Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ალფა-ფეტოპროტეინი (AFP)

ცნობილი როგორც:ალფა ფეტოპროტეინი
SKU: 1023

Original price was: ₾45.00.Current price is: ₾40.50.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ალფა-ფეტოპროტეინი სიმსივნის მარკერია, რომელიც კონკრეტული სიმსივნეების და ღვიძლის დაზიანებების დიაგნოსტირებაში გამოიყენება. ის ასევე აქტუალურია ორსულებში, ბავშვის თანდაყოლილი ანომალიების გამოსავლენად.

ალფა-ფეტოპროტეინის განსაზღვრა ულტრაბგერითი კვლევის მონაცემებთან ერთად სასკრინინგო ინსტრუმენტია ჰეპატოცელულური კარცინომის დიაგნოსტირებაში. იზოლირებულად ეს ტესტი არ გამოდგება სადიაგნოსტიკო კრიტერიუმად. სრული სურათის მისაღებად აუცილებელია მისი გამოყენება სხვა კვლევებთან კომბინაციაში.

ნორმაში ალფა-ფეტოპროტეინის დონე ორგანიზმში დაბალია. მისი მომატება შესაძლოა  არ მიუთითებდეს ამა თუ იმ პათოლოგიაზე, თუ სხვა მონაცემები და კვლევების შედეგები არ გვაქვს ინტერპრეტაციისთვის.

ალფა-ფეტოპროტეინი ჩვეულებრივ გამოიყენება სიმსივნის დიაგნოზის დასადასტურებლად და დადასტურებული დიაგნოზის მონიტორინგისთვის. კვლევა ინიშნება ღვიძლის   ქრონიკული დაავადებების  – ჰეპატიტების და ციროზის, ასევე  გერმინაციული წარმოშობის (საკვერცხის, სათესლის) სიმსივნეების  დროს.

ალფა-ფეტოპროტეინის დონის მატება ორსულებში გამოიყენება ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტების სკრინინგისათვის.

 

ნორმა

ნორმაში მაჩვენებელი არ აღემატება 20ნგ/მლ.  400ნგ/მლ-ზე ზემოთ მაჩვენებლის მატება ღვიძლის დაზიანებაზე ან კნკრეტულ სიმსივნეებზე ეჭვის მიტანის საფუძველს წარმოადგენს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

საკვერცხის, სათესლის სიმსივნეებზე ეჭვის დროს, ან დიაგნოსტირებული სიმსივნის მონიტორინგისთვის

ღვიძლის ქრონიკული დაზიანებებისას (ჰეპატიტები, ციროზი)

ქიმიოთერაპიის დასრულების შემდეგ, პერიოდული ჩექაფის დროს

 

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ალფა-ფეტოპროტეინი ხშირად ისაზღვრება სხვა სიმსივნურ მარკერებთან ერთად, როგორებიცაა: ბეტა-ქორიონული გონადოტროპინი და ლაქტატდეჰიდროგენაზა გერმინაციული უჯრედებიდან განვითარებული სიმსივნეების დიაგნოსტირებისთვის, მკურნალობის გეზის განსაზღვრისთვის და დინამიკაში დაკვირვებისთვის.

ქრონიკული ჰეპატიტის და ციროზის დროს, მაღალია ღვიძლის სიმსივნის განვიტარების რისკი. ალფა-ფეტოპროტეინის დონის უეცარი მკვეთრი მატება, სწორედ ღვიძლის სიმსივნის განვიტარების ნიშანი შეიძლება იყოს.

 

საცნობარო მნიშვნელობები

 

კვლევისთვის წინასწარ მომზადება, უზმოდ ყოფნა არ არის  საჭირო

 

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

პროდუქტის აღწერა

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button