Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

რკინის საერთო შეკავშირების უნარი (TIBC)

ცნობილი როგორც:ანემიის ტესტები
SKU: 1118

Original price was: ₾30.00.Current price is: ₾27.00.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

 

TIBC – რკინის საერთო შეკავშირების უნარი არის ლაბორატორიული ტესტი, რომელიც იძლევა საშუალებას განისაზღვროს შრატის რკინით გაჯერების ხარისხი. ყველაზე ხშირად ის გამოიყენება სხვადასხვა ტიპის ანემიის, ძირითადად რკინადეფიციტური ანემიის დიაგნოსტიკისა და მონიტორინგისთვის.

რკინა არის აუცილებელი საკვები ნივთიერება, რომელიც, სხვა ფუნქციებთან ერთად, აუცილებელია ჯანსაღი სისხლის წითელი უჯრედების (RBCs) წარმოებისთვის. ის წარმოადგენს ჰემოგლობინის მნიშვნელოვან შემადგენელ ნაწილს და საჭიროა ბევრი ფერმენტისა და კოენზიმის ფუნქციონირებისთვის. რკინის მთლიანი რაოდენობა ადამიანის ორგანიზმში 3-3,5 გ-ს შეადგენს. აქედან 2,5 გ-ს შეიცავენ სისხლის წითელი უჯრედები და მათი წინამორბედები.

მიღების შემდეგ რკინა შეიწოვება ნაწლავის ეპითელიუმში და დროებით ინახება ენტეროციტებში ფერიტინის სახით. ორგანიზმის საჭიროებისამებრ ის გამოიყოფა სისხლში, სადაც ტრანსპორტირდება ცილოვანი ტრანსფერინის მეშვეობით. ეს უკანასკნელი გამომუშავდება ღვიძლის მიერ და არეგულირებს სისხლში რკინის შეწოვის პროცესს. ტრანსფერინის თითოეულ მოლეკულას აქვს ფერიტინის შეკავშირების ორი უბანი. ჩვეულებრივ, ტრანსფერინის შემაკავშირებელი უბნების მხოლოდ მესამედია დაკავებული.

უჯერი (ლატენტური) რკინის შეკავშირების უნარი (UIBC) – განსაზღვრავს ტრანსფერინის სარეზერვო ტევადობას, ანუ ტრანსფერინის იმ ნაწილს, რომელიც ჯერ კიდევ არ არის გაჯერებული რკინით. რკინის საერთო შეკავშირების უნარი (TIBC) კი წარმოადგენს რკინის მთლიან რაოდენობას, რომელიც სისხლში შეიძლება დაკავშირებული იყოს ცილებთან. ვინაიდან ტრანსფერინი არის პირველადი რკინა-დამაკავშირებელი ცილა, TIBC ტესტი არის ტრანსფერინის ხელმისაწვდომობის არაპირდაპირი საზომი – ტრანსფერინის რაოდენობა, რომელიც ხელმისაწვდომია რკინასთან დასაკავშირებლად.

როდის უნდა ჩავიტაროთ ტესტი TIBC-ზე?

ტესტი შეიძლება დაინიშნოს რკინის სხვა ტესტებთან ერთად, როდესაც რუტინული სისხლის საერთო ანალიზის (CBC) შედეგები აჩვენებს, რომ ადამიანის ჰემოგლობინისა და ჰემატოკრიტის მაჩვენებლები დაბალი, ხოლო სისხლის წითელი უჯრედები უფრო მცირე ზომის და ფერმკრთალია ნორმასთან შედარებით (მიკროციტული და ჰიპოქრომული), რაც მიუთითებს რკინის დეფიციტზე.

ტესტი შეიძლება დაინიშნოს, როდესაც ადამიანს განუვითარდება ანემიის ნიშნები და სიმპტომები, როგორიცაა:

  • ქრონიკული დაღლილობა;
  • თავბრუსხვევა;
  • სისუსტე;
  • თავის ტკივილი;
  • ფერმკრთალი კანი;
  • აჩქარებული გულისცემა და ქოშინი, განსაკუთრებით ფიზიკური დატვირთვის დროს;
  • კონცენტრირების პრობლემა;
  • კრუნჩხვები, ჩხვლეტა კიდურებში;
  • უძილობა.

ტესტირება შეიძლება დაინიშნოს, როდესაც არსებობს ეჭვი რკინით გადატვირთვაზე. რკინით გადატვირთვის ნიშნები და სიმპტომები ინდივიდუალურია და დროთა განმავლობაში უარესდება. ისინი გამოწვეულია სისხლში და ქსოვილებში რკინის დაგროვებით. სიმპტომები და ნიშნები შეიძლება მოიცავდეს:

  • სახსრების ტკივილი
  • დაღლილობა, სისუსტე
  • წონაში კლება
  • ენერგიის ნაკლებობა
  • მუცლის ტკივილი
  • სექსუალური ლტოლვის დაკარგვა
  • ორგანოების დაზიანება (გული და/ან ღვიძლი)

ტესტირება ასევე ინიშნება, როდესაც არსებობს ეჭვი რკინით მოწამვლაზე (ყველაზე ხშირია ბავშვებში).

ტესტის მიზანია:

  • სხვადასხვა ტიპის ანემიის დიფერენცირება;
  • რკინადეფიციტური ანემიის, თალასემიის, სიდერობლასტური ანემიის შეფასება;
  • რკინით გადატვირთვისა და ჰემოქრომატოზის დიაგნოსტიკა.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება აუცილებელია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცა

TIBC იზრდება შემდეგ შემთხვევებში:

  • რკინის დეფიციტი
  • ორსულობა
  • ორალური კონტრაცეპტივები
  • მწვავე ან ქრონიკული სისხლდენა
  • მწვავე ჰეპატიტი

TIBC მცირდება შემდეგ შემთხვევებში:

  • ქრონიკული ანთებითი დაავადებები
  • ავთვისებიანი სიმსივნეები
  • ჰემოქრომატოზი
  • ღვიძლის ციროზი
  • თირკმლის დაავადება
  • თალასემია
  • ჰიპოპროტეინემია (არასწორი კვება, დამწვრობა),
  • ჰიპერთირეოზი

 

 

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/capacitatea-totala-de-legare-a-fierului-ctlf/

https://www.synevo.bg/tzhsk-tibc/

https://www.testing.com/tests/transferrin-and-iron-binding-capacity-tibc-uibc/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button