"Prevention" Extended Panel/"პრევენცია" გაფართოებული პანელი

დამატებითი ინფორმაცია

ანალიზის შესრულების ლოკაცია | Where is performed

Georgia

პასუხის დრო (სამუშაო დღე) | Time to results

1-2

235.00

ზოგადი ინფორმაცია:

საქართველოში ვაქცინაციის პროგრამის დაწყებასთან დაკავშირებით, „სინევო“ გთავაზობთ 50% -მდე ფასდაკლებას სპეციალურად შემუშავებულ პროფილაქტიკური კვლევის პროფილზე :

„პრევენცია“ გაფართოებული პანელი

პროფილი იძლევა საშუალებას შეამოწმოთ მნიშვნელოვანი პარამეტრები:

  • კორონავირუსის SARS –Cov-2 ანტისხეულების (IgG;IgM;IgA) საერთო მაჩვენებლის რაოდენობრივი განსაზღვრა
  • კორონავირუსის SARS –Cov-2 ანტიგენის განსაზღვრა(სწრაფი ტესტი).
  • სისხლის საერთო ანალიზი + ედსი
  • D დიმერი
  • სრული კოაგულოგრამა (APTT+PT, INR+ფირბინოგენი)
  • C რეაქტიული ცილა
  • იმუნოგლობულინი E
  • ვიტამინი D საერთო
  • ფერიტინი
  • ფოლატი
  • რკინა

აქციის ფარგლებში “პრევენცია” გაფართოებული პანელის ფასია 235 ლარი, ნაცვლად 463ლარისა.

ზოგადად, ვაქცინაციამდე წინასწარი კვლევების ჩატარება აუცილებლობას არ წარმოადგენს და დამოკიდებულია პირის სურვილზე შეიმოწმოს ჯანმრთელობის პარამეტრები. მოცემული პანელი გახლავთ პროფილაქტიკის მიზნით შემუშავებული.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ?

„კოვიდ-19“ შესაძლო მიმდინარე ინფექციის გამოვლენა.

„კოვიდ-19“ ინფექციის შემდგომი პროფილაქტიკური გამოკვლევა.

„სინევო“ შეგახსენებთ, რომ თვითმკურნალობა და თვითდიაგნოზი სახიფათოა ჯანმრთელობისთვის.

როგორ მოვემზადოთ ტესტის გასაკეთებლად?

ტესტის ასაღებად საჭიროა ვენური სისხლი და ცხვირ-ხახის ნაცხი.

ზოგიერთმა მედიკამენტმა შეიძლება გავლენა იქონიოს ტესტის პარამეტრების შედეგებზე, ამიტომ ანალიზისთვის მოსამზადებლად აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია და მისგან დეტალური მითითებების მიღება.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია:

თუ ტესტის პარამეტრებმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის და მკურნალობის დამატებითი

მეთოდების გამოყენება. ამისათვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს.

ანტისხეულებზე ჩატარებული ტესტის პასუხი შეიძლება იყოს პოზიტიური ან ნეგატიური და გვაჩვენებს ანტისხეულების საერთო მაჩვენებლის არსებობას ან არ არსებობას სისხლში

პოზიტიური: სისხლში აღმოჩნდა IgG; IgM და IgA ანტისხეულებიდან ყველა ან ერთერთი, რაც დამოკიდებულია ინფექციის ფაზაზე და მიუთითებს SARS-Cov-2 ვირუსის მიმართ განვითარებულ იმუნურ პასუხზე

თუ გაქვთ სიმპტომები და ტესტის პასუხი დადებითია , თქვენ დიდი ალბათობით გაქვთ “COVID-19” ინფექცია,რაც დასტურდება ე.წ.PCR ტესტით

თუ არ გაქვთ სიმპტომები და ტესტის პასუხი დადებითია , თქვენ დიდი ალბათობით გადაიტანეთ “COVID-19” ინფექცია

ნეგატიური : სისხლში არ აღმოჩნდა IgG; IgM და IgA ანტისხეულებიდან არცერთი,რაც მიუთითებს რომ ვირუსთან კონტაქტი არ გქონიათ, ან იმუნური პასუხი ჯერ არ ჩამოყალიბებულა.

"Prevention" Extended Panel/"პრევენცია" გაფართოებული პანელი 2

"Prevention" Extended Panel/"პრევენცია" გაფართოებული პანელი 3

0/5 (0 Reviews)
English EN Georgian KA Russian RU
Scroll Up