ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾105.00
ალუმინი ჩვენს გარემომცველ სამყაროში საკმაოდ ფართოდ გავრცელებული ელემენტია.
კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან ალუმინის შეწოვა ნორმაში 2%-ს არაღემატება. კუჭის მჟავე გარემო და პერორალურად მიღებული ციტრატები (მჟავები) აძლიერებს შეწოვას, თუმცა კუჭის ლორწოვანი H2 რეცეპტორის ბლოკერები (მაგ: ანტაციდური მედიკამენტები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები) ამცირებს შეწოვას. ფიზიოლოგიურად მიღებული დღიური დოზა (5-10მგ) მთლიანად გამოიდევნება ორგანიზმიდან. ფილტრაცია ხორციელდება თირკმლის გლომერულებში (გორგლებში). პაციენტებში, თირკმლის გლომერულების დაზიანებით, ირღვევა ალუმინის გამოყოფის პროცესი და გროვდება ორგანიზმში. ალუმინი აკუმულირდება სისხლში, უკავშირდება სისხლის შრატის ცილებს და საკმაოდ სწრაფად ნაწილდება ქსოვილებში, განსაკუთრებით თავის ტვინში და ძვლებში. ისევე როგორც სხვა ელემენტების, ალუმინის ძირითადი ტრანსპორტიორი არის ცილა ტრანსფერინი, რომლის მეშვეობითაც უჯრედები უფრო ადვილად ითვისებენ მიკროელემენტებს.
მექანიზმი, თუ როგორ გაივლის ალუმინი ჰემატო-ენცეფალურ ბარიერს, ბოლომდე დაზუსტებული არაა.
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში ალუმინის ტოქსიკურ ეფექტს აძლიერებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა: სადიალიზე სითხე, ალუმინის ჭარბად შემცველი ალბუმინის (ცილის) მოლეკულები, თითონ დიალიზის პროცესი, რომელიც არაა დიდად ეფექტური ალუმინის სისხლიდან მოცილებისთვის.
ალუმინის ტოქსიკური ეფექტის გამოვლენას იწვევს მისი დიდი დოზით ხანგრძლივი ექსპოზიცია (ზემოქმედება). ალუმინის ტოქსიკური ზემოქმედების ეფექტები მოიცავს: ენცეფალოპათიას (სიარულის, მეტყველების, ცნობიერების დარღვევა, ანომალური ენცეფალოგრაფიული მონაცემები)
ოსტეომალაციას ან ძვლის აპლაზიურ დაავადებას (ძვლის ქსოვილის წარმოქმნის დარღვევა, რის შედეგადაც ვითარდება პათოლოგიური მოტეხილობები, კალციუმის გამორეცხვა ძვლიდან)
მიოპათიებს (კუნთების დაზიანება)
ინფექციებისადმი მდგრადობის დაქვეითებას (იმუნური სისტემის დაზიანების გამო)
გულის მარცხენა პარკუჭის ჰიპერტროფიას (გულის კუნთის დაზიანების შედეგად)
მიკროციტულ ანემიას (ერითროციტების – სისხლის წითელი უჯრედების ზომაში შემცირება, ჰემოგლობინის სინთეზის დარღვევის გამო)
უეცარ სიკვდილსაც კი.
ძვლებში დაგროვებისას, ძვლის მინერალიზაციის პროცესში კალციუმს ანაცვლებს ალუმინი, რაც აფერხებს ნორმალური ძვლის უჯრედების ფორმირებას. ირღვევა პარათირეოიდული ჰორმონის გავლენით კალციუმის რეზორბცია (გამოყოფა) ძვლებიდან სისხლში, რაც არღვევს ასევე პარათირეოიდული ჰორმონის სეკრეციას და იწვევს მეორეულ და ზოგჯერ მესამეულ ჰიპერპარატჰორმონემიას (ჰორმონის გამოყოფის მომატებას).
ალუმინის მწვავე ტოქსიკური ეფექტის დროს სამკურნალოდ გამოიყენება ლითონის ხელატორები ანუ შემბოჭავი პრეპარატები, რომლებიც ბოჭავს და აძევებს მინერალს (ამ შემთხვევაში ალუმინს) ორგანიზმიდან.
როდის ტარდება კვლევა?
დიალიზის პაციენტებში
პაციენტებში მეტალის პროთეზებით
პაციეენტებში, რომლებსაც აღენიშნათ ალუმინის ჭარბი რაოდენობა
პაციენტებში პარენტერული კვებით (ზონდით ან სხვა გზებით საკვების მიწოდებისას)
პაციენტებში ინტრავენური ალბუმინის რეგულარული გადასხმისას
თირკმლის ქრონიკული დაავადებების და უკმარისობისას
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერალური ნორმა: <11.4 ნგ/მლ
დიალიზის პაციენტებში: დასაშვები მაჩვენებელია: <60 ნგ/მლ
საყურადღებო მაჩვენებელია: <100 ნგ/მლ
ტოქსიკური მაჩვენებელია: <200 ნგ/მლ
შედეგების ინტერპრეტაცია:
თირკმლის უკმარისობით პაციენტებს შრატში ალუმინის დონე 60 ნგ/მლ-ზე მაღალი აქვთ.
დიალიზზე მყოფ პაციენტებს, ალუმინის მაღალი კონცენტრაციით, ახასიათებთ სპეციფიკური ბიოქიმიური პროფილი:
შეზღუდვა:
გადოლინიუმის ან იოდის მომატებული კონცენტრაცია შრატში, ხელს უშლის ალუმინის ზუსტი მაჩვენებლის განსაზღვრას. გადოლინიუმის და იოდის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების შეყვანიდან მინიმუმ 96 საათი უნდა იყოს გასული, რათა ალუმინის განსაზღვრისას სწორი მაჩვენებელი მივიღოთ.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია