ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾52.00
ალფა-1-ანტიტრიფსინი ღვიძლში სინთეზირებული ცილაა, რომელიც აპოპტოზის (უჯრედებს კვდომის) შედეგად ადამიანის ბიოლოგიურ სითხეებში გამოთავისუფლებულ პროტეაზულ ფერმენტებს (ცილოვანი სტრუქტურების დამშლელ ფერმენტებს) ბლოკავს.
სულ მცირე, 3 ტიპის ანტიპროტეაზაა აღმოჩენილი შრატში, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია ალფა-1-ანტიტრიფსინი და ალფა-2-მაკროგლობულინი.
ალფა-1-ანტიტრიფსინის დეფიციტი ასოცირებულია ფილტვის ემფიზემასთან და ღვიძლის ციროზთან რომლებიც ვითარდება ახალგაზრდა ასაკში.
ალფა-1-ანტიტრიფსინი მწვავე ფაზის რეაქტიული ცილაა, რომლის მატებაც აღინიშნება ბაქტერიული ინფექციების, რევმატოიდული ართრიტის, ვასკულიტების (სისხლძარღვების ანტებითი პროცესი) და ნეოპლაზიების (ქსოვილები უკონტროლო ზრდის) დროს.
პაციენტის მომზადება: კვლევა ტარდება უზმოდ. თუ ალფა-1-ანტიტრიფსინის სავარაუდო დეფიციტია, კვლევის ჩატარებამდე აუცილებელია განისაზღვროს C რეაქტიული ცილა.
საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
რეფერენტული ნორმები: 0.9 -2.0 გ/ლ
საყურადღებო ინფორმაცია: <0.7 გ/ლ-ზე ნაკლები მაჩვენებელი ფილტვის ემფიზემის ადრეული ნიშნანი შეიძლება იყოს
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
სიახლეები და აქციები