Search
Close this search box.
ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

სეროტონინი (24 საათიანი შარდი)

ცნობილი როგორც:სეროტონინი
SKU: 282

105.00

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

სეროტონინი არის ქიმიური ნივთიერება, რომელიც მონაწილეობს ნერვულ უჯრედებს შორის შეტყობინებების გადაცემაში. ტესტი ზომავს სისხლში სეროტონინის რაოდენობას.

სეროტონინი მიიღება ამინომჟავა ტრიპტოფანისგან. იგი წარმოიქმნება საჭიროებისამებრ ნერვული სისტემის, ძირითადად თავის ტვინის და ასევე ბრონქების და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სპეციალური უჯრედების მიერ. სისხლში სეროტონინის 90%-ზე მეტი გვხვდება თრომბოციტებში.

სეროტონინი მეტაბოლიზდება ღვიძლში და მისი მეტაბოლიტები, ძირითადად 5-HIAA (5-ჰიდროქსინდოლძმარმჟავა), გამოიყოფა შარდით.

სეროტონინი გავლენას ახდენს ადამიანის ორგანიზმის ყველა ფუნქციაზე – ემოციებიდან დაწყებული ფიზიკური აქტივობით დამთავრებული:

  • ხელს უწყობს პერისტალტიკის კონტროლს;
  • არეგულირებს განწყობას;
  • აკონტროლებს ძილ-ღვიძილის ციკლს;
  • მონაწილეობს სისხლის შედედებაში და ა.შ.

ჩვეულებრივ, სეროტონინი მცირე რაოდენობით არის სისხლში და შესაბამისად შარდში. დიდი რაოდენობით სეროტონინი და 5-HIAA შეიძლება წარმოიქმნას განუწყვეტლივ ან პერიოდულად ზოგიერთი კარცინოიდული სიმსივნის მიერ. კარცინოიდული სიმსივნეები ნელა მზარდი მასებია, რომლებიც შეიძლება წარმოიქმნას კუჭ-ნაწლავის ტრაქტში (განსაკუთრებით აპენდიქსში) და ფილტვებში, თუმცა მათ შეიძლება გავლენა მოახდინონ სხვა ორგანოებზეც. კარცინოიდული სიმსივნეების მიერ წარმოქმნილმა სეროტონინმა შეიძლება გამოიწვიოს სახის სიწითლე, დიარეა, სწრაფი გულისცემა და ხიხინი, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სიმსივნე ვრცელდება ღვიძლში. ნიშნებისა და სიმპტომების ამ ჯგუფს უწოდებენ კარცინოიდულ სინდრომს.

როდის ჩავიტაროთ ტესტი სეროტონინზე?

ტესტი უპირველეს ყოვლისა ინიშნება მაშინ, როდესაც თქვენ გაქვთ სიმპტომები, რომლებიც მიუთითებენ კარცინოიდულ სინდრომზე.

ზოგიერთი ნიშანი და სიმპტომი მოიცავს:

  • სახის, კისრის და გულმკერდის სიწითლე (როგორც წესი, უეცრად იწყება);
  • ცხვირზე და ზედა ტუჩზე მეწამული ლაქების ან წვრილი ქსელის მსგავსი სისხლძარღვების გამოჩენა;
  • დიარეა, გულისრევა, ღებინება;
  • სწრაფი გულისცემის ეპიზოდები;
  • ხიხინი, ხველა, სუნთქვის გაძნელება.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

  • არ მიირთვათ ისეთი საკვები, როგორიცაა ბანანი, თხილეული, პომიდორი, ანანასი, გრეიფრუტი, მოცხარი, კაკაო, ქლიავი, ბადრიჯანი, ნესვი, ავოკადო და კივი ტესტირებამდე მინიმუმ 2 დღის განმავლობაში.
  • თუ ღებულობთ წამლებს მონოამინ ოქსიდაზას ინჰიბიტორების კლასიდან, უნდა შეწყვიტოთ მათი მიღება ტესტირებამდე ერთი კვირით ადრე ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ (მიმართეთ ექიმს მკურნალობის კურსის ცვლილებამდე ! ).
  • ლითიუმის, მეთილდოპას, მორფინის და რეზერპინის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინის დონის ცრუ მომატება.

საცნობარო მნიშვნელობები

კარცინოიდული სინდრომის სიმპტომების მქონე ადამიანებში მაშინ, როცა სეროტონინის დონე მნიშვნელოვნად მომატებულია, საეჭვოა კარცინოიდული სიმსივნის არსებობა, მაგრამ დიაგნოსტიკისთვის ლაბორატორიული ტესტი სეროტონინზე საკმარისი არ არის. დიაგნოსტირებისთვის საჭიროა თავად სიმსივნის აღმოჩენა, ლოკალიზაცია, ბიოფსია და მისი გამოკვლევა პათოლოგის მიერ.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button