Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

პრეეკლამფსია | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

პრეეკლამფსია ორსულობის 20 კვირაზე ან მეტ ვადაზე განვითარებული მდგომარეობაა, რომელიც  საფრთხეს უქმნის როგორც დედას, ისე ნაყოფს. მისი განვითარების მიზეზები ბოლომდე დაზუსტებული არ არის, თუმცა არსებული მონაცემებით ის უფრო ხშირია პირველი ორსულობისას. არსებობს გარკვეული ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს პრეეკლამფსიის განვითარებას, ესენია:

არტერიული ჰიპერტენზიის, დიაბეტისა და თირკმლის დაზიანების ანამნეზი

მრავალნაყოფიანი ორსულობა

პრეეკლამფსიის ოჯახური ისტორია

აუტოიმუნური დაავადებები, როგორიცაა სისტემური წითელი მგლურა და სხვა

სიმსუქნე

პრეეკლამფსიის განვითარების მთავარ მიზეზად მიჩნეულია პლაცენტაში სისხლის მიმოქცევის დარღვევა. დაავადების პათოგენეზი (გამომწვევი მიზეზი) მულტიფაქტორულია. მთავარი მიზეზი არის პლაცენტის სისხლძარღვების პათოლოგიური გარდაქმნა, რაც იწვევს პლაცენტის და ნაყოფის სისხლმომარაგების დაქვეითებას და პლაცენტის დისფუნქციას.

პლაცენტის დისფუნქცია იწვევს მოცირკულირე ანგიოგენური ფაქტორების (ესენია ფაქტორები, რომლებიც პლაცენტის სისხლძარღვების განვითარებას და ადექვატურ სისხლმომარაგებას უზრუნველყოფს) დისბალანსს, რასაც საბოლოოდ მივყავართ პრეეკლამფსია-ეკლამფსიის განვითარებამდე.

 

 

პრეეკლამფსიის რისკფაქტორები

  • პრეეკლამფსია წინა ორსულობაზე
  • მრავავნაყოფიანი ორსულობა
  • თანმხლები დაავადებები: ჰიპერტენზია, თირკმლის ქრონიკული დაავადება, ტიპი I შაქრიანი დიაბეტი, ანტიფოსფოლიპიდური სინდრომი, სისტემური წითელი მგლურა.
  • პრეეკლამფსიის ოჯახური ანამნეზი (დედა, და)
  • სიმსუქნე
  • 40 წელზე ზემოთ ასაკი
  • თრომბოფილია
  • ინ-ვიტრო განაყოფიერება

 

იწვევს თუ არა სტრესი პრეეკლამფსიას?

მიუხედავად იმისა, რომ სტრესის გავლენით შესაძლოა მოიმატოს არტერიულმ წნევამ, სტრესი არ წარმოადგენს პრეეკლამფსიის განვითარების პირდაპირ მიზეზს.

როგორც წესი პრეეკლამფსია 20 კვირის ვადაზე იწყება, თუმცა შესაძლოა ადრეული დაწყებაც. იშვიათად პრეეკლამფსია ვიტარდება მშობიარობიდან რამდენიმე დღის ვადაშიც.

 

სიმპტომები

პრეეკლამფსიის დროს, ორსულობის 20 კვირიდან ვითარდება არტერიული ჰიპერტენზია და ჩამოთვლილიდან  ერთ-ერთი სიმპტომი მაინც:

  • პროტეინურია – შარდში ცილების არსებობა
  • თირკმლის ფუნქციის დარღვევის სხვა ნიშნები
  • სისხლში თრომბოციტების რაოდენობის შემცირება
  • სისხლში ღვიძლის ფერმენტების მომატება რაც ღვიძლის უჯრედების დაზიანებაზე მიუთითებს
  • ფილტვის შეშუპება
  • თავის ტკივილი, უშედეგო მედიკამენტური მკურნალობით
  • მუცლის მარჯვენამხრივი ტკივილი
  • სუნთქვის უკმარისობა
  • მხედველობის მოშლა

