ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

A ჯგუფის სტრეპტოკოკის ანტიგენის განსაზღვრა (სწრაფი ტესტი)

ცნობილი როგორც:Streptococcus A group Ag Rapid test
SKU: I0001

25.00

საკვლევი მასალა: ხახის ნაცხი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 15-30 წუთი
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

A-ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკი ბაქტერიაა, რომელიც ბინადრობს ადამიანის ცხვირ-ხახასა და კანის ზედაპირზე. იწვევს ისეთ დაავადებებს როგორიცაა ტონზილო-ფარინგიტი, ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები, ქუნთრუშა, იმპეტიგო, მენინგიტი, ენდოკარდიტი, ართრიტები და სხვა. ტონზილო-ფარინგიტების 20-40% სტრეპტოკოკური გენეზისაა. სტრეპტოკოკური ტონზილო-ფარინგიტების შემთხვევები უფრო ხშირია 5-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში. გამომწვევის გავრცელება ხდება როგორც ჰაერ-წვეთოვანი (ხველება, ცემინება, საუბარი), ისე კონტაქტური გზით (დაინფიცირებულ ზედაპირებთან შეხება, დაინფიცირებულ ადამიანებთან ახლო კონტაქტი, მათი პირადი ნივთების გამოყენება). არანამკურნალებ შემთხვევებში ვითარდება გართულებები რევმატოიდული ცხელების, გლომერულონეფრიტის, სტრეპტოკოკური აბსცესების სახით.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

სტრეპტოკოკურ ინფექციას ახასიათებს ისეთი სიმპტომები როგორიცაა:

  • ყელის ტივილი
  • ყლაპვის გაძნელება
  • ცხელება
  • კისრისა და ყბისქვეშა ლიმფური ვანძების შეშუპება და მტკივნეულობა
  • გამონაყარი კანზე
  • თავისა და მუცლის ტკივილი
  • უმადობა
  • ტონზილების შეშუპება/ჰიპერემია და ჩირქოვანი ნადებები
  • შელესილი ენა

დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტია A ჯგუფის β-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის სწრაფი ტესტი, რომელიც იმუნოქრომატოგრაფიული მეთოდით აიდენტიფიცირებს სტრეპტოკოკურ ანტიგენს (პროტეინს), რაც იძლევა 15-30 წუთში დაავადების დიაგნოსტირების შესაძლებლობას. ტონზილო-ფარინგიტის საკვლევი მასალაა ხახის ნაცხი.

ასევე გამოიყენება ხახის ნაცხის კულტურის კვლევა. სტრეპტოკოკის ამოთესვა ადასტურებს სტრეპტოკოკურ ინფექციას. კვლევის დრო 24-48 საათი.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

 

    • ტესტი პოზიტიურია თუ კონტროლის და ტესტის ხაზები გაფერადდა. სუსტად გამოხატული ტესტის ხაზიც პოზიტიური პასუხის შესაბამისია. (სტრეპტოკოკური ანტიგენის არსებობა დადასტურდა).

    • ტესტი ნეგატიურია თუ მხოლოდ კონტროლის ხაზი გაფერადდა (სტრეპტოკოკური ანტიგენის არსებობა არ დადასტურდა)

  • ტესტის პასუხი არასანდოა, თუ:
    ტესტის და კონტროლის ხაზები არ ჩანს
    ტესტის ხაზი გაფერადდა, ხოლო კონტროლის ხაზი არ ჩანს

დამატებითი ინფორმაცია

ტესტი წარმოადგენს ანტიგენის დეტექციაზე დაფუძნებულ იმუნოდიაგნოსტიკის მეთოდს, რომელიც 15-30 წუთში იძლევა სტრეპტოკოკური ინფექციის დიაგნოსტირების შესაძლებლობას. მარტივად სრულდება. ეფექტურობა 95%.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის? წინასწარ მომზადებას არ საჭიროებს

0/5 (0 Reviews)

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

25.00

ლაბორატორიები
Call Now Button