ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾65.00
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი რენინ-ანგიოტენზინის სისტემის ძირითადი კომპონენტია, რომელიც მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულაციაში – მოცირკულირე სისხლის მოცულობის რეგულაციის გზით.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი (იგივე კინაზა II) ჰიდროლაზების კლასის ფერმენტია, რომელიც უჯრედის მემბრანაშია განლაგებული. ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის 90% ქსოვილებთან ბმული სახითაა და მხოლოდ მცირე ნაწილი ცირკულირებს პლაზმაში თავისუფლად. ის ძირითადად წარმოიქმნება ფილტვის ენდოთელიუმში.
ფერმენტი მონაწილეობს რენინ-ანგიოტენზინ-ალდოსტერონის რეაქციათა კასკადში. ჰიპოვოლემიის (არტერიული წნევის დაქვეითების) საპასუხოდ ჰორმონ ანგიოტენზინ I გარდაქმნის აქტიურ ანგიოტენზინ II-ად, რომელიც ვაზოკონსტრიქტორია (სისხლძარღვების შემავიწროებელი ეფექტი აქვს). ამგვარად ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი არაპირდაპირი გზით ზრდის არტერიულ წნევას. ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტი ასევე აინჰიბირებს (ბლოკავს) ბრადიკინინს (კალიკრეინ-კინინების სისტემა).
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობა იზრდება სარკოიდოზის – ფილტვების დაზიანებით მიმდინარე სისტემური გრანულომატოზური დაავადების დროს. სარკოიდოზის დროს ანგიოტენინ გარდამქმნელი ფერმენტი აქტიურად წარმოიქმნება არამარტო ფილტვის ეპითელიუმში, არამედ მაკროფაგებშიც. ტუბერკულოზის ან ჰოჯკინის ლიმფომის მქონე პაციენტებს, რომელთაც სარკოიდოზის მსგავსი რადიოლოგიური სურათი აქვთ განვითარებული, არ აღენიშნებათ ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის დონის მატება, რაც დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის მნიშვნელოვანი ფაქტორია.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობა იზრდება სარკოიდოზის სიმძიმის პირდაპირპროპორციულია: დაავადების პირველ სტადიაზე ტესტი პოზიტიური შემთხვევათა 68%-ში, მეორე სტადიაზე 86%-ში, ხოლო მესამე სტადიაზე 91%-ში. როდესაც დაავადება პროგრესირებს ფილტვის ფიბროზის მიმართულებით, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის კონცენტრაციაც მცირდება. კორტიკოსტეროიდებით მიღწეული რემისიის პერიოდშიც ფერმენტის აქტივობა მნიშვნელოვნად მცირდება.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის შეფასება ასევე ინფორმატიულია ციტოსტატიკებით (სიმსივნის და სხვა პროცესების საწინააღმდეგო ციტოტოქსიური მედიკამენტები) მკურნალობის ჩატარების შემდეგ.
როდის ტარდება კვლევა?
წინასწარი მომზადება: კვლევის ჩატარება შესაძლებელია როგორც უზმოდ, ისე კვების შემდეგ. არ არის რეკომენდებული კვლევის ჩატარება ანგიოტენზინ-გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორებით მკურნალობის დროს (კაპტოპრილი, ენალაპრილი და სხვა).
საკვლევი ნიმუში: ვენური სისხლი
რეფერენტული საზღვრები:
>18 წლის ზემოთ: 20 – 70
<18 წლამდე: 33 – 112
შედეგების ინტერპრეტაცია
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის მომატება, რადიოლოგიური მონაცემებით ფილტვის ინფილტრატების, ადენოპათიის და გრანულომების არსებობასთან ერთად ადასტურებს სარკოიდოზის დიაგნოზს.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის საპასუხოდ დაავადების კეთილსაიმედო პროგნოზზე მიუთითებს.
გარდა სარკოიდოზისა, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის მომატება ან დაქვეითება შესაძლოა დაკავშირებული იყოს სხვადასხვა მდგომარეობებთან:
მომატება |
დაქვეითება |
|
|
ჯანმრთელი ზრდასრული პოპულაციის დაახლებით 5% შესაძლოა აღენიშნებოდეს ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის დონის მატება.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობის მატება აღინიშნება სხვა გრანულომატოზური დაავადებების დროსაც, შესაბამისად კვლევა იზოლირებულად არ გამოიყენება სარკოიდოზის სადიაგნოსტიკოდ.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის მაჩვენებლები ბავშვებში შესაძლოა 50%-ით მაღალი იყოს, ზრდასრულების ნორმებთან შედარებით.
ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის აქტივობა მწეველებში დაახლოებით 30%-ით დაბალია.
ჰემოლიზური და ჰიპერლიპემიური სისხლის ნიმუში – კვლევის არასწორ შედეგს იძლევა
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია