ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾155.00
არ არის მარაგში
ანგიოტენზინ II აქტიური, ძლიერი, თუმცა ლაბილური (არამდგრადი) პეპტიდია. ის წარმოიქმნება ანგიოტენზი I-ისგან, ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის მონაწილეობით. მისი გამომუშავება კონტროლდება რენინის, არტერიული წნევის და სისხლის მოცულობის, ნატრიუმის ბალანსის და ალდოსტერონის დონის მეშვეობით.
ანგიოტენზინ II მონაწილეობს რენინ-ანგიოტენზინის კასკადში, სისხლის წნევის რეგულირების პროცესში, სითხეების, ელექტროლიტების და ჰომეოსტაზის შენარჩუნებაში.
რენინ-ანგიოტენზინის სისტემა შეიცავს ერთ აქტიურ პეპტიდს – ანგიოტენზინ II და ორ სპეციფიკურ რეცეპტორს (AT1 და AT2), რომელთა გააქტიურება ურთიერთსაწინააღმდეგო ეფექტს იძლევა.
სისხლის წნევის დაქვეითების შედეგად მცირდება იუქსტაგლომერულური აპარატის სისხლმომარაგება (თირკმელში), რასაც მოსდევს რენინის გამოყოფა ცირკულაციაში.
რენინი ზემოქმედებს ანგიოტენზინოგენზე და გარდაქმნის მას ანგიოტენზინ I-ად (ANG-1). ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის მეშვეობით ანგიოტენზინ I გარდაიქმნება ანგიოტენზინ II-ად (ეს ფერმენტი განსაკუთრებით აქტიური ფილტვის კაპილარებში). რენინ-ანგიოტენზინის სისტემა პირდაპირ გავლენას ახდენს სისხლძარღვების გლუვ კუნთებზე და უზრუნველყოფს სისხლძარღვის ტონუსის შენარჩუნებას. ასევე განაპირობებს წყალ-მარილოვანი ჰომეოსტაზის (მუდმივობის) შენარჩუნებას – ალდოსტერონის სეკრეციის სტიმულირებით.
რენინ-ანგიოტენზინის სისტემაში ასევე აღწერილია დამატებითი პეპტიდების ფრაგმენტების არსებობა, რომელთა ფუნქცია ურთიერთსაწინააღმდეგოა და ავსებს ერთმანეთს. ნეიტრალური ენდოპეპტიდაზის, ამინოპეპტიდაზა A, B, N და სხვა ფერმენტების ფერმენტების ზეგავლენით წარმოიქმნება ანგიოტენზინ II-ის პეპტიდური ფრაგმენტები.
ანგიოტენზინ II უშუალოდ ჩართულია არტერიულ ჰიპერტენზიასთან ასოცირებულ მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიასთან. უკუკავშირის მექანიზმების დახმარებით ანგიოტენზინ II ბლოკავს რენინის გამოყოფას. პაციენტების მცირე ჯგუფში აღინიშნება ე.წ ანგიოტენზინის „რეაქტივაციის“ ფენომენი, რომლის დროსაც მიუხედავად აგე-ინჰიბიტორებით ხანგრძლივი მკურნალობისა აღინიშნება გულის ქრონიკული უკმარისობა, რაც ზრდის სიკვდილიანობის რისკს.
ანგიოტენზინ II განსაზღვრა რენინის მაჩვენებელტან ერთად, მნიშვნელოვანია არტერიული ჰიპერტენზიის კლასიფიცირებისთვის.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ. სისხლის ნიმუშის აღება ხდება პაციენტის მწოლიარე მდგომარეობაში (სისხლის აღებამდე 30წთ უნდა იმყოფებოდეს ჰორიზონტალურად).
დიურეტიკების, მინერალოკორტიკოიდების, გლუკოკორტიკოიდების, ესტროგენების, ორალური კონტრაცეპტივების, მინერალების შემცველი პრეპარატების მიღება გავლენას ახდენს მირებულ მაჩვენებლებზე. ნიმუშის ჩაბარებამდე 24 საათის მანძილზე არ არის რეკომენდებული რადიოაქტიური პრეპარატების მიღებაც.
რეფერენტული ნორმები – 20-40 ნგ/ლ
ანგიოტენზინ II კვლევის შედეგები არ განიხილება იზოლირებულად, არამედ სხვა კვლევების მონაცემებთან კონტექსტში.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |