ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾1,900.00 Original price was: ₾1,900.00.₾1,230.00Current price is: ₾1,230.00.
კვლევისთვის ნიმუშის აღება მოხდება:
ნიმუშების გაგზავნა განხორციელდება ხუთშაბათობით, დღის მეორე ნახევარში! ამისთვის, ნიმუში ცენტრალურ ლაბორატორიაში უნდა იყოს ხუთშაბათს 12:00-მდე
აღებული ნიმუში იგზავნება და კვლევა ტარდება ლაბორატორია MEDICOVER Genetics– ში, რომელიც საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე ლაბორატორიაა.
ტესტის პასუხები ხელმისაწვდომია ნიმუშის აღებიდან 14 სამუშაო დღეში. პასუხი გადაიგზავნება ექიმისა და პაციენტის ელ. ფოსტაზე. ასევე შესაძლებელია მიღება ადგილზე ლაბორატორიულ ცენტრში.
საჭიროების შემთხვევაში, „სინევოს“ ლაბორატორია გთავაზობთ გენეტიკოსის კონსულტაციას.
VERAgene ტესტი არის ახალი თაობის არაინვაზიური პრენატალური ტესტი (NIPT), რომელიც სკრინინგის გზით განსაზღვრავს მე-13 (პატაუს სინდრომი), მე-18 (ედვარდსის სინდრომი) და 21-ე (დაუნის სინდრომი) ქრომოსომების ტრისომიების, X, Y ქრომოსომების ანეუპლოიდიების, მიკროდელეციების (DiGeorge, 1p36, Smith-Magenis, Wolf Hirschhorn) და ნაყოფის 100 მონოგენური დაავადების განვითარების რისკს.
VERAgene ტესტი დამიზნებით სწავლობს 2,000 მუტაციას 100 მონოგენური დაავადების გამოსავლენად. მონოგენური დაავადებების სკრინინგთან ერთად, ანეუპლოიდიების და მიკროდელეციების ერთდროული გამოვლენის შესაძლებლობა, გვაძლევს ორსულობის კომპლექსურ სურათს, ერთი ტესტის გამოყენებით.
VERAgene– ს მიერ გამოვლენილი გენეტიკური დარღვევები ხშირად სერიოზულია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სიცოცხლის ხარისხზე. ეს გენეტიკური დაავადებები ვლინდება: თანდაყოლილი მალფორმაციების სახით, განვითარების შეფერხებით, სმენის დაქვეითებით, სიბრმავით, მეტაბოლური დარღვევებით და ა.შ.
VERAgene ტესტის მიერ გამოვლენილი გენეტიკური დარღვევებიდან ერთ-ერთის მიერ ნაყოფის დაზიანების კუმულაციური რისკი შეადგენს 1 ორსულს ყოველ 350 ორსულზე და შეიძლება გაიზარდოს ზოგიერთ ეთნიკურ პოპულაციაში, სადაც გარკვეული დაავადებების უფრო მაღალი პრევალენტობა არსებობს.
VERAgene ტესტს შეუძლია ზუსტად გამოავლინოს ამ დარღვევების განვითარების რისკი და დაეხმაროს მშობლებს დროულად მიიღონ ინფორმირებული გადაწყვეტილება შესაძლო მკურნალობისა და კლინიკური მენეჯმენტის შესახებ.
ნაყოფის მოცირკულირე თავისუფლი დნმ-ი, ე.წ ფეტალური ფრაქცია, შეადგენს საერთო თავისუფალი დნმ-ის დაახლოებით 3-13% -ს და ძირითადად წარმოიქმნება პლაცენტიდან, რომელიც დედის სისხლიდან ქრება ნაყოფის დაბადებიდან რამდენიმე საათში. VERAgene ტესტი იყენებს, სწორედ, დედის სისხლისგან იზოლირებულ ნაყოფის თავისუფალ დნმ-ს (ფეტალურ ფრაქციას) და ბიოლოგიური მამისგან მიღებულ დნმ –ის ნიმუშთან ერთად, უახლესი დაპატენტებული ტექნოლოგიისა და ბიოინფორმატიკის გამოყენებით ადგენს გარკვეული გენეტიკური მუტაციების პოტენციურ არსებობას.
