი 24-დან 48 სათამდეა. ფაქტორი X მონაწილეობს კოაგულაციის როგორც შინაგან, ისე გარეგან კასკადში, სადაც ის ასრულებს ფერმენტის ფუნქციას (ფაქტორი Xa) პროთრომბინაზას კომპლექსში.
ფაქტორი X-ის თანდაყოლილი დეფიციტი იშვიათია. შეძენილი დეფიციტი როგორც წესი ასოცირებულია ღვიძლის დაავადებებთან, ვარფარინით თერაპიასთან, ვიტამინ K-ს დეფიციტთან, სისტემურ ამილოიდოზთან და ინჰიბიტორებთან (ფაქტორი X-ის ინჰიბიტორების განვიტარებასთან ორგანიზმში). ფაქტორი X-ის დეფიციტი იწვევს პროთრომბინის დროის და აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროის გაზრდას.
X ფაქტორის აქტივობა განისაზღვრება aPTT-ზე (აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დროზე) დაფუძნებული შედედების დროის ანალიზით.
ზრდასრულები: 70-150%
ნორმალური განვითარების დროულ ახალშობილებს და ასევე ნაადრევად დაადებულ ბავშვებს შესაძლოა აღენიშნოთ კოაგულაციის ფაქტორი X-ის კონცენტრაციის დაქვეითება levels (> ან =15-20%)
კოაგულაციის ფაქტორი X-ის აქტივობის შემცირება ახასიათებს ისეთ პათოლოგიებს როგორიცაა:
• ამილოიდოზი – იშვიათი მდგომარეობა, როდესაც ორგანოების უჯრედებში გროვდება პათოლოგიური ცილა- ამილოიდი და იწვევს ორგანოს ფუნქციის და სტრუქტურის დაზიანებას.
• ფაქტორი 10-ის თანდაყოლილი დეფიციტი F10-გენის მუტაციის შედეგად
• დისემინირებული სისხლძარღვთაშიდა შედედების სინდრომი – მდგომარეობა, როდესაც შედედდება მთლიანი სისხლის მასა და ბლოკავს სისხლძარღვების სანათურებს. ეს არღვევს ქსოვილების სისხლმომარაგებას.
• ცხიმის შეწოვის უნარის დაქვეითება – რადგან ფაქტორი 10 K-ვიტამინთან დაკავშირებული პროტეინია, ხოლო K ვიტამინი ცხიმში ხსნადია.
• ჰეპარინოთერაპია – სისხლის მომატებული შედედების სამკურნალოდ ან პრევენციისთვის
• ღვიძლის დაავადებები
• ვიტამინ K დეფიციტი
კოაგულაციის ფაქტორი 10-ის აქტივობის მატება აღინიშნება ორსულობისას, ორალური კონტრაცეპრივების მიღებისას. მისი აქტივობის მომატება თრომბოზის რისკს ზრდის.
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები