ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾60.00
თუთია (Zn) ორგანიზმში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მიკროელემენტია, რაოდენობრივად მეორეა, რკინის შემდეგ. თუთია შედის 300-ზე მეტი მეტალოფერმენტის, მათ შორის კარბოანჰიდრაზას, ტუტე ფოსფატაზას, რნმ და დნმ პოლიმერაზების და ალკოჰოლ დეჰიდროგენაზას, შემადგენლობაში. თუთიის მთავარი როლი ცილისა და ნუკლეინის მჟავების სინთეზში განმარტავს ზრდის შეფერხებასა და ჭრილობების შეხორცების პროცესის დარღვევას თუთიის დეფიციტისას. ის ჩართულია გენის ექსპრესიის რეგულირებასთან დაკავშირებულ მექანიზმებში.
თუთია ინახება ძვლოვან და კუნთოვან ქსოვილებში; ამ დეპოებიდან მისი მობილიზაცია რთულია თუთიის დეფიციტის პირობებშიც კი. ნაწლავში მისი შეწოვა იზრდება დეპოზიტების შემცირებისას.
საკვებში თუთია ძირითადად ასოცირებულია ცილებთან და მისი ბიოშეღწევადობა დამოკიდებულია ამ ცილების მონელებაზე. თუთია ყველაზე ადვილად ხელმისაწვდომია წითელ ხორცსა და თევზში.
სისხლის პლაზმა შეიცავს ორგანიზმში თუთიის მთლიანი რაოდენობის 1%-ზე ნაკლებს. პლაზმური თუთიის უმეტესი ნაწილი ასოცირდება ალბუმინთან (80%), ხოლო დანარჩენი, ძირითადად, ალფა-2-მაკროგლობულინთან. თუთიის შემცველობა ერითროციტებში დაახლოებით 10-ჯერ მეტია, ვიდრე პლაზმაში.
თუთიის გამოყოფა ორგანიზმიდან ხდება ნაღველთან და შარდთან ერთად.
თუთიის დეფიციტი იწვევს მადის დაკარგვას, ზრდის დარღვევას (ჩონჩხის დარღვევები, კოლაგენის სინთეზის შეცვლა), ალოპეციასა და ჭრილობების შეხორცების შეფერხებას; მძიმე დეფიციტის დროს სახეზეა ჰიპოგონადიზმი და ჯუჯობა, ამ მდგომარეობების შემსუბუქება ხდება თუთიის დანამატების მიღებით; მეორეს მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ თუთიის ორალური პრეპარატების ქრონიკული მიღება ხელს უშლის სპილენძის შეწოვას და შეიძლება გამოიწვიოს მისი დეფიციტი.
დუღილის ტემპერატურაზე თუთია ორთქლდება და დაჟანგვის შედეგად წარმოქმნის თუთიის ოქსიდის ორთქლს. თუთიის ოქსიდის მწვავე ზემოქმედება იწვევს სასუნთქი გზების გაღიზიანებას, ხველას, გულმკერდის ტკივილს, თავის ტკივილს, გულისრევას, ცხელებას და მიალგიას.
თუთიის ქლორიდი არის კიდევ ერთი ნაერთი, რომელიც წარმოიქმნება ქიმიური კვამლის გენერატორებში; ამ კოროზიული მასალის შესუნთქვა იწვევს ქიმიურ პნევმონიტს, ბრონქულ და ალვეოლურ ობსტრუქციას და ზოგჯერ, ფატალურადაც მთავრდება.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
თუთიის კონცენტრაცია მცირდება: ნაწლავში ცუდი შეწოვის, რაციონში არასაკმარისი რაოდენობით თუთიის და ზედმეტი რკინისა და სპილენძის გამო, რაც ხელს უშლის ორგანიზმის მიერ თუთიის ნორმალურ შეწოვას.
თუთიის დეფიციტი შეიძლება განვითარდეს მძიმე დამწვრობის ან სეფსისის მქონე პაციენტებში. სხვა დაავადებები, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს შრატში თუთიის დონის დაქვეითება, არის წყლულოვანი კოლიტი, კრონის დაავადება, რეგიონალური ენტერიტი, გლუტენის ენტეროპათია, ნეოპლასტიური დაავადებები ან დაჩქარებული კატაბოლური პროცესები სტეროიდების გამოყენების გამო.
ისეთმა პირობებმა, როგორიცაა ანორექსია და ხანგრძლივი შიმშილი, ასევე შეიძლება გამოიწვიონ თუთიის დეფიციტის განვითარება.
თუთიის მაღალი დონე უმნიშვნელო კლინიკურ ინტერესს იწვევს.
https://www.synevo.ro/shop/zinc-in-plasma/
https://www.synevo.bg/tsink/
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია