Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ამიაკი | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ამიაკი სისხლში
SKU: 1906

Original price was: ₾44.00.Current price is: ₾39.60.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

ზოგადი ინფორმაცია

 

  • რეგიონებში აზოტის კვლევა არ ტარდება
  • კვლევა ტარდება მხოლოდ თბილისის ფილიალებში

 

 

ამიაკი ამონიმჟავების კატაბოლიზმის (დაშლის) ძირითადი პროდუქტია. ამიაკი    წარმოიქმნება ნაწლავში ბაქტერიების გავლენით  ცილის დაშლის შედეგად. ღვიძლი უზრუნველყოფს ამიაკის გარდაქმნას შარდოვანად, რომელიც გამოიყოფა შარდთან ერთად. სისხლიდან ამიაკის ექსკრეცია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პროცესია, რადგან ის არღვევს სისხლის მჟავა-ტუტოვან ბალანსს და ცენტრალური ნერვული სისტემის ფუნქციონირებას.

ფიზიოლოგიური Ph-ის მდგომარეობაში ამიაკი თითქმის მთლიანად იონიზირებულ მდგომარეობაშია (NH4 + ).

ჰიპერამონემია, ანუ სისხლში ამიაკის დონის მატება გამოწვეულია ღვიძლში აზოტის მეტაბოლიზმის მოშლით.

 

როდის ტარდება კვლევა?

  • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია – ღვიძლის სტრუქტურული ან ფუნქციური დაზიანების პირობებში მეტაბოლიზმის დარღვევა, რაც იწვევს სისხლში ტოქსიკური ნაერთების და მათ შორის ამიაკის კონცენტრაციის მატებას. ჰიპერამონემია იქვევს ცნობიერების ცვლილებებს და კომასაც კი.
  • რეიეს სინდრომი – იშვიათი მდგომარეობა, რომელიც აზიანებს თავის ტვინს და ღვიძლს. ვითარდება ვირუსული ინფექციის, უფრო ხშირად – ჩუტყვავილას და გრიპის გადატანის შემდეგ. ვირუსული ინფექციის დროს ასპირინის მიღება ზრდის რეიეს სინდრომის განვითარების რისკს. ხშირია 6-15 წლის ბავშვებში.
  • შარდოვანას ცვლის დარღვევები – იშვიათი გენეტიკური მდგომარეობაა. დაავადებას იწვევს ამიაკის შარდოვანად გარდამქმნელი ფერმენტების გენეტიკური დეფიციტი. ვლინდება დაბადებიდან მოკლე პერიოდში
  • აგრესიული ქიმიოთერაპია – ხშირად იწვევს ჰიპერამონემიას, ღვიძლის ფუნქციური დაზიანების გარეშეც.
  • ვალპროის მჟავით (ანტიკონვულსანტი) მკურნალობა – არღვევს ღვიძლის ფუნქციებს, შესაბამისად მნიშვნელოვანია მისი კონტროლი მკურნალობის პროცესში.
  • დაუზუსტებელი მიზეზებით გამოწვეული ენცეფალოპათია და ცნობიერების დარღვევა

 

პაციენტის მომზადება

კვლევა ტარდება უზმოდ. სასურველია თამბაქოს მოხმარების შეზღუდვა ნიმუშის აღებამდე რამდენიმე საათის განმავლობაში.  აუცილებელია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია მედიკამენტებზე, რომელსაც იღებთ. ანტიბიოტიკები ხშირად იწვევს ამიაკის დონის შემცირებას.

მითითება: სისხლის ნიმუშის ტრანსპორტირება უნდა მოხდეს გაყინულ მდგომარეობაში, აღებიდან 2 საათის ფარგლებში. რეგიონებში აზოტის კვლევა სისხლის ნიმუშში არ კეთდება.

რეფერალური ნორმები:

ქალი: 11-51 ნმოლ/ლ

კაცი: 16-60 ნმოლ/ლ

 

შედეგების ინტერპრეტაცია

ჰიპერამონიემია ანუ სისხლის შრატში ამიაკის კონცენტრაციის მატება ახასიათებს მდგომარეობებს:

  • ღვიძლის მძიმე დაავადებები: ნეკროზი, ციროზის საბოლოო სტადია, ჰეპატექტომია
  • ღვიძლისმიერი კომა (კვლევის მაჩვენებლები არ არის ენცეფალოპათიის ხარისხთან კორელაციაში)
  • რეიეს სინდრომი
  • ახალშობილთა გადრამავალი ჰიპერამონემია (უმიზეზი უცნობია. პირველი 48 საათი გადამწყვეტია)
  • შარდოვანას მეტაბოლიზმის დეფექტები
  • ქიმიოთერაპია
  • ვალპოატით მკურნალობა
  • მრავლობითი მიელომა
  • სისხლჩაქცევები საჭმლის მომნელებელ ტრაქტში
  • საშარდე გზების ინფექცია და სტაზი
  • პარენტერული კვება

სისხლის შრატში ამიაკის კონცენტრაციის დაქვეითება  ახასიათებს ჰიპერორნითინემიას – ორნითინის ამინოტრანსფერაზის დეფიციტით განპირობებულ მდგომარეობას. ვითარდება თვალის სისხლძარღვოვანი შრის და ბადურის დაზიანება.

ამიაკის დონე იცვლება მიღებული ცილის რაოდენობის შესაბამისად. ფიზიკურმა დატვირთვამ შესაძლოა მისი გარდამავალი მომატება გამოიწვიოს.

ამიაკის დონის მომატებას იწვევს ღვიძლის ფერმენტის გამა-გლუტამილ-ტრანსფერაზას (GGT) აქტივობის მომატება. სისხლის აღებისას ლახტის მჭიდროდ მოჭერამ შესაძლოა მოგვცეს ცრუ ჰიპერამონემიის შედეგი.

ჰემოლიზი იწვევს ამიაკის კონცენტრაციის ცრუ მატებას, რადგან ამიაკის კონცენტრაცია ერითოციტებში 3-ჯერ აღემატება პლაზმაში მის შემცველობას.

მედიკამენტები რომლებიც ზრდის აზოტის დონეს სისხლში:

აცეტაზოლამიდი, ასპარაგინაზა, ქლორთალიდონი, ეთაკრინის მჟავა, ვალპროის მჟავა, ფელბამატი, ფუროსემიდი, ჰიდროფლუმეთიაზიდი, იზონიაზიდი, თიაზიდები.

მედიკამენტები რომლებიც ამცირებს აზოტის დონეს სისხლში:

ცეფოტაქსიმი, დიფენჰიდრამინი, კანამიცინი, ლაქტობაცილები, ლევოდოფა, MAO-ინჰიბიტორები, ნეომიცინი, ტეტრაციკლინი, ტრომეთამინი.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button