ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾108.00
ბავშვთა ჯანმრთელობის გაფართოებული პროფილური კვლევა (ბავშვთა პროფილი II), ბავშვის ასაკისა და განვითარების სტადიის გათვალისწინებით, იძლევა ინფორმაციას ზრდის პროცესში განვითარებულ პრობლემებზე, როგორიცაა რკინის დეფიციტი (ანემია), ანთებითი და ინფექციური პროცესები, სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექცია და მისი გართულებები, რევმატიული დაავადებები, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები, ცხიმოვანი და ნახშირწყლოვანი ცვლის პრობლემები (დიაბეტი), კალციუმის დეფიციტი (რაქიტი), შესაძლო ალერგიული რეაქცია და სხვა საყურადღებო მდგომარეობები.
პროფილი მოიცავს შემდეგ 9 კვლევას:
თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სიმპტომების გათვალისწინებით სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს დიაგნოზის ზუსტად დასასმელად.
ანალიზი შეიძლება ჩატარდეს, როგორც რუტინული შემოწმების ნაწილი პრობლემების გამოსავლენად ან იმის გამო, რომ ბავშვი თავს კარგად არ გრძნობს. სისხლის წითელი უჯრედების, სისხლის თეთრი უჯრედებისა და თრომბოციტების დონეს შეუძლია ექიმს მიაწოდოს ინფორმაცია შესაძლო პრობლემების შესახებ, როგორიცაა ანემია, ინფექციები, ანთება და სხვა.
სისხლის წითელი უჯრედები შეიცავენ ჰემოგლობინს, რომელიც ატარებს ჟანგბადს სხეულის ქსოვილებში და უზრუნველყოფს სისხლის წითელ ფერს. როდესაც ჰემოგლობინის დონე დაბალია, ბავშვი შეიძლება იყოს ფერმკრთალი და აწუხებდეს ადვილად დაღლა, მისი გულისცემა და სუნთქვის სიხშირე შეიძლება გაიზარდოს ჟანგბადის ნაკლებობის გამო.
თრომბოციტები წარმოქმნიან თრომბებს, რაც ხელს უწყობს სისხლდენის შეჩერებას სისხლძარღვის დაზიანების შემთხვევაში. როდესაც თრომბოციტების რაოდენობა დაბალია, სისხლდენა ადვილად ვითარდება. თრომბოციტების დაბალი რაოდენობის მქონე ბავშვს შეიძლება ადვილად განუვითარდეს სისხლჩაქცევები ან ხშირად ჰქონდეს ცხვირიდან სისხლდენა. სისხლი განავალში და შარდში ნაკლებად ხშირია.
სისხლის თეთრი უჯრედები
ნეიტროფილები ებრძვიან სოკოებით და ბაქტერიებით გამოწვეულ ინფექციებს. ნეიტროპენია (რაოდენობის შემცირება) შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნური პროცესით ან დაავადებებით, დარღვევებით ან ინფექციებით, რომლებიც აზიანებენ ძვლის ტვინს. გარდა ამისა, ზოგიერთმა მედიკამენტმა ან მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს ნეიტროპენია.
ლიმფოციტები იცავენ ორგანიზმს ვირუსული ინფექციებისგანაც. ლიმფოციტოპენია შეიძლება გამოწვეული იყოს მემკვიდრეობითი სინდრომით, ასოცირებული იყოს გარკვეულ დაავადებებთან ან იყოს მედიკამენტების ან სხვა სამკურნალო საშუალებების გვერდითი ეფექტი.
მონოციტები ხელს უწყობენ მკვდარი ან დაზიანებული ქსოვილის მოცილებას და ორგანიზმის იმუნური პასუხის რეგულირებას. ინფექციებმა, სიმსივნურმა პროცესებმა, აუტოიმუნურმა დაავადებებმა და სხვა მდგომარეობებმა შეიძლება გამოიწვიოს მონოციტების რაოდენობის გაზრდა. რაოდენობის შემცირება შეიძლება იყოს ტოქსინების, ქიმიოთერაპიის და სხვა მიზეზების შედეგი.
ეოზინოფილია (ეოზინოფილების რაოდენობის მატება) შეიძლება გამოწვეული იყოს ყველაზე ხშირად ალერგიული რეაქციით ან პარაზიტული ინფექციით.
