ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾112.00
მიასთენია გრავის ნერვკუნთოვანი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება კუნთის სისუსტით, საერთო სისუსტით და აცეტილქოლინის რეცეპტორების მიმართ ანტისხეულების არსებობით.
აცეტილქოლინის რეცეპტორები განლაგებულია ჩონჩხის კუნთოვანი ბოჭკოების პოსტსინაფსურ მემბრანაზე. აცეტილქოლინის რეცეპტორები იკავშირებს ნერვის დაბოლოებიდან გამოთავისუფლებულ აცეტილქოლინს, რაც განაპირობებს კუნთის შეკუმსვას (აცეტილქოლინის საკმარისი ოდენობისას).
აცეტილქოლინის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულები აფერხებს ნერვ-კუნთოვან გადაცემას, რასაც შედეგად მოსდევს კუნთის სისუსტე.
დაავადების სიხშირე შეადგენს 5: 100 000 და იწყება ნებისმიერ ასაკში. ქალებში დაავადება იწყება საშუალოდ 20-40 წლის ასაკისთვის, კაცებში რამდენადმე გვიან.
როდის ტარდება კვლევა?
პაციენტის მომზადება
სისხლის ნიმუშის აღებამდე 48 საათით ადრე უნდა შეწყდეს მიორელაქსანტების და სედატიური პრეპარატების მიღება
საკვლევი მასალა – ვენური სისხლი
აცეტილქოლინის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულები გვხვდება გენერალიზებული მიათენია გრავის მქონე პაციენტების 90%-ში და ოკულური (თალის) მიასთენიის მქონე პაციენტების – 55-70%-ში. ანტისხეულების ტიტრის მატება აღინიშნება ხშირად სიმპტომების განვითარებამდე რამდენიმე კვირით ადრე. არსებობს კორელაცია ანტისხეულების ტიტრსა და კუნთების სისუსტის ხარისხს შორის.
აცეტილქოლინის რეცეპტორის საწინააღმდეგო ანტისხეულების მომატება ვლინდება ასევე თიმომის (მკერდუკანა ჯირკვლის სიმსივნე), ლამბერ-იტონის მიასთენიური სინდრომის, ღვიძლის აუტოიმუნური დაზიანების და ფილტვის პირველადი კიბოს დროსაც.
ცრუ დადებითი შედეგები ვლინდება პაციენტებში, რომელთაც კვლევამდე 48 საათის ფარგლებში მიღებული აქვთ მიორელაქსანტები ან სედატიური პრეპარატები.
უარყოფითი შედეგები მიიღება პაციენტებში ვისაც აღენიშნება თანდაყოლილი მიასთენია გრავის.
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |