Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ფოლატი (B9 ვიტამინი) | ლაბორატორიული კვლევა

ცნობილი როგორც:ფოლატი | ლაბორატორიული კვლევა
SKU: 1086

44.10

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

ფოლიუმის მჟავა (პტეროილმონოგლუტამინის მჟავა) არის ნივთიერება, რომლიდანაც წარმოიქმნება ფოლატები, მსგავსი სტრუქტურის მქონე ნაერთების ჯგუფი, რომელიც შედგება პტერიდინის რგოლისგან, პარაამინობენზოატის და ერთი ან მეტი გვერდითი გლუტამინური ჯაჭვისგან. პოლიგლუტამური ფორმები ჭარბობს უჯრედშიდა სივრცეში და უფრო ეფექტურია ფერმენტულ რეაქციებში. მეტაბოლურად აქტიური ფორმებია: 5-მეთილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატი (ორგანიზმის ძირითადი ფორმა), 10-ფორმილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატი და ტეტრა-ჰიდრო-ფოლატი (რომლებიც ფუნქციონირებენ როგორც ნახშირბადის ატომის დონორი/მიმღები, ამინომჟავების და ნუკლეოტიდების მეტაბოლიზმში, შესაბამისად დნმ-ის სინთეზში).

ფოლიუმის მჟავა (FA) არის B ჯგუფის წყალში ხსნადი ვიტამინი (B9), რომელიც მონაწილეობს ორგანიზმის ზრდისა და განვითარების პროცესებში. FA აუცილებელია სისხლის წითელი უჯრედების დიფერენციაციისთვის, ძვლის ტვინისა და ნერვული სისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, უჯრედების გაყოფისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია ნაყოფის სწორი განვითარებისთვის.

ფოლიუმის მჟავას მეტაბოლიზმი დაკავშირებულია ვიტამინ B12-თან: კობალამინი ჩართულია 5-მეთილ-ტეტრა-ჰიდრო-ფოლატის მონოგლუტამატის უჯრედულ ათვისებაში და უჯრედშიდა ტრანსფორმაციაში პოლიგლუტამატად.

მცენარეული ან ცხოველური საკვების უმეტესობა შეიცავს FA-ს, მაგრამ მისი დეფიციტი ყველაზე გავრცელებული B ავიტამინოზია ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს არის დაუბალანსებელი დიეტის შედეგი, ახალი ხილისა და ბოსტნეულის ძალიან დაბალი  შემცველობით. გარდა ამისა, ხანდაზმულმა ასაკმა, სხვადასხვა დაავადებებმა, სპეციფიურმა მედიკამენტებმა, როგორიცაა კოტრიმოქსაზოლი, შეიძლება გამოიწვიოს მალაბსორბცია და მასთან დაკავშირებული ფოლიუმის მჟავას დეფიციტი. FA-ის დაბალი დონე ორგანიზმში შეიძლება გამოწვეული იყოს: ალკოჰოლიზმით ან მისი ანტაგონისტებით, მალაბსორბციით (მაგალითად, ცელიაკიით), მასზე გაზრდილი მოთხოვნილებით (მაგალითად, ორსულობის, ანემიის ან ავთვისებიანი დაავადებების დროს).

საკვების ფოლატი არის პოლიგლუტამატი და საჭიროებს გარდაქმნას მონოგლუტამატად, რათა ორგანიზმში მოხდეს მისი შეწოვა, იგი არის ნაკლებად ბიოშეღწევადი სინთეზურ ფოლიუმის მჟავასთან შედარებით.

ფოლიუმის მჟავა შეიწოვება წვრილ ნაწლავში. შეწოვის შემდეგ საკვების ფოლატი და რეაბსორბირებული ნაღვლის ფოლატი გადადიან ცირკულაციაში, სადაც ისინი არასპეციფიურად და დაბალი აფინურობით უკავშირდებიან ალბუმინს; ერთი მესამედი ცირკულირებს თავისუფალ ფორმაში და მხოლოდ ძალიან მცირე ფრაქცია უკავშირდება უჯრედის მემბრანიდან მიღებულ ფოლატის შემბოჭველ ცილას; მოცირკულირე ფოლიუმის მონოგლუტამატი სწრაფად შეიწოვება უჯრედულ დონეზე ფოლიუმის რეცეპტორის მეშვეობით ან პასიური დიფუზიის გზით, გარდაიქმნება პოლიგლუტამატ ფოლატად ციტოზოლურ დონეზე და შემდეგ ტრანსპორტირდება ორგანელებში (უჯრედშიდა ფოლიუმის 35% გვხვდება მიტოქონდრიებში).

ადამიანის ორგანიზმი შეიცავს 5-10 მგ ფოლატს და უმეტესობა (50%) ინახება ღვიძლში. ექსკრეცია ხდება განავლით (მნიშვნელოვანია ენტერო-ჰეპატური გადამუშავება) და შარდით.

ფოლიუმის მჟავა სინთეზირდება აგრეთვე ნაწლავური ბაქტერიების მიერ.

ფოლიუმის მჟავის ნაკლებობისას ვლინდება შემდეგი კლინიკური სიმპტომები: სისუსტე, გაღიზიანებადობა, კონცენტრაციის პრობლემები და მადის დაკარგვა, ლორწოვანი გარსების ანთება, ანემია და მძიმე ნევროლოგიური დარღვევები.

ორსულობის დროს, როდესაც მოთხოვნილება FA-ზე ორმაგდება, მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა და ნაყოფის განვითარების მძიმე პათოლოგიები (განსაკუთრებით ხერხემლისა და თავის ტვინის მანკები). ორსულობის დროს ფოლიუმის მჟავას მიღებამ შეიძლება შეამციროს ნერვული მილის დეფექტების განვითარების რისკი 85%-ით.

როგორც FA-ს, ასევე ვიტამინ B12-ის ნაკლებობამ შეიძლება გამოიწვიოს მეგალობლასტური ანემიის განვითარება, ამიტომ მნიშვნელოვანია ამ ორი ვიტამინის კომბინირებული განსაზღვრა. ამ შემთხვევაში შესაძლებელია ზუსტად განისაზღვროს თუ რომელი ვიტამინის დეფიციტმა გამოიწვია დაავადება და სწორად დაინიშნოს შესაბამისი მკურნალობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ მეგალობლასტური ანემია გამოწვეულია B12 ვიტამინის დეფიციტით, FA პრეპარატებით მკურნალობამ შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალური ნერვული სისტემის შეუქცევადი დაზიანება. FA დეფიციტი შეინიშნება აგრეთვე ავთვისებიანი დაავადებების, სეფსისის, მწვავე ანთებითი დაავადებების (განსაკუთრებით კანის), ღვიძლის დაავადებების, წყლულოვანი კოლიტის და კრონის დაავადების დროს.

FA-ს დეფიციტი ჰიპერჰომოცისტეინემიის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია, რომელიც ათეროსკლეროზის ადრეული განვითარების დამოუკიდებელი რისკ-ფაქტორია.

შრატში ფოლიუმის ზღვარზე დაბალი დონე გვხვდება პაციენტებში ნეიროფსიქიატრიული დარღვევებით, ორსულ ქალებში ნერვული მილის დეფექტებით და ქალებში ბოლოდროინდელი სპონტანური აბორტებით.

როდის ჩავიტაროთ ტესტი ფოლატზე?

  • მეგალობლასტური ანემიის დიფერენციალური დიაგნოზი;
  • ქრონიკული ალკოჰოლიზმი;
  • ქალები, რომლებიც აპირებენ ორსულობას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ მათ ჰყავთ ბავშვი ნერვული მილის დეფექტით;
  • ანტიკონვულსანტებით, ანტიფოლატებით (მეთოტრექსატი), პირიმეტამინით (ანტიმალარიული), სულფასალაზინით (ნაწლავის ანთებითი დაავადების დროს), ორალური კონტრაცეპტივებით მკურნალობის მონიტორინგი;
  • მალაბსორბციის სინდრომები;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადება;
  • არასრულფასოვანი კვებაზე მყოფი მოხუცი.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სასურველია უზმოდ ყოფნა.

ტესტი მიზანშეწონილია ჩატარდეს B12 ვიტამინის ნებისმიერი ინექციის, ტრანსფუზიის ან ფოლიუმის მჟავით მკურნალობის დაწყებამდე.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

 შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

ფოლიუმის მჟავას კონცენტრაცია იზრდება:

  • ვეგეტარიანელობა;
  • პერნიციოზული ანემია (ვიტამინ B12 დეფიციტი);
  • დისტალური წვრილი ნაწლავის დაავადებები;
  • აფერენტული მარყუჟის სინდრომი.

ფოლიუმის მჟავას კონცენტრაცია მცირდება:

  • არასრულფასოვანი კვება: ბავშვები, რომლებიც იმყოფებიან ექსკლუზიურად რძის შემცველ დიეტაზე, ფოლიუმის შემცველობის გარეშე, დიეტა ფენილკეტონურიისას, არასრულფასოვანი კვება მოხუცებშ, ნერვული ანორექსია;
  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
  • მალაბსორბცია: ტროპიკული სპრუ, ცელიაკია, კრონის დაავადება, ჰერპეტიფორმული დერმატიტი, იეიუნო-ილეალური შემოვლითი გზა, ნაწლავის რეზექცია;
  • გაზრდილი მოთხოვნილება: ორსულობა, ლაქტაცია, ნაადრევი ახალშობილები, მოზარდები, ქრონიკული ჰემოლიზური ანემია, მიელოპროლიფერაციული დაავადებები, მეტასტაზური კარცინომა, ჰიპერთირეოზი, ექსფოლიაციური დერმატიტი;
  • გაზრდილი კარგვა: ქრონიკული დიალიზი;
  • ღვიძლის ქრონიკული დაავადება (ციროზი, ჰეპატომა);
  • წამლები და ტოქსინები: ალკოჰოლი, სულფასალაზინი, კრუნჩხვის საწინააღმდეგო საშუალებები (ჰიდანტოინები, ვალპროის მჟავა), ანტიფოლატები (მეთოტრექსატი), ტრიმეტოპრიმ-სულფამეთოქსაზოლი, ორალური კონტრაცეპტივები, ანტაციდები/H2 რეცეპტორების ბლოკატორები.

ფოლიუმის დეფიციტი ჩვეულებრივ მულტიფაქტორულია.

 

 

 

 

 

რესურსები

https://www.synevo.ro/shop/folati-serici/

https://spravochnik.synevo.ua/ru/diagnostica-anemii/folievaia-kislota.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button