ბაზოფილების რაოდენობის შემცირება შეიძლება გამოწვეული იყოს ალერგიული რეაქციებით ან ინფექციით. გაზრდილი რაოდენობა შეიძლება გამოწვეული იყოს სიმსივნური პროცესით ან სხვა დარღვევებით.
ტესტი კეთდება მაშინ, როცა ბავშვს აქვს ანთების ან ინფექციის ნიშნები ან ისეთი დაავადებების შემთხვევაში, როგორიცაა ნაწლავის ანთებითი დაავადება, ართრიტი და სისტემური წითელი მგლურა. CRP-ის განსაზღვრა ხდება ასევე ინფექციისა და ანთების მკურნალობის მონიტორინგისთვის.
ანტისტრეპტოლიზინი O-ს ტიტრის (ASO) განსაზღვრა არის სისხლის ტესტი, რომელიც გამოიყენება A ჯგუფის სტრეპტოკოკით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტიკისთვის. ის გამოიყენება არა მიმდინარე სტრეპტოკოკული ინფექციის დიაგნოსტირებისთვის, არამედ იმ შემთხვევაში, თუ სახეზეა სიმპტომები, რომლებიც შეიძლება გამოწვეული იყოს წინა სტრეპტოკოკულური ინფექციით, რომელიც არ იყო ნამკურნალები ან ამ ინფექციის გართულებები.
გართულებებიდან ბავშვებში ყველაზე ხშირია სკარლეტის ცხელება, რომელსაც ანტიბიოტიკებით მკურნალობენ. მას თან ახლავს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა:
გართულებებიდან ხშირია ასევე რევმატიული ცხელება. მისი სიმპტომები ჩვეულებრივ იწყება დაახლოებით ერთიდან ხუთ კვირამდე მას შემდეგ, რაც ბავშვი დაინფიცირდება სტრეპტოკოკით. საერთო სიმპტომები შეიძლება იყოს:
გართულებებს შორისაა ასევე პოსტსტრეპტოკოკული გლომერულონეფრიტი, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს შემდეგი სიმპტომებით:
წარსულში ექიმები მიიჩნევდნენ, რომ ბავშვებსა და მოზარდებს არ ემუქრებოდათ ქოლესტეროლის კონცენტრაციის მომატება და მისით გამოწვეული პრობლემები, თუმცა დღესდღეობით დადასტურებულია, რომ ბავშვები და მოზარდები ისეთივე რისკის ქვეშ არიან, როგორც მოზრდილები. მაღალი ქოლესტერინის მქონე ბავშვებსა და მოზარდებს აქვთ გულის დაავადების განვითარების რისკი ისევე, როგორც მოზრდილებს. სისხლში ქოლესტერინის დონის ნორმალურ დიაპაზონში შენარჩუნება ამ რისკს ამცირებს.
ბავშვებში ქოლესტერინის მაღალი დონე განპირობებულია შემდეგი მიზეზებით:
ბავშვებში რკინა წარმოადგენს აუცილებელ საკვებ ნივთიერებას მრავალი ორგანოსა და სისტემის ზრდისა და სათანადო ფუნქციონირებისთვის, ძირითადად კი ერითროპოეზისთვის. ის უნდა იქნას მიღებული საკვებიდან და მისი შეწოვა ხდება ზედა კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. როდესაც რკინაზე ორგანიზმის მოთხოვნა არ არის დაკმაყოფილებული, და როდესაც მისი რაოდენობა არასაკმარისია ერითროციტების წარმოების სრულად მხარდასაჭერად, მდგომარეობას რკინის დეფიციტს უწოდებენ. შემთხვევების 30%-ში, მკურნალობის გარეშე, შეიძლება განვითარდეს რკინადეფიციტური ანემია, რომელიც წარმოადგენს ანემიის ყველაზე ხშირ ფორმას ბავშვებში.
რკინის დეფიციტის მიზეზები მრავალრიცხოვანია, მაგრამ ბავშვებში ეს ძირითადად გამოწვეულია ოთხი მიზეზით: დაბადებისას რეზერვების შემცირება, საკვებიდან რკინის არაადექვატური მიღება, ნაწლავში შეწოვის შემცირება ან სისხლის ქრონიკული კარგვა.
