Erythropoetin /ერითროპოეტინი

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

14

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

EU

130.00

ზოგადი ინფორმაცია:

ერითროპოეტინი გლიკოპროტეინული ჰორმონია, რომელიც იწვევს სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) წარმოქმნის ზრდას. მოზრდილებში ერითროპოეტინის დაახლოებით 90% ფორმირდება თირკმელებში, დაახლოებით 10% – ღვიძლში, ემბრიონულ პერიოდში იგი წარმოიქმნება ძირითადად ნაყოფის ღვიძლში.

ერითროპოეტინი არის ერითროპოეზის ფიზიოლოგიური სტიმულატორი, ააქტიურებს მიტოზს და სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) მომწიფებას, ერითროიდული რიგის წინამორბედი უჯრედებისგან. სისხლში ჟანგბადის შემცველობის დაქვეითება ზრდის ერითროპოეტინის წარმოებას, რაც, თავის მხრივ, იწვევს ძვლის ტვინში ერითროიდული შტოს უჯრედების ფორმირებისა და დიფერენცირების სიჩქარის ზრდას. ამრიგად, ერითროპოეტინი მონაწილეობს სხეულის ფიზიოლოგიურ პასუხში ანემიის და ჰიპოქსიის მიმართ. თუ ჰიპოქსია კომპენსირებულია, ერითროპოეტინის დონე ჩვეულებრივ ნორმალურ ფარგლებშია.

პირველადი პოლიციტემიის დროს, რომელიც ერითროიდული რიგიდან ღეროვანი უჯრედების უკონტროლო ერითროპოეტინ-დამოუკიდებელ წარმოებასთან არის დაკავშირებული,სისხლში ერითროპოეტინის დონე არ არის გაზრდილი.

თირკმელების პათოლოგიას მოსდევს ერითროპოეტინის წარმოქმნის დარღვევა და სისხლში კონცენტრაციის დაქვეითება, რაც ანემიის განვითარების მიზეზია თირკმელების ქრონიკული უკმარისობის დროს.

თირკმელების კისტოზური და სიმსივნური დაზიანებისას, შეიძლება აღინიშნოს ერითროპოეტინის გადაჭარბებული წარმოება.

თუ ანემიის განვითარება არ არის დაკავშირებული თირკმელების პათოლოგიასთან, აღინიშნება ერითროპოეტინის კონცენტრაციის პროპორციული ზრდა, ნორმალურ დონესთან ათასჯერ მეტი ჭარბი რაოდენობით.

ერითროპოეტინი იწვევს რკინის, სპილენძის, ვიტამინ B12 და ფოლატების ძვლის ტვინის მიერ მომატებულ მოხმარებას, რაც იწვევს ამ ნივთიერებების შემცირებას სისხლის პლაზმაში, აგრეთვე სატრანსპორტო ცილების – ფერიტინის და ტრანსკობალამინის დაქვეითებას.

თირკმელების მიერ ერითროპოეტინის სეკრეცია გლუკოკორტიკოიდების ზემოქმედებით იმატებს, რაც სტრესულ პირობებში სისხლში ჰემოგლობინის სწრაფი ზრდისა და სისხლში ჟანგბადის მომარაგების უნარის სწრაფი ზრდის ერთ-ერთი მექანიზმია.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

  • პირველადი (VERA-ნამდვილი) პოლიციემიის დიფერენცირება მეორადი წარმოშობის პოლიცემიისგან,
  • გაურკვეველი წარმოშობის ნორმოციტური ანემიის გამოკვლევა,
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი;
  • ადამიანის რეკომბინანტული EPO თერაპიისთვის კანდიდატთა შერჩევა,
  • პაციენტების შეფასება არაადეკვატური ჰემატოპოეზური პასუხით, რომელთაც ჩაუტარდათ EPO მკურნალობა
  • EPO- სეკრეციული სიმსივნეების მქონე პაციენტების მონიტორინგი

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ანალიზისთვის საჭიროა ვენური სისხლი. ტესტის ჩატარება საჭიროა უზმოდ.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

პირველადი პოლიციტემიის დროს, EPO- ს მნიშვნელობები დაბალია ან დიაპაზონის ქვედა ზღვარზეა, ხოლო მეორადად განვითარებული ფორმები იძლევა EPO – ს მაღალ მაჩვენებლებს.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ანემია თირკმლის ქრონიკულ უკმარისობასთან ერთად, EPO-ს დონე ძალიან დაბალია და შეესაბამება ანემიის ხარისხს, რაც განპირობებულია დაზიანებული თირკმლის შეუძლებლობით წარმოქმნას ერითროპოეტინი.

ასევე, თირკმელების გადანერგვისას, პაციენტებში ორგანოს მოცილების რეაქციას თან ახლავს ერითროპოეტინის დაქვეითება.

პაციენტებში, რომლებსაც აქვთ რკინადეფიციტური ანემია, თალასემია ან ზურგის ტვინის უკმარისობა, აღინიშნება EPO-ს მაღალი მაჩვენებლები.

ერითროპოეტინის დონის მომატება შეიძლება გამოწვეული იყოს ერითროპოეტინ-მაპროდუცირებელი თირკმლის სიმსივნეებით ან სიმსივნეებით, რომელიც ზეწოლის შედეგად ახშობს ადგილობრად სისხლის ნაკადს თირკმლის ქსოვილში და იწვევს ჰიპოქსიას, ანემიის ან ზოგადი ჰიპოქსიის გარეშე.

პაციენტებს, რომლებსაც აქვთ ცუდი პასუხი ერითროპოეტინით მკურნალობაზე და რომელთა შრატში EPO დონე ნორმალურია ან თუნდაც მომატებული, შეიძლება ჰქონდეთ ანემიის სხვა მიზეზები. ამასთან, თუ სხვა ფაქტორების დადგენა ვერ მოხერხდა, განიხილება ერითროპოეტინის საწინააღმდეგო ანტისხეულების განვითარების შესაძლებლობა. ამ მდგომარეობას შეიძლება სერიოზული კლინიკური შედეგები მოჰყვეს წითელი უჯრედების შტოს მედულარული აპლაზიის განვითარების რისკის სახით.

ერითროპოეტინის მომატება:

  • მდგომარეობები, რომლებიც უკავშირდება სისხლის ზომიერ დაკარგვას;
  • ანემია (რკინის, ფოლიუმის და B12 დეფიციტური ანემია, აპლასტიური ანემია);
  • ჰემოგლობინოპათიები;
  • თირკმელების იშემიური დაზიანება ტრავმული შოკშის დროს, უროლიტიაზი, თირკმელების პოლიკისტოზური დაავადება, თირკმელების ტრანსპლანტატის მოცილება;
  • ჰიპოქსიური მდგომარეობები (სიმაღლის ჰიპოქსია, ფქოდი, ფილტვის ფიბროზი);
  • ერითროპოეტინ-მაპროდუცირებელი სიმსივნეები (ჰემანგიობლასტომა, ფეოქრომოციტომა, თირკმლის სიმსივნეები);
  • ორსულობა

ერითროპოეტინის დონის კლება:

  • პირველადი პოლიციტემია;
  • ანემია ონკოლოგიური, ჰემატოლოგიური, ანთებითი დაავადებების დროს;
  • ფართო ოპერაციების შემდეგ, ძვლის ტვინის გადანერგვა;რევმატოიდული ართრიტი;
  • ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტები თირკმლის ქრონიკული უკმარისობით.

0/5 (0 Reviews)
Scroll Up