VERAgene ტესტის ჩატარება შესაძლებელია ერთნაყოფიანი, ტყუპი და ინ-ვიტრო განაყოფიერებით (IVF) მიღებული ორსულობის დროს, გესტაციის მინიმუმ მე-10 კვირიდან. გამქრალი ტყუპის სინდრომის არსებობისას ტყუპი ორსულობის დროს ტესტირება შესაძლებელია გესტაციის მე -10 კვირის შემდეგ და ერთ-ერთი ემბრიონის გაქრობიდან 4 კვირის შემდეგ. ტყუპი ორსულობისა და გამქრალი ტყუპის სინდრომის დროს X და Y ქრომოსომების ანეუპლოიდიების გამოვლენა არ ხდება
*ნიმუშის აღება ხდება 4 კვირის შემდეგ ; *** ანეუპლოიდია X,Y, არ კეთდება ტყუპი და გამქრალი ტყუპი ორსულობის დროს.
∨ – ტესტი კეთდება
არაინვაზიური გამოკვლევა თავიდან აგვაცილებს აბორტის და საშვილოსნოსშიდა ინფექციის განვითარების რისკს, რომელიც შესაძლოა დაკავშირებული იყოს ინვაზიურ პრენატალურ ტესტირებასთან (ამნიოცენტეზი ან ქორიონული ბიოფსია). ასევე, ნაყოფის ანეუპლოიდიების დროული გამოვლენა ადრეული ჩარევისა და მართვის საშუალებას იძლევა.
ორსულობის დროს გამოვლენილი ანომალიები:
თანდაყოლილი ანომალიების განვითარების ოჯახური ისტორია.
ინ-ვიტრო განაყოფიერება.
პრენატალური დიაგნოზის ინვაზიური მეთოდების მიმართ უკუჩვენების მქონე პაციენტები.
VERAgene ტესტის ჩატარება შესაძლებელია ორსულობის მე -10 კვირიდან. ექიმ-სპეციალისტისგან საჭიროა დეტალური ულტრაბგერითი გამოკვლევის შესახებ ინფორმაცია, რომელიც შეაფასებს ორსულობის ასაკს (კვირას), რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ორსულობის ადრეულ ეტაპზე.
VERAgene ტესტის ნიმუშის აღებამდე აუცლებელია პაციენტი გაეცნოს და შეავსოს შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელიც მოიცავს: 1. ინფორმაციას ნიმუშის შესახებ ( SIF); 2 . პაციენტის ინფორმირებულ თანხმობას; 3. პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ ინფორმაციას (არაინვაზიური პრენატალური ტესტირების და მისი შეზღუდვების შესახებ ინფორმაციის ჩათვლით).
VERAgene ტესტისთვის საჭიროა მხოლოდ ორსულის ვენური სისხლი და ბიოლოგიური მამის ბუკალური (ლოყის ლორწოვანიდან აღებული) ნაცხი. ტესტის ჩაბარებამდე ორსულისთვის არ არის საჭირო სპეციალური მომზადება (უზმოდ ყოფნა და სხვა). რაც შეეხება მამას – ნაცხის აღებამდე 30 წუთით ადრე რეკომენდებულია: არ ქონდეს საკვები მიღებული, არ მოწიოს თამბაქო, ასევე არ მოიხმაროს საღეჭი რეზინი.
ნიმუშის აღების სისტემის (ე.წ „კიტების“) განსაკუთრებული მახასიათებლების გამო, ანალიზი გაკეთდება მხოლოდ „სინევოს“ ლაბორატორიულ ცენტრებში ან სპეციალიზირებულ კლინიკებში, სადაც სამედიცინო პერსონალისთვის „სინევოს“ მიერ წინასწარ არის ჩატარებული შესაბამისი ტრენინგი
შეზღუდვები და უზუსტობები:
თუ ორსულ ქალს ჩატარებული აქვს სისხლის გადასხმა, ორგანოს გადანერგვა ან ღეროვანი უჯრედებით თერაპია, არსებობს ყალბი შედეგის მიღების შესაძლებლობა ეგზოგენური დნმ-ის არსებობის გამო.
VERAgene ტესტით შესაძლებელია შემდეგი ქრომოსომული დარღვევების შეფასება:
ტრისომია 13 (პატაუ), 18 (ედვარდსი), 21 (დაუნი)
დაუნის, ედვარდსის და პატაუს სინდრომი არის დამატებითი ქრომოსომის (ტრისომია) არსებობით გამოწვეული გენეტიკური მდგომარეობები. 21-ე ქრომოსომის დამატებითი ასლი პასუხისმგებელია დაუნის სინდრომზე, ხოლო 18-ე და 13-ე ქრომოსომის დამატებითი ასლები, შესაბამისად, ედვარდსის და პატაუს სინდრომზე.
