Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ლაბორატორიული ტესტები
კოვიდ-19 | პროფილაქტიკური პანელები
კოვიდ-19 | პასპორტი
კოვიდ-19 | ტესტების ჯგუფური პროფილები & ბინაზე მომსახურება
ალერგოლოგია & იმუნოლოგია
ანემიის ტესტები
აუტოიმუნური დარღვევების დიაგნოსტიკა
ბაქტერიოლოგია (ანტიბიოტიკოგრამით*)
განავლის გამოკვლევა
გენეტიკური ტესტები
გულ-სისხლძარღვთა დაავადებები
ვიტამინები
ინფექციური დაავადებები
კარდიალური მარკერები
კლინიკური ბიოქიმია
კოაგულაცია
კოვიდ-19 | PCR და ანტიგენის ტესტები გუდაურში
კოვიდ-19 | ტესტები
კოვიდ-19 | ტესტები გამოძახებით
ლაბორატორიული მომსახურეობა ბინაზე
თერაპიული მედიკამენტების მონიტორინგი
მიკროსკოპია
მოლეკულური ბიოლოგია (პჯრ)
მძიმე მეტალების განსაზღვრა
პარაზიტოლოგია
პრენატალური დიაგნოსტიკა
პროფილური კვლევები
საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგ ტესტები
სიმსივნური მარკერები
სისხლის ბიოქიმია
სპეციფიური ცილები
ფარისებრი ჯირკვლის გამოკვლევა
შარდის ანალიზი
შარდის ბიოქიმია
ჰემატოლოგია
ჰისტოპათოლოგია
ჰორმონები

Read More

ხარისხი & სიზუსტე

გამოცდილება

უახლესი ტექნოლოგიები

სისწრაფე &
სანდოობა

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) | ანტისხეულები

ცნობილი როგორც:B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) | ანტისხეულები
SKU: 1036

Original price was: ₾33.00.Current price is: ₾29.70.

საკვლევი მასალა: ვენური სისხლი
პასუხის დრო (სამუშაო დღე): 1-2
ტესტი კეთდება უზმოზე: არა
ბინაზე გამოძახების სერვისი: დიახ
ქვეყანა: Georgia

დამატებითი ინფორმაცია

B ჰეპატიტის ვირუსი შედგება ბირთვისა და გარსისაგან. მისი გენომი შეიცავს ორჯაჭვიან დნმ-ს. ინფექცია გადაეცემა სისხლით ან სქესობრივი კონტაქტით. ინკუბაციური პერიოდი – დაახლოებით 70 დღე (40-160 დღე).

B ჰეპატიტის ვირუსის ზედაპირული ანტიგენი (HBsAg) არის ვირუსის გარე გარსის ნაწილი. ის ცნობილია როგორც “ავსტრალიური ანტიგენი” და ერთ-ერთი პირველი მარკერია, რომელიც სისხლში ჩნდება ინკუბაციური პერიოდის ბოლოს (სისხლში ვირუსული დნმ-ის გამოვლენის პარალელურად) და HBcor-IgM-ის (B ჰეპატიტის cor ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეული) გამოჩენამდე 2 კვირით ადრე.

HBsAg-ის საპასუხოდ ორგანიზმი გამოიმუშავებს დამცავ ანტისხეულებს (Anti-HBs), რომელთა გამოვლენაც ხდება HBsAg-ის ელიმინაციიდან 1-4 თვის შემდეგ და მათი გამოჩენა B ჰეპატიტის ხელსაყრელ მიმდინარეობაზე – ვირუსის რეპლიკაციის დასასრულზე და გამოჯანმრთელების პერიოდზე მიუთითებს. ამ პერიოდს უწოდებენ “სეროლოგიური ფანჯრის” პერიოდს, როდესაც გამოვლენილია მხოლოდ საერთო ანტისხეულები B ჰეპატიტის ვირუსის ბირთვული ანტიგენის მიმართ (ანტი-HBcAg). ფანჯრის ფაზის ხანგრძლივობა შეიძლება ვარირებდეს 1 წლამდე, რაც დამოკიდებულია პაციენტის იმუნური სისტემის მდგომარეობაზე. B ჰეპატიტის ინფექციის ქრონიკული მიმდინარეობისას შესაძლებელია ზედაპირული ანტიგენისა და მის მიმართ ანტისხეულების პარალელურად განსაზღვრა. ანტი-HBs ანტისხეულების გამოვლენა HBsAg-ის გამოვლენის პარალელურად, B ჰეპატიტის მწვავე ფაზაში, მიუთითებს დაავადების ცუდ პროგნოზზე.