 

პრეეკლამფსია შესაძლოა უსიმპტომოდ დაიწყოს, თუმცა ორსულთა უმეტესობას პირველი სიმპტომებიდან აღენიშნება არტერიული ჰიპერტენზია, პროტეინურია (ცილა შარდში) და შეშუპება. ზოგჯერ ორსულმა არც იცის რომ პრეეკლამფსია აქვს, ამიტომ მნიშვნელოვანია ყველა სიმპტომის დეტალურად მიწოდება მეთვალყურე გინეკოლოგისათვის.

 

მაღალი არტერიული წნევა

არტერიული წნევა ორ მაჩვენებელს მოიცავს: სისტოლურს და დიასტოლურს. სისტოლური წნევა იქმნება გულის მარცხენა პარკუჭის შეკუმშვით და სისხლის ნაკადის გადმოტყორცნით სისხლძარღვში. დიასტოლური წნევა ის მაჩვენებელია, რომელიც გულის მარცხენა პარკუჭის მოდუნების (დიასტოლის დროს) იქმნება სისხლძარღვის კედელზე.

ორსულობისას არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოზი ისმება მაშინ, როდესაც არტერიული წნევის მაჩვენებლები აჭარბებს 140/90 მმ ვერცხლისწყლის სვეტის სიმაღლეს. წნევის მომატების მიზეზების დასადგენად აუცილებელია დამატებითი ლაბორატორიული კვლევების ჩატარება, პრეეკლამფსიის გამოსავლენად.

 

სისხლის ანალიზი: აუცილებელია ღვიძლისა და თირკმლის ფუნქციური ტესტები, თრომბოციტების განსაზღვრა.

შარდის ანალიზი: შარდის საერთო ანალიზტან ერთად მნიშვნელოვანია შარდში ცილის  და მისი დაშლის პროდუქტების განსაზღვრა.

ნაყოფის ულტრაბგერა: ნაყოფის წონის და სანაყოფე სითხის ოდენობის შეფასებით

 

დიაგნოსტიკა

პრეეკლამფსიის დიაგნოზი როგორც წესი ისმება ორსულობის გეგმიური რუტინული კვლევებით – არტერიული წნევის მონაცემებით, სისხლის და შარდის კვლევებით.. თუ პრეეკლამფსია მოსალოდნელია (კლინიკურ-ანამნეზური მონაცემების საფუძველზე), შესაძლოა დაინიშნოს დამატებითი ტესტები:

  • თირკმლის და ღვიძლის ფუნქციური სინჯები
  • ცილის განსაზღვრა 24-საათიან შარდში
  • ნაყოფის ულტრაბგერითი შეფასება
  • პრეეკლამფსიის ფაქტორების განსაზღვრა (sFlt-1/PlGF)

 

მკურნალობა

მკურნალობის პირველადი მიდგომა მდგომარეობს იმაში, რომ ან უნდა მოხდეს მშობიარობის ხელოვნურად გამოწვევა, ან სიტუაციის მართვა, მშობიარობისთვის უკეთესი პერიოდის შესარჩევად.

თუ პრეეკლამფსიის ეპიზოდები ძალიან მძიმედ არ მიმდინარეობს, ექიმთან  რეგულარული ვიზიტებით და თანმიმდევრული კვლევებით შესაძლებელია სიტუაციის მართვა.

 

მძიმედ მიმდინარე პრეეკლამფსია მოითხოვს პაციენტის მართვას სტაციონარში.

 

მშობიარობა

თუ ორსულის მდგომარეობა და კლინიკურ-ლაბორატორიული მონაცემები საშუალებას იძლევა, შესაძლებელია მშობიარობის დაყოვნება 37 კვირამდე. მძიმედ მიმდინარე პრეეკლამფსიისას ხშირად რეკომენდებულია დაუყოვნებლივ ჩარევა.  მშობიარობის მეთოდის არჩევისას გადაწყვეტილება ეფუძნება დედის და ნაყოფის მდგომარეობას, დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს და მრავალ სხვა ფაქტორს.