დაუნის სინდრომისთვის დამახასიათებელია ინტელექტუალური განვითარების დონის დაქვეითება და თანდაყოლილი დეფექტები. სინდრომის გამოვლენის სიხშირე შეადგენს 1 -ს ყოველ 700 ორსულობაზე და უფრო ხშირია 35 წელზე უფროსი ასაკის ქალებში.
ედვარდსის და პატაუს სინდრომები უფრო იშვიათია და ვლინდება 1 : 3,000 ორსულზე და 1 : 10,000 ორსულზე.
აქ თანდაყოლილი დეფექტები იმდენად მძიმეა, რომ ამ დაავადებით დაავადებული ბავშვები, როგორც წესი, იღუპებიან სიცოცხლის პირველ წელს.
სქესის განსაზღვრა (Y- ქრომოსომის არსებობა)
ანეუპლოიდია X,Y, რომელიც მოიცავს: ტერნერის სინდრომს – მონოსომია X0; სამმაგ X სინდრომს – XXX; კლაინფელტერის სინდრომს – XXY; იაკობსის სინდრომს – XYY.
სასქესო ქრომოსომის ანეუპლოიდია არის გენეტიკური დარღვევა, რომელიც გამოწვეულია კონკრეტული სასქესო ქრომოსომის არსებობით ან არარსებობით. 23-ე ქრომოსომის წყვილი განსაზღვრავს ინდივიდის სქესს. ქალებს აქვთ ორი X ქრომოსომა და კაცებს ერთი X ქრომოსომა და ერთი Y ქრომოსომა.
არსებობს ოთხი ძირითადი სასქესო ქრომოსომის ანეუპლოიდია:
მიკროდელეცია, რომელშიც შედის: დი ჯორჯის (22q11.2); 1p36 დელეცია; სმიტ-მაგენის (17p11.2); ვულფ-ჰირშორნის (4p16.3) სინდრომები.
მიკროდელეცია არის გენეტიკური დარღვევა, რომელიც გამოწვეულია ქრომოსომის კონკრეტული ნაწილის დაკარგვით. მიკროდელეცია ვლინდება, სხვადასხვა თანდაყოლილი ანომალიებისა და გონებრივი განვითარების შეზღუდვის სახით. სიმპტომების სიმძიმე დამოკიდებულია მიკროდელეციის ზომაზე და ადგილმდებარეობაზე. ყველაზე გავრცელებული მიკროდელეციის სინდრომი არის დი ჯორჯი / დი ჯორჯის სინდრომი / სინდრომი, რომელიც გვხვდება დაახლოებით ყოველ 1000 ორსულობაზე.
100 მონოგენური დაავადება
VERAgene ატარებს 2 000-ზე მეტი მუტაციის სკრინინგს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან 100 მონოგენური დაავადების განვითარებაზე:
VERAgene– ს მიერ გამოვლენილი მონოგენური დაავადებების სრული სია შეგიძლიათ ნახოთ აქ :
ამ ანომალიების გამოვლენის სიზუსტის მაჩვენებელი ახლოსაა, მაგრამ არ არის ტოლი 100%-ის.
“მაღალი რისკის” (დადებითი) შედეგი მოცემული გენეტიკური მდგომარეობისთვის მიუთითებს, რომ არსებობს დიდი ალბათობა (>99.9%) იმისა, რომ ნაყოფს გამოუვლინდება ეს გენეტიკური დაავადება.
იმის გამო, რომ VERAgene არ არის სადიაგნოსტიკო ტესტი, დადებითი შედეგი უნდა დადასტურდეს ამნიონური სითხის ან ქორიონის ბუსუსების პრენატალური დიაგნოსტიკური ტესტით.(ამნიოცენტეზი; ქორიონის ბიოფსია).
მიუხედავად იმისა, რომ ტესტის მიერ გენეტიკური დარღვევების გამოვლენის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.
“დაბალი რისკის” (უარყოფითი) შედეგი სრულად ვერ გამორიცხავს ნაყოფის გენეტიკური დარღვევების განვითარების შესაძლებლობას.
ტესტის სიზუსტე სასქესო ქრომოსომის ანეუპლოიდების გამოვლენასთან დაკავშირებით, შეადგენს 99.9%.
„სინევო“ გირჩევთ მოცემულ სინდრომებზე დეტალური ინფორმაცია მიიღოთ ექიმი-სპეციალისტისგან.
VERAgene ტესტით არ ვლინდება:
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია