პოსტ-კოვიდ მონიტორინგი & (SARS-Cov-2) სპაიკ (S) ანტისხეულები

დამატებითი ინფორმაცია

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

95.00

ზოგადი ინფორმაცია

“COVID-19” ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი გართულებაა სისხლის შედედების სისტემის პათოლოგია და თრომბოემბოლია, რაც სიცოცხლისთვის შეიძლება საშიში იყოს. ამიტომ ექიმები გვირჩევენ შევამოწმოთ საჭირო პარამეტრები შესაძლო გართულებების თავიდან ასაცილებლად.

„სინევოს“ ლაბორატორიულ ქსელში შესაძლებელია ერთი ტესტით პროფილური კვლევა „კოვიდ-19 ინფექციის გართულებების მონიტორინგი“ჩაიტაროთ ოთხი ძირითადი ანალიზი, რომელიც გვაძლევს ინფორმაციას ინფექციის მიმდინარეობის, სისხლის უჯრედული რეაქციისა და შედედების სისტემის მდგომარეობის შესახებ და დამატებით ანტისხეულები (SARS-Cov-2) სპაიკ (S) ცილის მიმართ , რომელიც რაოდენობირვად გვაჩვენებს ინფექციის ან/და ვაქცინაციის შემდგომ ორგანიზმის იმუნურ პასუხს.

პროფილური კვლევა მოიცავს შემდეგ ანალიზებს:

  • სისხლის საერთო ანალიზი + ედს (ერითროციტების დალექვის სიჩქარე)
  • კოაგულოგრამა: პროთრომბინის დრო (წმ); პროთრომბინის დრო (%); საერთაშორისო ნორმალიზებული შეფარდება (INR); აქტივირებული პარციალური თრომბოპლასტინის დრო (aPTT).
  • D-დიმერი
  • C რეაქტიული ცილა (CRP)
  • ანტისხეულები (SARS-Cov-2) სპაიკ (S) ცილის მიმართ

 პროფილის ონ-ლაინ შეკვეთის შემთხვევაში ჯამური ფასია  95 ₾, ნაცვლად 198 ლარისა.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

„კოვიდ-19“ ინფექციის ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში აუცილებელია გაიაროთ კონსულტაცია ოჯახის ექიმთან პროფილის ჩატარების მიზანშეწონილობასთან დაკავშრიებით.

„სინევო“ შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის!

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისხლი.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.

ანტისხეულები კორონავირუსის (SARS-Cov-2) სპაიკ (S) ცილის მიმართ: 

• <0.8U/mL – ნეგატიური (უარყოფითი).
• ≥ 0.80 U/mL – პოზიტიური (დადებითი).
• დადებითი შედეგი მიუთითებს ახლად ან წინათ გადატანილ SARS-CoV-2 ინფექციაზე და/ან ვაქცინაციის შემდგომ განვითარებულ იმუნურ პასუხზე.
• უარყოფითი შედეგი მიუთითებს SARS-CoV-2 ვირუსთან კონტაქტის არარსებობაზე. ასევე, უარყოფითი შედეგი არ გამორიცხავს SARS-CoV-2 ინფექციის არ არსებობას, თუ ტესტის ჩატარება მოხდა ანტისხეულების გამომუშავებამდე ან ვაქცინაციისთანავე, აგრეთვე დასუსტებული იმუნიტეტის მქონე პაციენტებში.

4/5 (4 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Call Now Button