ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾20.00 Original price was: ₾20.00.₾18.00Current price is: ₾18.00.
მკრთალი ტრეპონემა (Treponema pallidum) არის ბაქტერია (ფერმკრთალი სპიროქეტა), რომელიც იწვევს სიფილისს. სიფილისი არის ინფექციური დაავადება, რომელიც გადაეცემა ძირითადად სქესობრივი კონტაქტით. მისი გადაცემა ასევე შესაძლებელია ტრანსფუზიის და ტრანსპლაცენტური გზებით და მჭიდრო საყოფაცხოვრებო კონტაქტით.
მისი ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 10-90 (ჩვეულებრივ 14-21 დღე) დღეს შანკრის (უმტკივნეულო გენიტალური წყლული) განვითარებამდე.
სიფილისი შეიძლება იყოს თანდაყოლილი და შეძენილი:
ინტერკურენტული ანტიბიოტიკოთერაპიის არარსებობის შემთხვევაში, დაავადება აზიანებს სხვადასხვა ორგანოს.
შეძენილი სიფილისის კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია დაავადების სტადიაზე:
პირველადი სიფილისი კლინიკურად ვლინდება შანკრისა და ადენოპათიის არსებობით. შანკრის არსებობა შეიძლება გაგრძელდეს 2-დან 6 კვირამდე და შეიძლება სპონტანურად განიცადოს რეგრესია სპეციფიური მკურნალობის არარსებობის შემთხვევაშიც კი;
მეორეული სიფილისი კლინიკურად ვლინდება გამონაყარით ლორწოვან გარსებსა და კანზე (ტორსი, სახე, ხელისგულები), ზოგჯერ თან ახლავს ცხელება, ართრალგია, პოლიადენოპათია, ჰეპატიტი, უვეიტი. კლინიკური ნიშნები ვლინდება შანკრის განვითარებიდან 6 კვირიდან 6 თვემდე. გამონაყარი შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე. სპეციფიური მკურნალობის არარსებობის შემთხვევაში, გამონაყარი შეიძლება განვითარდეს რამდენიმე ეტაპად, რაც სრულდება 1-2 წლის განმავლობაში უსიმპტომო პერიოდით. შესაძლებელია გამონაყარის სპონტანური რეგრესია მკურნალობის არარსებობის შემთხვევაშიც;
ადრეული ლატენტური სიფილისი და გვიანი ლატენტური სიფილისი არის ინფექციის ეტაპები, რომლებიც მიმდინარეობს კლინიკური სიმპტომების გარეშე. დაავადების დიაგნოსტიკა ასეთ უსიმპტომო კლინიკურ ეტაპებზე შეუძლებელია სეროლოგიური ტესტების დახმარების გარეშე;
მესამეული სიფილისი ვლინდება კანთან დაკავშირებული (ღრძილების), ნევროლოგიური (პროგრესირებადი დამბლა) და გულ-სისხლძარღვთა (სიფილისური აორტა, აორტის ანევრიზმა, კორონარული სტენოზი) სისტემასთან დაკავშირებული კლინიკური სურათით. ნიშნები ჩნდება საწყისი შანკრის განვითარებიდან 4-დან 40 წლამდე პერიოდში.
თანდაყოლილი სიფილისი. ინფექციის ტრანსპლაცენტური გადაცემის რისკმა გაზარდა მისი მნიშვნელობა ორსულობისას. ორსულ ქალში იმუნოლოგიური ტესტების შედეგების ინტერპრეტაცია რთულია ორსულობასთან დაკავშირებული ცრუ დადებითი რეაქციების შესაძლებლობის გამო. დაავადების ტრანსპლაცენტური გადაცემისას შესაძლოა განვითარდეს: სეფსისის ნიშნები, რომლებსაც ნაყოფის სიკვდილამდე მივყავართ, ნაადრევი მშობიარობა და ნევროლოგიური დაზიანებები, რომლებიც მოგვიანებით იჩენს თავს.
Treponema pallidum-ით გამოწვეული ინფექციის დიაგნოსტირებისა და მკურნალობის ეფექტურობის მონიტორინგისთვის გამოიყენება შემდეგი კვლევის მეთოდები:
სიფილისის სეროლოგიური დიაგნოზი ეფუძნება ტრეპონემულ და არატრეპონემულ ტესტებს.
პირველადი იმუნური პასუხი წარმოდგენილია IgM ტიპის სპეციფიური ანტი-ტრეპონემული ანტისხეულებით, რომლებიც ვლინდება ინფექციის მე-2 კვირის ბოლოს; ანტი-ტრეპონემული IgG ანტისხეულები ჩნდება მოგვიანებით, მე-4 კვირაში. ამრიგად, კლინიკური სიმპტომების გამოვლენის დასაწყისში პაციენტების უმეტესობას სისხლში აქვს IgM და IgG ანტისხეულები. სპეციფიური IgM ანტისხეულების დონე სწრაფად იკლებს ადრეული სიფილისის ადექვატური მკურნალობის შემდეგ, მაგრამ სპეციფიური IgG ანტისხეულების პერსისტირება გრძელდება სიცოცხლის ბოლომდე. ამ ტიპის ანტისხეულების განსაზღვრა შედის ტრეპონემული ტესტების კომპლექსში.
სწრაფი ტესტი სიფილისის ანტისხეულებზე გამოიყენება T. pallidum-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების (IgG, IgM და IgA) ხარისხობრივად და შერჩევითად გამოსავლენად მთელ სისხლში, შრატში ან პლაზმაში. ტესტის მგრძნობელობა წარმოადგენს 99.54%-ს, სპეციფიურობა – 100%-ს.
IgM და IgG ანტისხეულების განსაზღვრა:
IgM ანტისხეულები წარმოადგენენ Treponema pallidum-ის მიერ გამოწვეული ინფექციის მწვავე სტადიის სეროლოგიურ მარკერს.
ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.
ვენური სისხლი
IgM ანტისხეულები:
დადებითი შედეგი:
უარყოფითი შედეგი:
IgG ანტისხეულები:
დადებითი შედეგი:
უარყოფითი შედეგი:
https://spravochnik.synevo.ua/ru/urogenitalnie-infektcii/id1095.html
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია