
ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾330.00
ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი‑2 — ცილaა, რომელიც უჯრედის ზედაპირზე მდებარეობს და მონაწილეობს უჯრედების ზრდისა და დაყოფის პროცესში.
როდესაც HER2 გენში ხდება ცვლილება (ამპლიფიკაცია), უჯრედის ზედაპირზე HER2 რეცეპტორების რაოდენობა მკვეთრად იზრდება. ეს იწვევს უჯრედების უკონტროლო ზრდას და სიმსივნის განვითარებას. HER2‑პოზიტიური სიმსივნეები განსაკუთრებით გვხვდება ძუძუს კიბოში და კუჭის კიბოში.
HER2 – ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი-2 მარკერია, რომელიც განსაზღვრავს ძუძუს კიბოს ქვეტიპს (ესტროგენის და პროგესტერონის რეცეპტორებთან ერთად ER და PR).
HER2 (ER და PR-თან ერთად ) არსებობა ან არარსებობა განსაზღვრავს სიმსივნის აგრესიულობას და გამოიყენება სწორი მკურნალობის შერჩევისთვის.
HER2 ცილაა რომელიც ძუძუს უჯრედების ზედაპირზეა განლაგებული, რომელიც უზრუნველყოფს უჯრედის ზრდის და განახლების პროცესებს – მონაწილეობს დაზიანებული უჯრედების ახლით ჩანაცვლებაში. მაგრამ, HER2 გენის მუტაციის დროს ირღვევა მის მიერ სინთეზირებული ცილის ფუნქცია და უჯრედები იზრდება და მრავლდება უკონტროლოდ, რაც საბოლოოდ სიმსივნის ჩამოყალიბებით სრულდება. Bottom of Form
ძუძუს კიბოს შემთხვევათა 15-20% HER2 – პოზიტიურ სიმსივნეებზე მოდის. სიმსივნის ეს ფორმა აგრესიული და სწრაფად მზარდია, თუმცა დროული აღმოჩენის შემთხვევაში წარმატებით იკურნება.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
წინასწარი მოზმადება: არ არის საჭირო
HER2 ტესტირება ინფორმატიულია ძუძუს და კუჭის კიბოს დიაგნოსტიკაში
კვლევის შედეგების განხილვა ხდება სხვა კლინიკურ-ლაბორატორიულ პარამეტრებთან ერთად
HER2 – ადამიანის ეპიდერმული ზრდის ფაქტორის რეცეპტორი-2-ის კვლევისას სტატუსი არის HER2-პოზიტიური ან HER2-ნეგატიური, რაც კონკრეტული მკურნალობის შერჩევის შესაძლებლობას იძლევა
HER2‑პოზიტიური სიმსივნეები უფრო აგრესიულია, მაგრამ მათთვის არსებობს მიზანმიმართული თერაპია (მაგ., trastuzumab, pertuzumab).
HER2 სტატუსი განსაზღვრავს მკურნალობის ტაქტიკას და პროგნოზს
შეუკვეთეთ ყველა ანალიზი ონლაინ
სხვა ტესტები




ტესტირების პროცესი
| ტესტის შეძენა | მასალის ჩაბარება |
| შედეგები ონლაინ | ექიმთან კონსულტაცია |
