ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

ბიოტინი | ვიტამინი B7 (H ვიტამინი)

ცნობილი როგორც: ბიოტინი, ვიტამინი B7
SKU: 798

135.00

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 14
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: EU

ზოგადი ინფორმაცია

ბიოტინი

იგივევიტამინი H, იგივე ვიტამინი B7 – წყალში ხსნადი ვიტამინია, რომელიც B კომპლექსის შემადგენლობაში შედის. სხვა ვიტამინებისგან  განსხვავებით, რომლებსაც ორგანიზმი საკვებიდან იღებს, ბიოტინი გამომუშავდება მსხვილ ნაწლავში, ბაქტერიული ფლორის მონაწილეობით.  ბიოტინი თამაშობს მნიშვნელოვან როლს CO2-ის ლიპიდების, ნახშირწყლების და პროტეინების მეტაბოლიზმში ჩართვაში და ასრულებს ფერმენტის კოფაქტორის (კატალიზატორის) ფუნქციას.

ბიოტინი ასევე მონაწილეობს ნიაცინის (ვიტამინი B3)  მეტაბოლიზმში, ამინომჟავების დეგრადაციის პროცესებში, პურინების (ნუკლეინის მჟავების პროდუქტი) წარმოქმნაში და სხვა.

A, B2, B6 ვიტამინებთან ერთად  ის ასევე იცავს კანსა და თმას. ვიტამინი H ხელს უშლის ქოლესტეროლის დაგროვებას სისხლძარღვების ენდოთელიუმში, მონაწილეობს ასევე ტოქსიკური სუბსტანციების და მეტაბოლიტების გამოყოფაში, რითაც ხელს უწყობს ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის გამართულ ფუნქციონირებას.

ბიოტინი აუმჯობესებს მეხსიერებას;  ის გამოიყენება ალკოჰოლიზმის, ათეროსკლეროზის, ჰიპერქოლესტერინემიის, დიაბეტის, ღვიძლის გაცხიმოვნების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებების, წონის კორექციის კომპლექსურ მკურნალობაში.

ვიტამინი H შემცველი პროდუქტებია: ხორცი, განსაკუთრებით ღვიძლი და თირკმელი, რძის პროდუქტები, კვერცხის ყვითრი, ზღვის პროდუქტები, თევზი, ავოკადი, ბანანი, მარწყვი, პარკოსნები, თხილიეული, ციტრუსები, მარცვლეული და სხვა. ვიტამინი H (ბიოტინი, ვიტამინი B7) თერმომედეგია, თუმცა მგრძნობიარეა ჯანგბადის და სინათლის მიმართ.

ვიტამინი H რეკომენდებული დღიური დოზა ჯანმრთელი ზრდასრულებისთვის შეადგენს  300 ნგ, ხოლო ორსულების და ლაქტაციის პერიოდში მყოფი დედებისთვის 350 ნგ.

ორგანიზმში ვიტამინი H დეფიციტი იშვიათია, თუმცა, როგორც წესი საკვებში მის ნაკლებობას ან მალაბსორბციას (შეთვისების დარღვევას) უკავშირდება. ვიტამინი H მეტაბოლიზმის დარღვევა ძირიტადად დაკავშირებულია ფერმენტების გენეტიკურ დეფიციტთან.  ბიოტინის მეტაბოლიზმის დარღვევის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ფერმენტების, – ბიოტინიდაზას და ჰოლოკარბოქსილაზ-სინთეტაზას დეფიციტი.

ბიოტინზე დამოკიდებული ფერმენტების –  პირუვატ-კარბოქსილაზას, პროპიონილ-CoA კარბოქსილაზას, მეთილკროტონილ-CoA კარბოქსილაზას და აცეტილ-CoA კარბოქსილაზას დეფიციტი იწვევს კარბოქსილაზების მრავლობით დეფიციტს, რაც სიცოცხლისათვის სახიფათო პათოლოგიებს იწვევს. ბიოტინის მიწოდების დარღვევა შეუქცევად მენტალურ და ნევროლოგიურ  დარღვევებს იწვევს.

 

საკვლევი მასალა:ვენური სისხლი

წინასწარი მომზადება:კვლევა ტარდება უზმოდ. კვლევის ჩატარებამდე 24 საათის განმავლობაში ალკოჰოლის მიღება არ არის რეკომენდებული

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

ბიოტინის განსაზღვრა სისხლში რეკომენდებულია:

  • ბიოტინის დეფიციტზე ეჭვისას
  • თმის ცვენის, კანის გამონაყარის, ფრჩხილების მტვრევადობის ან სხვა შესაბამისი სიმპტომების მიზეზის შეფასებისას
  • მალაბსორბციის სინდრომების, ხანგრძლივი პარენტერალური კვების ან კუჭ-ნაწლავის გარკვეული დაავადებების დროს
  • ბიოტინიდაზის დეფიციტისა და სხვა იშვიათი მეტაბოლური დაავადებების შეფასების მიზნით
  • სპეციალისტის რეკომენდაციით, კვებითი სტატუსის შეფასებისას

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

  • დაბალი მაჩვენებელი – შესაძლოა მიუთითებდეს ბიოტინის დეფიციტზე, რომელიც შეიძლება დაკავშირებული იყოს არასრულფასოვან კვებასთან, შეწოვის დარღვევებთან, ხანგრძლივ ანტიბიოტიკოთერაპიასთან, გენეტიკურ დაავადებებთან ან სხვა კლინიკურ მდგომარეობებთან
  • ნორმალური მაჩვენებელი– მიუთითებს ორგანიზმში ბიოტინის საკმარის მარაგზე
  • მაღალი მაჩვენებელი– უმეტესად დაკავშირებულია ბიოტინის შემცველი საკვები დანამატების ან სამკურნალო დოზების მიღებასთან და, როგორც წესი, კლინიკურ პათოლოგიაზე არ მიუთითებს

საცნობარო მნიშვნელობები

  • ბიოტინის მაღალი დოზებით მიღებამ  შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვადასხვა იმუნოქიმიური ლაბორატორიული კვლევის შედეგებზე (მაგ., ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები, ტროპონინი, ზოგიერთი ჰორმონი და ვიტამინი) და გამოიწვიოს მცდარი პასუხები
  • თუ იღებთ ბიოტინის შემცველ პრეპარატებს ან საკვებ დანამატებს, კვლევის ჩატარებამდე ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ ექიმს ან ლაბორატორიას. საჭიროების შემთხვევაში, მათი დროებითი შეწყვეტა უნდა მოხდეს მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით

 

შეუკვეთეთ ყველა  ანალიზი ონლაინ

გაიგე მეტი


ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
აირჩიეთ ლოკაცია
სინევო place picture
4.9
Based on 268 reviews
მოცემული სამედიცინო ინფორმაცია არ წარმოადგენს ყველა პაციენტისთვის უნივერსალურ სამკურნალო გზამკვლევს. მკურნალობის პროცესი, მათ შორის დიაგნოსტიკური კვლევებისა და თერაპიული პროცედურების ტიპი, მოცულობა და სიხშირე, განისაზღვრება ექიმის მიერ ინდივიდუალურად — პაციენტის მდგომარეობისა და შესაბამისი სამედიცინო ჩვენებების შეფასების საფუძველზე. გადაწყვეტილება მიიღება პაციენტთან კონსულტაციის შედეგად. ტესტის შეძენამდე გაეცანით მის მომზადების ინსტრუქციებს.
Call Now Button