ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾50.00
არ არის მარაგში
ალფა-2-მაკროგლობულინი A2M პლაზმის უდიდესი, არაიმუნოგლობულინი ცილაა (725 კილოდალტონი მოლეკულური წონით), რომელიც შედგება 4 პოლიპეპტიდური ჯჭვისგან. თითოეული პოლიპეპტიდური ჯაჭვი დაახლოებით 35 ამინომჟავისგან შედგება და (C3 C4 კომპლემენტის მსგავსად) შეიცავს თიოესთერულ დომენს. ალფა-2-მაკროგლობულინი A2M წარმოადგენს ენდოპროტეაზების ფართო სპექტრის ინჰიბიტორს. მას შეუძლია თითქმის ყველა ტიპის სერინის, თიოლის, მეტალ-პროტეაზების და კარბოქსილ-პროტეაზების ინჰიბირება (ბლოკირება).
ნორმალურ მდგომარეობაში ალფა-2-მაკროგლობულინის A2M შრატის დონე, ქალებსი უფრო მაღალია ვიდრე მამაკაცებში, რაც ესტროგენების გავლენასთანაა დაკავშირებული.
ალფა-2-მაკროგლობულინი A2M მწვავე ფაზის ცილაა. ციტოკინები, როგორებიცაა: TGF-ბეტა, IL1, IL2, IL6, PDGF, FGF, VEGF უკავშირდება ალფა-2-მაკროგლობულინს. ეს გავლენას ახდენს ჰეპატოციტებში მწვავე ფაზის ცილების სინთეზზე.
ალფა-2-მაკროგლობულინი A2M ასევე ახდენს კოაგულაციის ინჰიბირებას – თრომბინის და აქტივირებული ფაქტორი X (FXa) ინჰიბირების გზით. ასევე მოქმედებს, როგორც ფიბრინოლიზის დამთრგუნველი – პლაზმისნის და კალიკრეინის ინაქტივაციის გზით.
ალფა-2-მაკროგლობულინი A2M ჩართულია ალცჰეიმერის დაავადების მექანიზმში, რადგან ის მნიშვნელოვანწილად მონაწილეობს ბეტა-ამილოიდის კომპონენტების დეპონირებასა და დეგრადაციაში.
ნეფროზული სინდრომისას, როდესაც იზრდება პლაზმის ცილების ფილტრაცია და ქვეითდება მათი უკუშეწოვა, ალფა-2-მაკროგლობულინის მოლეკულები დიდი ზომის გამო ვერ გადის თირკმლის ილაკებს და შრატში მისი კონცენტრაცია 10-ჯერ და მეტჯერ იმატებს ნორმასთან შედარებით.
პაციენტებს პროტეოლიზური დაავადებებით, როგორიცაა მაგალითად პანკრეატიტი, აღენიშნებათ ალფა-2-მაკროგლობულინის დაბალი კონცენტრაცია.
ალფა-2-მაკროგლობულინი ასევე წარმოადგენს ღვიძლის ფიბროზის შეფასების არაინვაზიური ალგორითმის – ფიბრომაქსის და ფიბროტესტის შემადგენელ კომპონენტს.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ
რეფერენტული ნორმა: 1.3-3 გ/ლ
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |