Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

იოდი | I (24 საათიანი შარდი)

ცნობილი როგორც:იოდი შარდში
SKU: 1355

215.00

საკვლევი მასალა: შარდი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

იოდი ბუნებაში მრავალი სახით მოიპოვებანატრიუმის და კალიუმის არაორგანული მარილების სახით, არაორგანული ორატომიანი იოდის მოლეკულის და ორგანული ერთატომიანი იოდის სახით.

მოლეკულური იოდი (I 2 ) შეიწოვება ნაწლავიდან, აქტიური დიფუზიის გზით, ხოლო იოდის მარილების შეწოვა ხდება კუჭის ლორწოვან გარსში განლაგებული ტრანსპორტერი ცილის (symporter) საშუალებით.

იოდი აუცილებელი მიკროელემენტია ფარისებრი ჯირკვლის გამართული ფუნქციონირების და  ბავშვებში ნერვული სისტემის განვითარებისთვის. შესაბამისად, იოდის დეფიციტი წარმოადგენს გავრცელებული ენდოკრინული დაავადებების – ჩიყვისა და პირველადი ჰიპოთირეოზის, ისევე როგორც მენტალური განვითარების შეფერხების უხშირეს მიზეზს.

იოდი უშუალოდ მონაწილეობს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების ფორმირებაში. ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკულების ბაზალურ მემბრანაში მდებარეობს  ტრანსპორტერი ცილა (symporter), რომელიც უზრუნველყოფს Na + /I ტრანსპორტირებას და კონტროლდება თირეოტროპული ჰორმონის (TSH) მიერ.

ტრანსპორტერი ცილა უზრუნველყოფს ფოლიკულის უჯრედებში იოდის კონცენტრაციის მომატებას, ვიდრე მისი დონე შრატის იოდის დონესთან შედარებით 20-40-ჯერ მაღალი არ გახდება. ამის შემდეგ ერთატომიანი იოდი იჟანდება I 2-მდე  თიროიდპეროქსიდაზას (TPO) მონაწილეობით  და მონაწილეობს თირეოგლობულინის მოლეკულის  წარმოქმნაში. ფარისებრი ჯირკვლის საბოლოო ჰორმონებს წარმოადგენს T4 თიროქსინი და T3 ტრიიოდთირონინი. T4-ის მოლეკულური წონის 65% , ხოლო T3-ის 59% შეადგენს იოდი.

ნორმის პირობებში მიღებული იოდის 30% აკუმულირებულია ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილსა და ჰორმონებში, ხოლო დანარჩენი 70% გადანაწილებულია სარძევე ჯირკვლებში, კუჭის ლორწოვანში, თვალის ქსოვილში, სანერწყვე ჯირკვლებში. ამ ქსოვილების უჯრედებში იოდი Na + / I symport ტიპის ტრანსპორტერი ცილით შედის.

იოდის რეკომენდებული დღიური დოზა ზრდასრულებისთვის 150-290ნგ შეადგენს.  ფარისებრი ჯირკვლის მიერ ჰორმონების წარმოსაქმნელად  70ნგ დღეში საკმარისია, თუმცა, იოდის ასეთი მაღალი დოზა საკვებ რაციონში აუცილებელია კუჭის ლორწოვანის, სანერწყვე ჯირკვლების, პირის ღრუს ლორწოვანის, კანის, თიმუსის (მკერდუკანა ჯირკვლის) და თავის ტვინის ქოროიდული წნულის (ქსოვილი ტვინის პარკუჭებში, სადაც გამომუშავდება თავ-ზურგტვინის სითხე) გამართული ფუნქციონირებისათვის.

იოდის დეფიციტი ვითარდება მაშინ, როდესაც მიღებული იოდის დღიური ოდენობა 20ნგ-ზე ნაკლებია. ამას მოსდევს ფარისებრი ჯირკვლის ქსოვილის მოცულობის ზრდა ანუ ჩიყვის ჩამოყალიბება, რასაც კომპენსატორული ხასიათი აქვს, ჯირკვლის მიერ ჰორმონის წარმოქმნის დონის შესანარჩუნებლად. მიუხედავად ამისა, კლინიკურად ხშირად ვლინდება ჰიპოთირეოზი რაც შესაძლოა ქალებში – ანოვულაციის, უნაყოფობის, ორსულობის ჰიპერტენზიის, სპონტანური აბორტების და მკვდრადშობადობის მიზეზი გახდეს.

იოდის დეფიციტი, განსაკუთრებით ორსულებში, ჩვილის ფიზიკური და გონებრივი განვითარების დეფიციტს, სიყრუეს, ტვინისა და სხვა ორგანოების თანდაყოლილ ანომალიებს, თანდაყოლილ ჰიპოთირეოზს და სხვა არაერთ პათოლოგიას იწვევს.

შრატის იოდის განსაზღვრა აუცილებელია არამარტო დეფიციტის გამოვლენის მიზნით, არამედ სიჭარბისაც, რაც შესაძლოა გამოიწვიოს ზოგიერთი მედიკამენტის, მაგალითად ამიოდარონის ხანგრძლივმა მიღებამ.

იოდის ქრონიკული ტოქსიკური ეფექტი ვითარდება იმ შემთხვევაში, თუ იოდის  დღიური დოზა აჭარბებს 1.10 ნანოგრამს. თუმცა, იოდის ჭარბი დოზით მიღებამ შესაძლოა ჯირკვლის ფუნქციონირება დათრგუნოს. იოდის ჭარბმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს მეტალის გემო პირის ღრუში, ჭარბი ნერწყვდენა, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გაღიზიანების ნიშნები, კანის აკნესმაგვარი დაზიანებები და სხვა.

როდის ტარდება კვლევა?

  • შრატის იოდის დონის განსაზღვრა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიების შეფასებისას
  • იოდის პრეპარატებით მკურნალობისას იოდის კონცენტრაციის მონიტორინგი

 

პაციენტის მომზადება: კვლევისთვის წინასწარი მომზადება არ არის საჭირო

საკვლევი მასალა: 24 სთ შარდი

რეფერენტული ნორმები

შარდთან ერთად გამოყოფილი იოდის რაოდენობის მიხედვით შეგვიძლია ვიმსჯელოთ ორგანიზმში იოდის კონცენტრაციაზე.

იოდის კონცენტრაცია შარდში ნგ/ლ კლინიკური მდგომარეობა
<20 გამოხატული დეფიციტი
20 – 49 ზომიერი დეფიციტი
50-99 მსუბუქი დეფიციტი
100 – 199 იოდის ოპტიმალური დონე
200 – 299 მიღებული იოდის მსუბუქი სიჭარბე
>299 იოდის ზედმეტი დოზით მიღება

 

გადოლინიუმის შემცველი საკონტრასტო ნივთიერების შეყვანის დროს, მეტალების და სხვა მიკროელემენტების კვლევა შრატში  უნდა დაყოვნდეს მინიმუმ 48 საათით, რადგან გადოლინიუმი გავლენას ახდენს მაჩვენებელზე.

დამატებითი ინფორმაცია

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/iod-urinar/

ლაბორატორიები
Call Now Button