Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ადიპონექტინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ადიპონექტინი
SKU: 133

225.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

დამატებითი ინფორმაცია

ადიპონექტინი ჰორმონი და ადიპოკინური პროტეინია, , რომელსაც წარმოქმნის ძირითადად ცხიმოვანი ქსოვილი და მონაწილეობს მეტაბოლურ პროცესებში, რომლებიც ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას და ანთების საწინააღმდეგო აქტივობას.

ადიპონექტინის დაბალი კონცენტრაცია დაკავშირებულია ისეთ მდგომარეობებთან, როგორიცაა:  გაცხიმოვნება, ტიპი II შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი, ათეროსკლეროზი.

 

როგორ წარმოიქმნება ადიპონექტინი?

კანქვეშა, ვისცერული და ძვლის ტვინის ცხიმოვან ქსოვილში შემავალი თეთრი ადიპოციტები წარმოქმნიან ადიპონექტინის ძირითად ნაწილს.

გარდა ამისა, ადიპონექტინის წარმოქმნის უნარი აგაჩნია ჩონჩხის განივზოლიანი კუნთების უჯრედებს, გულის კუნთოვან და ენდოთელურ უჯრედებს, სისხლძარღვების ენდოთელიუმის უჯრედებს.

 

ადიპონექტინის კონტროლის გზები

ინსულინი მნიშვნელოვანი ფაქტორია, რომელიც ადიპონექტინის სინთეზში მონაწილეობს.

ინსულინის მსგავსი ზრდის ფაქტორი (IGF-1) და ზრდის ჰორმონი (GH) არეგულირებს ადიპონექტინის გამომუშავებას ცხიმოვან ქსოვილში. ლეპტინი (კიდევ ერთი ადიპოკინი) შესაძლოა ასევე მნიშვნელოვან როლს თამაშობდეს ადიპონექტინის ცვლის რეგულაციაში.

 

ფუნქცია

ადიპონექტინი მნიშვნელოვან როლს თამაშობს უჯრედულ და მეტაბოლურ პროცესებში.

ინსულინისადმი უჯრედების მგრძნობელობა უზრუნველყოფს ორგანიზმს, გამოიყენოს ის ეფექტურად. რაც უფრო მაღალია ინსულინისადმი მგრძნობელობა, მით ადვილად იყენებს მას ორგანიზმი და ინარჩუნებს საქრის ნორმალურ დონეს სისხლში.

ინსულინრეზისტენტობა ინსულინისადმი მგრძნობელობის საპირისპირო მდგომარეობაა, როდესაც ღვიძლის, კუნთების და ცხიმოვანი უჯრედები არ რეაგირებს ინსულინზე. ამ დროს პანკრეასი გამოყოფს ინსულინის დამატებით რაოდენობას, რეზისტენტობის დასაძლევად და სისხლში გლუკოზის დონის დასარეგულირებლად.

ადიპონექტინი მნისვნელოვან როლს თამაშობს ინსულინისადმი მგრძნობელობაში, კერძოდ:

აძლიერებს პანკრეასის მიერ ინსულინის გამოყოფას

აძლიერებს გლუკოზის ათვისებას ცხიმოვანი უჯრედების მიერ

აძლიერებს ღვიძლის და ჩონჩხის კუთების უჯრედების მგრძობელობას ინსულინისადმი

აფერხებს გლუკოზის ახლადწარმოქმნას ღვიძლში

ხელს უწყობს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას

ხელს უწყობს დაგროვებით პროცესებს კანქვეშა ცხიმოვან ქსოვილში (და არა ღვიძლში, ჩონჩხის კუნთებში და ორგანოტაშორის- ვისცერულ სივრცეებში), რაც ამცირებს ვისცერული ცხიმის ოდენობას და აუმჯობესებს ცხიმის და გლუკოზის მეტაბოლიზმს

ანთებითი პროცესი ვითარდება გარემოდან შემოჭრილი აგენტის საპასუხოდ, იმუნური სისტემის მიერ „მებრძოლი“ უჯრედების გამოყოფისას. არსებობს ორი ტიპის ანთება:

მწვავე ანთება – აუცილებელი დაუყოვნებელი პასუხი სხეულის დაზიანებაზე,მაგ: როგორიცაა ნაკვეთი, ნაჩხვლეტი ჭრილობები. იმუნური სისტემა ჭრილობასთან აგზავნის იმუნურ უჯრედებს, რათა დაიცვას ორგანიზმი ჭრილობიდან სხვადასხვა მიკრობების შემოჭრისაგან.

ქრონიკული ანთება – ეს ის მდგომარეობაა, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ გამომწვევი აგენტი აღარ არსებობს, იმუნური სისტემა აგრძელებს იმუნოკომპეტენტური უჯრედების გამოთავისუფლებას და გრძელდება ანთებითი პროცესიც. ამის მაგალითია  რევმატოიდული ართრიტი, ტიპი II შაქრიანი დიაბეტი, ალცჰეიმერის დაავადება, სიმსივნეები და სხვა.

ადიპონექტინი აქვეითებს მაკროფაგების რაოდენობას და ანთებით პროცესებს  ენდოთელიუმში, კუნთოვან უჯრედებში, ეპითელიუმში, რაც იცავს ამ ქსოვილებს ქრონიკული ანთებითი დაზიანებისგან.

რა განსხვავებაა ლეპტინსა და ადიპონექტინს შორის?

ლეპტინი და ადიპონექტინი ორივე ადიპოკინია, რომელსაც წარმოქმნის და გამოყოფს ცხიმოვანი ქსოვილი. ლეპტინი აძლიერებს მეტაბოლიზმს და აქვეითებს მადას.

