Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ალბუმინი (24 საათიანი შარდი)

ცნობილი როგორც:Albumin (24 hour urine)
SKU: 1911

29.70

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ალბუმინი – არაგლიკოზირებული ცილა, წარმოაგდენს სისხლის, ცერებროსპინალური სითხისა და შარდის მნიშვნელოვან კომპონენტს.

ჩვეულებრივ, თირკმლის გორგლოვანი მემბრანა ხელს უშლის ალბუმინის გადასვლას სისხლიდან გლომერულურ ფილტრატში, რის გამოც ალბუმინი ძალიან მცირე რაოდენობით გვხვდება შარდში. თუმცა, თირკმლების დაავადების მქონე პაციენტებში ადგილი აქვს შარდით ალბუმინის არანორმალურ კარგვას.

რამდენიმე მიზეზის გამო, მოზრდილებში თირკმლის დაზიანების შესაფასებლად, უპირატესობა ენიჭება ალბუმინურიის განსაზღვრას პროტეინურიასთან (შარდში ცილის საერთო რაოდენობა) შედარებით:

  • ალბუმინი არის შარდის საერთო ცილის მთავარი კომპონენტი თირკმლების დაავადებების უმეტესობაში;
  • შარდის საერთო ცილის ტესტებს ზოგადად აქვთ დაბალი მგრძნობელობა და სიზუსტე შარდში ცილის დაბალი კონცენტრაციის დროს, მაშინ, როცა შარდში ალბუმინის დონის შესამჩნევი (გაზომვადი) ზრდა შეიძლება მოხდეს შარდის საერთო ცილის შესამჩნევი (გაზომვადი) ზრდის გარეშე;
  • საერთაშორისო კვლევების ბოლო ეპიდემიოლოგიურმა მონაცემებმა აჩვენა მჭიდრო კორელაცია შარდის ალბუმინის რაოდენობას, თირკმლების უკმარისობასა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს შორის.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • თირკმლის დაავადებები;
  • თირკმლის დაავადებების მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • არტერიული ჰიპერტენზია;
  • თირკმლის უკმარისობის ოჯახური ისტორიის მქონე ადამიანები;
  • 65 წელზე უფროსი ასაკის ადამიანები.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ალბუმინურია გვხვდება:

  • თირკმლის დაავადებებისას;
  • დიაბეტური ნეფროპათიისას.

შედეგების ინტერპრეტაცია ითვალისწინებს შემდეგ სიტუაციებს, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს გარდამავალი ალბუმინურია: საშარდე გზების ინფექციები, ჰემატურია, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვა, ორსულობა, ცხელება, ანთება

დამატებითი ინფორმაცია

ალბუმინურია არის გლომერულური დაავადების ადრეული მარკერი, მათ შორის დიაბეტური გლომერულოსკლეროზის, სადაც ის ჩვეულებრივ წინ უსწრებს გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის შემცირებას. ის ასევე არის ჰიპერტენზიული გლომერულოსკლეროზის მარკერი, მაგრამ ამ შემთხვევაში ალბუმინურია ვითარდება გლომერულური ფილტრაციის სიჩქარის შემცირების შემდეგ.

რეკომენდებულია შარდის ალბუმინის განსაზღვრა მოზრდილებში ცილის გლომერულური კარგვის შესაფასებლად. ტესტი თირკმლის დაავადების ადრეული გამოვლენისა და მისი მონიტორინგის საშუალებას იძლევა. შარდის ალბუმინის განსაზღვრა უფრო მგრძნობიარე და სპეციფიური საშუალებაა გლომერულური განვლადობის ცვლილებების გამოსავლენად შარდის საერთო ცილის გასაზღვრასთან შედარებით.

ალბუმინურია ხშირად ასოცირდება ჰიპერტენზიასთან, სიმსუქნესთან და სისხლძარღვთა დაავადებებთან, მდგომარეობებთან, რომლებშიც თირკმლების ძირითადი დაავადება შეიძლება არ იყოს აშკარა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ალბუმინის ექსკრეციას ახასიათებს მნიშვნელოვანი ბიოლოგიური ცვალებადობა და შეიძლება გაიზარდოს სხვადასხვა ფიზიოლოგიური და პათოლოგიური ფაქტორების გამო. ამიტომ, რეკომენდებულია ალბუმინის გამოყოფის გაზრდილი მნიშვნელობების დადასტურება 24-საათიანი შარდის ტესტით.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

რეკომენდებულია ტესტამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში ფიზიკური აქტივობისგან თავის შეკავება.

საკვლევი მასალა/შარდის შეგროვების წესი

24-საათიანი შარდი. დილის 7 საათზე პაციენტი შარდავს და არ ინახავს ამ შარდს, შემდეგი მოშარდვის დროს კი პლასტმასის ჭურჭელში (2-3 ლიტრიანი შარდის კონტეინერი) აგროვებს შარდის მთელ მოცულობას მეორე დღის დილის 7 საათამდე (24 საათის განმავლობაში); პაციენტმა ამ კონტეინერიდან 100 მლ შარდი უნდა გადაიტანოს (მაგ. შპრიცით) შარდისთვის განკუთვნილ ერთჯერად პლასტმასის ჭიქაში და უნდა შეინახოს 2-8 ° C ტემპერატურაზე ტესტის დაწყებამდე (1-1,5სთ-ის განმავლობაში).

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button