Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ალდოსტერონ/რენინის თანაფარდობა

ცნობილი როგორც:ალდოსტერონ-რენინის თანაფარდობა
SKU: 109

235.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ალდოსტერონი მნიშვნელოვანი ჰორმონია რომელიც წარმოიქმნება თირკმელზედა ჯირკვლის ქერქოვანი შრის მიერ. ჰორმონი ასტიმულირებს ნატრიუმის უკუშეწოვას და კალიუმის გამოყოფას თირკმლის მიერ.   რენინი ფერმენტია, რომელიც სინთეზდება თირკმელების მიერ და აკონტროლებს ანგიოტენზინის  აქტივაციას, რომელიც ასტიმულირებს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის გამოყოფას.

თირკმლის მიერ რენინის გამოყოფა აქტიურდება არტერიული წნევის დაქვეითების ან თირკმლის მილაკებში ნატრიუმის ქლორიდის კონცენტრაციის შემცირების საპასუხოდ. რენინი სისხლის ცილას- ანგიოტენზინოგენს გარდაქმნის ანგიოტენზინ I-ად, რომელიც შემდეგ გარდაიქმნება ანგიოტენზინ II-ად, რომელიც უზრუნველყოფს სისხლძარღვის კედლის შევიწროებას და ალდოსტერონის გამოყოფის სტიმულაციას.  ამას მოსდევს არტერიული წნევის მომატება. ასევე ინარჩუნებს ნატრიუმის და კალიუმის ნორმალურ მაჩვენებლებს.

მთელი რიგი მდგომარეობები განაპირობებს ალდოსტერონის ჭარბ ან არასაკმარის პროდუქციას.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

 

 

ალდოსტერონის და რენინის კვლევები მნიშვნელოვანია იმის დასაზუსტებლად,  თირკმელზედა ჯირკვალი საკმარისად წარმოქმნის თუ არა ალდოსტერონს. ალდოსტერონის კვლევა ტარდება სისხლის შრატში ან 24 საათიან შარდში. რენინის კვლევა ტარდება მხოლოდ შრატში.

ალდოსტერონის და რენინის კონცენტრაცია მაღალია დილით და დღის განმავლობაში მეტნაკლებად იცვლება, სტრესის, მედიკამენტები, სხეულის პოზიციის და სხვა ფაქტორების შესაბამისად.

სისხლის ალდოსტერონის და რენინის კვლევა ტარდება ერთდროულად, მაღალი არტერიული ჰიპერტენზიის დროს, განსაკუთრებით კალიუმის დეფიციტის დროს.  პირველადი ჰიპერალდოსტერონიზმი პოტენციურად განკურნებადი ფორმაა ჰიპერტენზიის, ამიტომ მისი დროული აღმოჩენა და მკურნალობა მნიშვნელოვანია.

ალდოსტერონის კვლევა ინიშნება სხვა კვლევებთან ერთად როდესაც თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობაზე ანუ ადისონის დაავადებაზეა ეჭვი.

რადგან სისხლში ალდოსტერონის დონე დღის მანძილზე ცვალებადია, ხშირად ტარდება ალდოსტერონის განსაზღვრა 24 საათიან შარდში.

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

 

 

დაავადება ალდოსტერონი კორტიზოლი რენინი
პირველადი ალდოსტერონიზმი (კონის დაავადება) მაღალი ნორმა დაბალი
მეორადი ალდოსტერონიზმი მაღალი ნორმა მაღალი
თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა (ადისონის დაავადება) დაბალი დაბალი მაღალი
კუშინგის სინდრომი დაბალი მაღალი დაბალი

 

პირველადი ალდოსტერონიზმი (კონის დაავადება) გამოწვეულია თირკმელზედა ჯირკვლის მიერ ალდოსტერონის ჰიპერ (ჭარბი) პროდუქციით. მიზეზი უხშირესად არის თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნე. ალდოსტერონის მარალი დონე ზრდის ნატრიუმის რეაბსორბციას (უკუშეწოვას) თირკმლის მილაკებიდან და კალიუმის კარგვას, რასაც ხშირად ელექტროლიტური დისბალანსი მოყვება.

სიმპტომები მოიცავს: მაღალ არტერიულ წნევას, თავის ტკივილს, კუნთების სისუსტეს, სისხლში კალიუმის დონის დაქვეითებას (ჰიპოკალემიას). ალდოსტერონტან ერტად ხშირად საჭიროა კორტიზოლის დონის განსაზღვრაც.

მეორადი ალდოსტერონიზმი უფრო ხშირია ვიდრე პირველადი და შესაძლოა განვითარდეს სხვადასხვა მიზეზეზით, მაგალითად: თირკმლის ქსოვილისაკენ სისხლის ნაკადის შემცირების, არტერიული ჰიპოტენზიის ან სისხლში ნატრიუმის დონის დაქვეითების საპასუხოდ. მეორადი ალდოსტერონიზმი ვიტარდება გულის შეგუბებითი უკმარისობის, ღვიძლის ციროზის, თირკმლის არტერიის სტენოზის და ტოქსიკური ორსულობის დროს. ასევე შესაძლოა განვითარდეს დეჰიდრატაციის დროსაც.

ჰიპოალდოსტერონიზმი როგორც წესი ვითარდება თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობის ფონზე. ეს იწვევს დეჰიდრატაციას (ნატრიუმის კარგვის გამო), არტერიული წნევის დაქვეითებას, სისხლში ნატრიუმის კონცენტრაციის შემცირებას და კალიუმის მომატებას.

საცნობარო მნიშვნელობები

ალდოსტერონის და რენინის კვლევამდე თავი უნდა აარიდოთ სტრესს, სასმელის და ზოგიერთი მედიკამენტის მიღებას.

დამატებითი ინფორმაცია

რადგან რენინი და ალდოსტერონი ერთმანეთთან ფუნქციურ კავშირშია, მათი კვლევა ხშირად ხდება ერთდროულად.

კვლევა ინფორმატიულია  არტერიული ჰიპერტენზიის დიფერენცირებული დიაგნოსტიკისათვის, განსაკუთრებით თირკმელზედა ჯირკვლის პათოლოგიის გამოსავლენად.

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

რესურსები

 

 

https://www.testing.com/tests/aldosterone-and-renin/

ლაბორატორიები
Call Now Button