ადიპონექტინის და ლეპტინის არაადექვატური ოდენობა სიმსუქნესთანაა ასოცირებული, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ სიმსუქნისას აღინიშნება ლეპტინის  რაოდენობის მომატება, ხოლო ადიპონექტინის რაოდენობის შემცირება.

როდის  იკვლევენ ადიპონექტინს?

ადიპონექტინის კვლევა ხდება ვენურ სისხლში. მისი მაჩვენებლის განსაზღრა მნიშვნელოვანია მეტაბოლური დარღვევების დიაგნოსტიკაში, როგორებიცაა: ტიპი II შაქრიანი დიაბეტი, მეტაბოლური სინდრომი და სხვა. მეტაბოლური დარღვევების სადიაგნოსტიკო ძირითად კვლევებთან ერთად, ზოგჯერ ეს კვლევებიც მნიშვნელოვანია.

ადიპონექტინის ოდენობის ნორმა  შეიძლება განსხვავებული იყოს, სხვადასხვა მეთოდით, სხვადასხვა ლაბორატორიაში კვლევის ჩატარებისას. ასევე ნორმული მაჩვენებელი დამოკიდებულია ადამიანის რეპროდუქციული ორგანოების მდგომარეობაზე და სხეულის მასის ინდექსზე.

სხეულის მასის ინდექსი (BMI) თანაფარდობაა სიმაღლესა და წონას შორის. გამოითვლება წონის კვადრატის (კილოგრამებში) შეფარდებით სიმაღლესთან (მეტრებში). იზოლირებულად სმი-ს გამოთვლით გაცხიმოვნების დიაგნოსტირება არ ხდება. მისი მონაცემები განიხლიება სხვა კვლევებთან კონტექსტში, რომლებიც მეტაბოლურ სტატუსს ასახავს.

ადიპონექტინის საშუალო ნორმული მაჩვენებლები:

> 10  – დაბალი რისკის მაჩვენებელი

7-10  – საშუალო რისკის მაჩვენებელი

4-7   – მაღალი რისკის მაჩვენებლი

< 4 ძალიან მაღალი რისკი

მდგომარეობები, რომლებიც ადიპონექტინის ცვლილებებს იწვევს:

გაცხიმოვნება

წონის დეფიციტი

ინსულინრეზისტენტობა

ათეროსკლეროზი

ლიპოდისტროფია

ადიპონექტინი და ათეროსკლეროზი

ათეროსკლეროზი მდგომარეობაა, როდესაც ლიპიდური ფოლაქები წარმოიქმნება სისხლძარღვის შიდა ზედაპირზე, ავიწროებს  სანათურს და რიგიდულს (არაელასტიურს) ხდის სისხლძარღვის კედელს. ფოლაქი წებოვანი კონსისტენციის მასაა, რომელიც შეიცავს ქოლესტეროლს, კალციუმს და სხვა ნივთიერებებს.

რადგანაც ადიპონექტინს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება აქვს, ის ხელს უშლის ფოლაქების ჩამოყალიბებას. მისი დეფიციტი ერთერთი ფაქტორია ათეროსკლეროზის განვითარების მექანიზმში.

 

ადიპონექტინი და ინსულინრეზისტენტობა

რადგანაც ადიპონექტინი ზრდის ინსულინისადმი მგრძნობელობას, მისი დეფიციტი ხელს უწყობს რეზისტენტობის განვითარებას. ინსულინრეზისტენტობისას, უჯრედები არ რეაგირებს ინსულინის გამომუშავებულ დოზებზე, რასაც მოყვება ინსულინის კიდევ მეტი ოდენობით წარმოქმნა (ჰიპერინსულინემია) და მეტაბოლური დარღვევები (პრედიაბეტი, ტიპი2 შაქრიანი დიაბეტი, გაცხიმოვნება).

ადიპონექტინი და ლიპოდისტროფია

ლიპოდისტროფია იშვიათი სინდრომების ერთიანობაა, როდესაც სხეულზე ცხიმის გადანაწილება დარღვეულია – ზოგი უბნები კახექსიურად ჰიპოტროფულია (გამხდარი), ხოლო ზოგ უბნებზე გამოხატულია ცხიმის ძალიან დიდი ოდენობა. ცხიმის ასეთი ტიპის დაგროვება აღინიშნება შინაგან ორგანოებში, მათ შორის ღვიძლში, რაც მის ფუნქციონირებას აფერხებს.

ლიპოდისტროფია შესაძლოა იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილი და ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსთან ასოცირებული ლიპოდისტროფია, ადიპონექტინის დეფიციტთანაა დაკავშირებული.

ადიპონექტინი და სიმსუქნე (გაცხიმოვნება)

ადამიანებს სხეულის ჭარბი წონით – ადიპონექტინის დეფიციტი აღენიშნებათ. თუმცა, ანორექსიის და სხეულის ძალიან დაბალი მასის მქონე ადამიანებში ადიპონექტინის დონე საკმაოდ მაღალია. აქედან გამომდინარეობს დასკვნა, რომ რაც მეტია ცხიმოვანი ქსოვილი ორგანიზმში – მით დაბალია ადიპონექტინის დონე.

არსებობს თუ არა ადიპონექტინის დეფიციტის მკურნალობა?

ადიპონექტინის დეფიციტის კორექცია შესაძლებელია სხეულის მასის კლებით და ფიზიკური აქტივობით.

მედიკამენტები – მეტფორმინი და თიაზოლიდინის ჯგუფი – რომლებიც ინიშნება დიაბეტის და მეტაბოლური სინდრომის საკორექციოდ, ხელს უწყობს ადიპონექტინის კონცენტრაციის მატებას ორგანიზმში.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button