Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ჰაპტოგლობინი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ჰაპტოგლობინი
SKU: 9202

Original price was: ₾49.00.Current price is: ₾44.10.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

ჰაპტოგლობინი ცილაა, რომელიც განეკუთვნება ალფა-2-გლობულინების ფრაქციას. ჰაპტოგლობინი მაღალ აფინუროიბას ავლენს თავისუფალი (ერითროციტებისგან გამოთავისუფლებული)  ჰემოგლობინისადმი, უკავშირდება მას და აინჰიბირებს მავნე ოქსიდაციურ(ჟანგვით) აქტივობას

სტრუქტურული თვალსაზრისით შრატის ჰაპტოგლობინი ტეტრამერული გლიკოპროტეინია, რომელიც შედგება, ერთმანეთთან დისულფიდური ბმით დაკავშირებული 2 წყვილი – ალფა და ბეტა – ჯაჭვისგან. მისი სინთეზი ხორციელდება უპირატესად ღვიძლში და რეგულირდება ინტერლეიკინეებით IL-6 და IL-1.

ჰაპტოგლობინ-ჰემოგლობინის კომპლექსს ადვილად აცილებს ცირკულაციიდან რეტიკულო-ენდოთელიური სისტემა (ღვიძლი, ელენთა), რის შედეგადაც ის მეტაბოლიზდება თავისუფალ ამინომჟავებად და რკინად. ეს არის ორგანიზმში რკინის  შენარჩუნების ეფექტური მეთოდი.

შრატში ჰაპტოგლობინი დონის შემცირება, ღვიძლის ნორმალური ფუნქციონირების პირობებში, როგორც წესი დაკავშირებულია სისხლძარღვთაშიდა ჰემოლიზთან, ანუ რაც უფრო აქტიური და ხანგრძლივია ჰემოლიზი, მით ნაკლებია შრატში ჰაპტოგლობინის კონცენტრაცია.

ჰაპტოგლობინის დონის დაქვეითება (ჰიპოალბუმინემიასთან, პოლიკლონურ ჰიპერგამაგლობულინემიასთან და სხვა ალფა-2-გლობულინების დონის დაქვეითებასთან ერთად), ღვიძლის დაავადებების დროს,  არაკეთილსაიმედო პროგნოზზე მიუთითებს.

თავისუფალ ჰემოგლობინთან ბმის გარდა, ჰაპტოგლობინი უკავშირდება გრანულოციტებს, მონოციტებს და ლიმფოციტებს, რითაც იმუნომოდულატორის აქტივობას ავლენს.

როდის ტარდება კვლევა?

კვლევა ტარდება ჰემოლიზური მდგომარეობების სადიაგნოსტიკოდ

პაციენტის მომზადება:  კვლევა ტარდება უზმოდ. რეკომენდებულია ფიზიკური დატვირთვის შეზღუდვა სისხლის ნიმუშის აღებამდე

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი

რეფერენტული ნორმები –  30-200 მგ/დლ (0.3-2 გ/დლ) (3-20 ნმოლ/ლ)

 

შედეგების ინტერპრეტაცია

ჰაპტოგლობინის მომატება ახასიათებს: ჰაპტოგლობინის შემცირება ახასიათებს:
• მწვავე და ქრონიკული ინფექციები და ანთებითი პროცესები

• ნეოპლაზიები, ლიმფომები- შორსწასულ სტადიაზე

• სანაღვლე გზების დახშობა

• კოლაგენოზები

• ქსოვილის დაშლით მიმდინარე პათოლოგიები

შეძენილი დაავადებები

• სისხლძარღვთაშიდა ჰემოლიზი, სხვადასხვა ეტიოლოგიის

• აუტოიმუნური ჰემოლიზური ანემია

• ბაქტერიულ ენდოკარდიტთან, ან გულის სარქვლების პროტეზირებასთან ასოცირებული გართულებები

• ტრანსფუზიული რეაქციები

• ნაყოფის ერითრობლსტოზი

• მალარია

• ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია

• ქსოვილოვანი ჰემატომები

• თრომბოზული თრომბოციტოპენიური პურპურა

• წამლით გამოწვეული ჰემოლიზური ანემია

• ღვიძლის მწვავე და ქრონიკული დაავადებები

თანდაყოლილი დაავადებები

• G6PD და პირუვატკინაზას დეფივიტი

• მემკვიდრული სფეროციტოზი

• თალასემია

• მეგალობლასტური ანემიები

• ჰაპტოგლობინის გენეტიკური არარსებობა

 

კორტიკოსტეროიდებით მკურნალობის, ან ზოგიერთი ანთებითი დაავადებების დროს, ჰაპტოგლობინის ნორმალური მაჩვენებლის მიღება, არ გამორიცხავს ჰემოლიზს!

  • ანდროგენები ზრდის ჰაპტოგლობინის მაჩვენებელს
  • ესტროგენები და ორალური კონტრაცეპტივები ამცირებს ჰაპტოგლობინის კონცენტრაციას.
  • იშვიატად, გამოპათიების და განსაკუთრებით ვალდენსტრომის მაკროგლობულინემიის დროს, კვლევის შედეგი შესაძლოა არ იყოს ზუსტი!

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/haptoglobina/

ლაბორატორიები
Call Now Button