რკინის დეფიციტის ნიშნები:
სისხლში შაქრის დონის შემოწმება საუკეთესო გზაა იმის გასაგებად, თუ რამდენად კარგად აბალანსებს თქვენი შვილი ინსულინს, საკვებიდან მიღებულ შაქარს და ვარჯიშს. ისწავლეთ ამის მონიტორინგი.
თქვენი ბავშვის სისხლში შაქრის დონის შენარჩუნება სამიზნე დიაპაზონში ეხმარება თქვენს შვილს იყოს ჯანმრთელი. თუ სისხლში შაქრის დონე ძალიან მაღალი ან ძალიან დაბალია, თქვენს შვილს ექნება უსიამოვნო სიმპტომები, რომლებიც დაკავშირებულია ჰიპოგლიკემიასთან და ჰიპერგლიკემიასთან.
ჰიპერგლიკემია:
ჰიპოგლიკემია:
კალციუმი არის მინერალი, რომელიც აშენებს ძლიერ ძვლებს. ის მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვებისა და კუნთების მუშაობასა და გულის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.
მცირეწლოვან ბავშვებსა და ჩვილებს ესაჭიროებათ კალციუმი და D ვიტამინი, რათა თავიდან აიცილონ რაქიტის განვითარება. რაქიტი არბილებს ძვლებს და იწვევს ზრდის შეფერხებას, ზოგჯერ ტკივილს და სუსტი კუნთების განვითარებას.
იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ზრდა-განვითარების პროცესთან დაკავშირებული პრობლემები, მიზანშიშეწონილია პროფილაქტიკის მიზნით ბავშვებში კალციუმის განსაზღვრა.
IgE ანტისხეულები ჩვეულებრივ გვხვდება სისხლში მცირე რაოდენობით, მაგრამ უფრო მაღალი რაოდენობა შეიძლება იყოს ნიშანი იმისა, რომ სხეული ზედმეტად რეაგირებს ალერგენებზე. ამან შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.
IgE დონე ასევე შეიძლება იყოს მაღალი, როდესაც ორგანიზმი ებრძვის პარაზიტულ ინფექციას ან სახეზეა იმუნური სისტემის რაიმე პრობლემა.
შესაბამისად IgE ანტისხეულის განსაზღვრა გვეხმარება დავადგინოთ, აქვს თუ არა ბავშვს ალერგიული რეაქცია, იმუნური სისტემის რაიმე პრობლემა ან პარაზიტული ინფექცია.
განავლის ნიმუშის გამოკვლევას შეუძლია მოგვაწოდოს ღირებული ინფორმაცია კუჭის, ნაწლავების, სწორი ნაწლავის ან კუჭ-ნაწლავის სისტემის სხვა ნაწილების პრობლემების შესახებ.
კვლევა განსაკუთრებით მიზანშეწონილია, თუ ბავშვს აქვს შესაძლო პარაზიტული ინფექციის სიმპტომები, როგორიცაა დიარეა დიდი ხნის განმავლობაში, სისხლი ან ლორწო განავალში, მუცლის ტკივილი, გულისრევა, თავის ტკივილი ან ცხელება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნებოდა პარაზიტული დაავადების გავრცელება სკოლაში ან საბავშვო ბაღში, თუ ბავშვმა ცოტა ხნის წინ დალია დაბინძურებული წყალი, ან იმოგზაურა განვითარებად ქვეყანაში.
სისხლის ნიმუშის აღება, პროფილური კვლევებისთვის, აუცილებელია უზმოდ, დილით.
განავლის პარაზიტოლოგიურ გამოკვლევამდე უნდა გავითვალისწინოთ, რომ კვლევის ჩატარება მიზანშეწონილი არ არის:
კვლევისთვის განავლის შეგროვების წესები
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
https://www.cincinnatichildrens.org/health/b/blood-counts
https://www.webmd.com/oral-health/what-to-know-antistreptolysin-o-titer
https://kidshealth.org/en/parents/test-crp.html
https://www.kidshealth.org.nz/poststreptococcal-glomerulonephritis-psgn
https://kidshealth.org/ChildrensMercy/en/parents/test-oandp.html
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია