მაღალი არტერიული წნევა (ჰიპერტენზია) არის ქრონიკული მდგომარეობა, როდესაც არტერიებში წნევა მუდმივად ≥130/80 mmHg-ზე მაღალია. იგი ხშირად უსიმპტომოდ მიმდინარეობს და სწორედ ამიტომ მას „ჩუმ მკვლელს“ უწოდებენ — დროული დიაგნოსტიკა და მკურნალობა აუცილებელია ინსულტის, გულის შეტევისა და თირკმლის უკმარისობის თავიდან ასაცილებლად
არტერიული ჰიპერტენზია გლობალური პრობლემაა, რადგან დაახლოებით 1,2 მილიარდი ადამიანი დედამიწაზე, არტერიული ჰიპერტენზიითაა დაავადებული.
არტერიული ჰიპერტენზიის სიმპტომების, დიაგნოსტიკის, გართულებებისა და მკურნალობის შესახებ ცნობადობის ამაღლება, დაავადებასთან ბრძოლის შესაძლებლობაა.
თვალი ადევნეთ ჩვენს სოციალურ გვერდებს და გაიგეთ მეტი