 

პრევენცია

იმ ადამიანებისთვის, რომლებიც პრეეკლამფსიის განვითარების რისკ-ჯგუფს მიეკუთვნებიან, არსებობს რამდენიმე მარტივი საფეხური, დაავადების განვითარების პრევენციისათვის:

  • არტერიული წნევისა და სისხლში გლუკოზის დონის კონტროლი
  • წონის დარეგულირება
  • რეგულარული ფიზიკური აქტივობის შენარჩუნება ორსულობაში
  • ძილის მოწესრიგება
  • ჯანსაღი, ზედმეტი ცხიმის და მარილისგან ტავისუფალი საკვები რაციონი

პროგნოზი

მკურნალობის გარეშე პრეეკლამფსიას ცუდი პროგნოზული გამოსავალი აქვს როგორც დედისთვის, ისე ნაყოფისთვის. ყველაზე ხშირი გართულებაა ნაადრევი მშობიარობა მოუმწიფებელი ნაყოფით და პლაცენტის განშრევება.

პრეეკლამფსია იწვევს HELLP სინდრომს: ჰემოლიზს, ღვიძლის ენზიმების ელევაციას სისხლში, თრომბოციტების რაოდენობის შემცირებას. სინდრომს ასევე ახასიათებს მხედველობის გაუარესება, ტკივილი გულმკერდში, თავის ტკივილი და ცხვირიდან სისხლდენა.

მშობიარობის შემდგომ პერიოდში ვითარდება შემდეგი გართულებების საფრთხე:

  • თირკმლის დაავადება
  • გულის შეტევა
  • ინსულტი
  • პრეეკლამფსიის ეპიოდების შემდგომ ორსულობებში

 

როდის მივმართოთ ექიმს?

  • ორსულობისას განვითარებული გულყრის ან გონების კარგვის მსგავსი მდგომარეობისას
  • სუნთქვის უკმარისობისას
  • მუცელში მწვავედ განვიტარებული ტკივილის დროს
  • მხედველობის გაუარესებისას
  • ძლიერი ინტენსივობის თავის ტკივილის დროს
  • გამოხატული ჰიპერტენზიის დროს

 

რა განსხვავებაა პრეეკლამფსიასა და ეკლამფსიას შორის?

ეკლამფსია მძიმედ გამოხატული პრეეკლამფსიაა, რომელიც იწვევს გულყრებს. ის ითვლება პრეეკლამფსიის გართულებად, თუმცა შესაძლოა განვიტარდეს პრეეკლამფსიის სიმპტომების გარეშე. იშვიათ შემთხვევაში ეკლამფსიას მოსდევს კომა, ინსულტი და ლეტალური გამოსავალიც კი.

 

რა არის მშობიარობისშემდგომი პრეეკლამფსია?

მშობიარობისშემდგომი პრეეკლამფსია, მშობიარობიდან 2 დღის ფარგლებში, იშვიათად – რამდენიმე კვირაში ვითარდება. სიმპტომები ზუსტად ისეთივეა, როგორც ორსულობის პრეეკლამფსიის დროს.

 

მშობიარობის შემდეგ პრეეკლამფსია გაივლის?

მშობიარობიდან რამდენიმე დღის ან კვირის შუალედში პრეეკლამფსიის სიმპტომები ალაგდება. საჭიროა სიმპტომური მკურნალობა. იმ ადამიანებს, რომლებსაც პრეეკლამფსია განუვიტარდათ ორსულობის უფრო ადრე სტადიაზე (20 კვირამდე), მეტი რისკი აქვთ ორსულობის შემდეგ არტერიული ჰიპერტენზიის და გულ-სისხლძარღვოვანი პათოლოგიების განვითარების.

წყაროები:

 

 ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ პრეეკლამფსიის სადიაგნოსტიკო შემდეგ კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button