გარდა ამისა, საერთო ანტისხეულები HBV ზედაპირული ანტიგენის მიმართ (ანტი-HBs), წარმოიქმნება გენეტიკურად მოდიფიცირებული HbsAg-ით ვაქცინაციის საპასუხოდ და უზრუნველყოფს ორგანიზმის ეფექტურ დაცვას HBV ინფექციისგან (საშუალოდ 5-15 წლის განმავლობაში). დროთა განმავლობაში დამცავი ანტისხეულების დონე იკლებს, შესაბამისად, აუცილებელია ვაქცინაციის შემდგომი კონტროლი ყოველ 5 წელიწადში ერთხელ და საჭიროების შემთხვევაში რევაქცინაცია.

ტრანსფუზიის დროს შესაძლებელია ანტი-HBs ანტისხეულების პასიური გადაცემა.

ამ ანტისხეულების დონის განსაზღვრა გამოიყენება ვაქცინაციის ეფექტურობის მონიტორინგისთვის, დამცავი იმუნიტეტის დონის კონტროლისთვის, რევაქცინაციის საჭიროების განსაზღვრისა და HbsAg-უარყოფითი პაციენტების მენეჯმენტისთვის, რომლებშიც გამოვლენილია ანტისხეულები HBcorAg-ის მიმართ (B ჰეპატიტის ბირთვული ანტიგენის საწინააღმდეგო ანტისხეულები).

HBsAg-ისა და HBcorAg-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების ერთდროული განსაზღვრა საშუალებას იძლევა:

  • ვაქცინაციის შედეგებსა და ვირუსით ინფექციას შორის დიფერენციალური დიაგნოსტიკა. ვაქცინაციის შემდეგ მხოლოდ HBsAg-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები ვლინდება და HBcorAg-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ არის გამოვლენილი. პირიქით, მხოლოდ HBcorAg-ის საწინააღმდეგო ანტისხეულების გამოვლენა მიუთითებს წარსულში გადატანილ HBV ინფექციაზე (სხვა მარკერების არარსებობის შემთხვევაში);
  • მწვავე B ჰეპატიტის დიაგნოსტიკა “სეროლოგიური ფანჯრის” ფაზაში ან დაგვიანებული იმუნური პასუხის დადგენა: HBsAg და HBsAg-ის საწინააღმდეგო ანტისხეულები არ არის გამოვლენილი, მაგრამ აღმოჩენილია ანტისხეულები HBcorAg-ის მიმართ. ამ შემთხვევაში ვლინდება, ასევე, ანტისხეულები HBeAg-ის (B ჰეპატიტის ვირუსის e ანტიგენი) მიმართ;
  • მწვავე ჰეპატიტის გამოჯანმრთელების ფაზის დიაგნოსტიკა: HBsAg არ არის გამოვლენილი, ანტისხეულები HbsAg-ის, HbcorAg-ის და HbeAg-ის მიმართ ერთდროულად ვლინდება.

როდის ჩავიტაროთ ტესტი?

  • B ჰეპატიტის მწვავე ინფექციის მიმდინარეობის მონიტორინგი;
  • იმუნიზაციის პროგრამების ეფექტურობის მონიტორინგი;
  • იმუნიტეტის ჩამოყალიბება B ჰეპატიტის ინფექციის ან იმუნიზაციის შემდეგ.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტისთვის სპეციალური მომზადება საჭირო არ არის.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

დადებითი შედეგი:

  • წარმატებული ვაქცინაცია B ჰეპატიტის წინააღმდეგ;
  • მწვავე B ჰეპატიტი, გამოჯანმრთელების ფაზა;
  • ქრონიკული B ჰეპატიტი;
  • პასიური გადაცემა ტრანსფუზიის დროს.

უარყოფითი შედეგი:

  • ვაქცინაციის ეფექტი არ არის მიღწეული;
  • B ჰეპატიტი ანამნეზში (B ჰეპატიტის სხვა მარკერების არარსებობის შემთხვევაში, განსაკუთრებით საერთო ანტისხეულები HBcorAg-ის მიმართ).
  • არ არის გამორიცხული მწვავე B ჰეპატიტი (ინკუბაციური ან მწვავე პერიოდები);
  • არ არის გამორიცხული ქრონიკული B ჰეპატიტი მაღალი ინფიცირებით.

რესურსები

https://www.synevo.bg/anti-hbs/
https://spravochnik.synevo.ua/ru/id1555/id1563.html

ტესტირების პროცესი

ტესტის შეძენა მასალის ჩაბარება

ტესტის შეძენა

მასალის ჩაბარება

შედეგები ონლაინ ექიმთან კონსულტაცია

შედეგები ონლაინ

ექიმთან კონსულტაცია

ლაბორატორიები
Call Now Button