Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

რევმატოიდული ფაქტორი (RF)

ცნობილი როგორც:რევმატოიდული ფაქტორი (RF)
SKU: 1062

Original price was: ₾27.00.Current price is: ₾24.30.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: დიახ
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

პროდუქტის აღწერა

რევმატოიდული ფაქტორი (RF) არის აუტოანტისხეულების ჰეტეროგენული ჯგუფი ორგანიზმის საკუთარი G იმუნოგლობულინის მიმართ, რომელმაც შეიცვალა თავისი თვისებები ვირუსის ან სხვა აგენტის ზემოქმედების ქვეშ. ისინი, როგორც წესი, IgM ანტისხეულებია, მაგრამ შეიძლება წარმოადგენდნენ IgG და IgA ანტისხეულებსაც.

RF სინთეზირდება სინოვიალური მემბრანის პლაზმური უჯრედების მიერ. აუტოანტისხეულებს შეუძლიათ შექმნან იმუნური კომპლექსები როგორც კომპლემენტის სისტემის ცილებთან, ასევე სხვა ცილებთან ერთად. სინოვიალურ სითხეში მოხვედრისას აუტოანტისხეულები ფაგოციტირდებიან და ნადგურდებიან ნეიტროფილების მიერ, რაც აინდუცირებს ანთებითი მედიატორების გამოყოფას, რომლებიც აზიანებენ სახსრის ქსოვილს.

აუტოანტისხეულებს შეუძლიათ ასევე წარმოქმნან დიდი ცილოვანი კომპლექსები, რომლებიც ვერ ფაგოციტირდებიან და შედეგად დეპონირდებიან სისხლძარღვების ირგვლივ, უჯრედშორის სივრცეში, რაც იწვევს ანთებითი რეაქციის – ვასკულიტის – განვითარებას.

RF არ მონაწილეობს რევმატოიდული ართრიტის გამომწვევი ანთებითი პროცესის ინიცირებაში, თუმცა, სავარაუდოდ, განაპირობებს პროცესის გამწვავებას და მდგრადობას.

RF ორგანიზმში შეიძლება გამოჩნდეს დაავადების დაწყებამდე და ზოგჯერ დაავადების კლინიკურ გამოვლინებამდე რამდენიმე წლით ადრე.

რევმატოიდული ფაქტორის არსებობა/არარსებობის მიხედვით, რევმატოიდული ართრიტი იყოფა 2 კატეგორიად: სეროპოზიტიური ან სერონეგატიური. რევმატოიდული ართრიტის მქონე სეროპოზიტიურ პაციენტებში ეროზიული ართრიტის განვითარების რისკი, სახსრების ფუნქციის დაკარგვითა და სახსარგარე გამოვლინებებით, რამდენჯერმე მეტია სერონეგატიურ პაციენტებთან შედარებით.

აივ-დადებითი პაციენტები არიან სერონეგატიური ართრიტის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ, სახსრების ფუნქციის დაკარგვით და სახსარგარე გამოვლინებებით, როგორიცაა რევმატოიდული კვანძები, ფილტვის დაავადება, ვასკულიტი, ფელტის სინდრომი (ნეიტროპენია და სპლენომეგალია, ასოცირებული რევმატოიდულ ართრიტთან).

RF არ არის სპეციფიური რევმატოიდული ართრიტისთვის და განისაზღვრება შემაერთებელი ქსოვილის სხვა დაავადებების და ზოგიერთი ქრონიკული ინფექციის (ენდოკარდიტი, ტუბერკულოზი, B ჰეპატიტი) დროსაც.

როდის ჩავიტაროთ ტესტი რევმატოიდულ ფაქტორზე?

  • რევმატოიდული ართრიტი;
  • სახსრების ანთებითი დაავადებების დიფერენციალური დიაგნოზი და პროგნოზი;
  • აუტოიმუნური დაავადებები;
  • II ტიპის შერეული კრიოგლობულინემიის ან სიოგრენის სინდრომის დიფერენციალური დიაგნოზი, სიოგრენის სინდრომის მქონე პაციენტების მდგომარეობის მონიტორინგი (რევმატოიდული ფაქტორის გაქრობა შეიძლება მიანიშნებდეს ლიმფომის განვითარებაზე);
  • ქრონიკული ანთებითი დაავადებები.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტის ჩატარება სასურველია უზმოდ.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

RF-ის დონე იზრდება:

  • რევმატოიდული ართრიტი (ჩვეულებრივ მაღალი ტიტრი);
  • შერეული კრიოგლობულინემია (შემთხვევების 70-100%-ში);
  • სიოგრენის სინდრომი (შემთხვევების 75-90%-ში);
  • შემაერთებელი ქსოვილის შერეული დაავადებები (შემთხვევების 50-60%-ში);
  • სისტემური წითელი მგლურა (შემთხვევების 20-35%-ში);
  • სკლეროდერმია (შემთხვევების 20-30%-ში);
  • იუვენილური ართრიტი (შემთხვევების 15-25%-ში);
  • სისტემური ვასკულიტი (შემთხვევების 5-20%-ში);
  • პოლიმიოზიტი (შემთხვევების 5-10%-ში);
  • ჰიპერმგრძნობიარე ვასკულიტი (შემთხვევების 5-15%-ში);
  • სხვადასხვა ეტიოლოგიის ინფექციები (ქვემწვავე ბაქტერიული ენდოკარდიტი, სალმონელოზი, ბრუცელოზი, ტუბერკულოზი, სიფილისი, ყბაყურა, წითურა, გრიპი, ქრონიკული ჰეპატიტი, პარაზიტული ინფექციები);
  • ფილტვის დაავადებები (სარკოიდოზი, ინტერსტიციული ფიბროზი, სილიკოზი, აზბესტოზი);
  • პირველადი ბილიარული ციროზი;
  • ავთვისებიანი ნეოპლაზმები (განსაკუთრებით ლეიკემია და მსხვილი ნაწლავის კიბო).

RF-ის არარსებობა არ გამორიცხავს რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზს, განსაკუთრებით ერთჯერადი კვლევის შემთხვევაში.

რესურსები

https://spravochnik.synevo.ua/ru/klinicheskaia-himia/rheumatoid-factor.html
https://www.synevo.ro/shop/factor-reumatoid/

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button