Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

პეპტიური წყლული | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

 

სინონიმი: კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება

 

პეპტიური წყლული საჭმლის მომნელებელi ტრაქტის – კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის ლორწოვანის დაზიანებით მიმდინარე დაავადებაა.

პეპსინი და მარილმჟავა კუჭის წვენში შემავალი აქტიური კომპონენტებია, რომლებიც მონაწილეობს საკვების ქიმიურ დაშლასა და მონელებაში.

გასტრო-ინტესტინური ტრაქტი დამცველობითი ფუნქციის მქონე ლორწოვანი გარსითაა ამოფენილი. პეპტიური წყლულების დროს ლორწოვანის დამცველობითი უნარი ქვეითდება და კუწის წვენის აგრესიული კომპონენტები იწვევს კედლების დაზიანებას. წარმოქმნილი წყლული კედლის ეროზიაა, რომელიც სამივე შრეს (ლორწოვანს, კუნთოვანს და შემაერთებელქსოვილოვანს) შეიძლება მოიცავდეს.

პეპტიური წყლულოვანი დაავადება შემთხვევათა 80%-ში იწვევს 12-გოჯა ნაწლავის, ხოლო 20%-ში კუჭის წყლულებს. იშვიათია, თუმცა შესაძლებელია წყლულოვანი დაავადება განვითარდეს:

საყლაპავში – ქრონიკული რეფლუქსის (კუჭის წვენის საყლაპავში გადასვლის) შედეგად

იეიუნური წყლული – მლივი (წვრილი ნაწლავის შუა ნაწილის) ნაწლავის წყლული და სხვა.

 

გავრცელება

მსოფლიოს მოსახლეობის 5-10%-ს უვითარდება პეპტიური წყლულები სიცოხლის განმავლობაში. მისი განვიტარება შესაძლოა ნებისმიერ ასაკში, თუმცა უფრო ხშირია შუა ასაკის  ზრდასრულებში. უფრო ხშირია მამაკაცებში, ვიდრე ქალებში.

 

სიმპტომები

პეპტიური წყლულოვანი დაავადების მქონე პაციენტთა თითქმის 70% არანაირ სიმპტომს არ აღნიშნავს. ყველაზე ტიპური სიმპტომი არის ეპიგასტრული (მუცლის ზედა ნაწილის) ტკივილი და მონელების პროცესების დარღვევა. აღნიშნული სიმპტომები პერიოდული გამწვავებით ხასიათდება.

მონელების დარღვევის სიმპტომები კავშირშია საკვების მიღებასთან და მოიცავს: ტკივილს და წვას ეპიგასტრიუმში, რომელიც იწყება საკვების მიღებისას და გრძელდება ხანგრძლივად.

გამოკვლევების გარეშე რთულია წყლულის ლოკაციის დზუსტება, თუმცა როგორც კუჭის, ისე 12-გოჯა ნაწლავის წყლულს სპეციფიკური სიმპტომებიც ახასიათებს: კუჭის წყლულის დროს ტკივილი იწყება საკვების მირებიდან 30 წუთის ფარგლებში, ხოლო 12-გოჯას წყლულის დროს – კვებიდან 2-3 საათში.

12-გოჯა წყლულის მქონე პაციენტები ხშირად აღნიშნავენ ტკივილებს შუაღამისას. ასეთივე ტკივილი, მხოლოდ უფრო მსუბუქი ახასიათებს იეიუნურ (წვრილი ნაწლავის) წყლულსაც. ტკივილი ლოკალიზდება ჭიპის სიახლოვეს.

საყლაპავის წყლულს ახასიათებს გულძმარვა, რომელიც ასევე ღამით და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში აღწევს პიკს.

პეპტიური წყლულის სხვა სიმპტომებია:

მუცლის შებერილობა

ბოყინი

უმადობა

გულისრევა და ღებინება

 

გართულებები

ხანგრძლივი დროის მანძილზე არანამკურნალებმა პეპტიურმა წყლულებმა, შესაძლოა გართულებები გამოიწვიოს:

გასტრო-ინტესტინური სისხლდენები:

სისხლი განავალში

განავლის მუქი ფერი

ყავის ნალექის მაგვარი შიგთავსით ღებინება

სისუსტე და თავბრუხვევა

სიფერმკრთალე

ტაქიკარდია

 

წყლულის პერფორაცია (გახვრეტა)

მუცლის უეცარი, ძლიერი, მწვავე ტკივილი

მუცლის ძლიერი შებერილობა და მტკივნეულობა შეხებისას

ცხელება და შემცივნება

 

რა იწვევს პეპტიურ წყლულს?

კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანი დამცველობით ფუნქციას ასრულებს, განსაკუთრებით კუჭსა და 12-გოჯა ანწლავში, მონელებელი წვენების აგრესიისგან კედლების დასაცავად.

ქრონიკული, ხანგრძლივმოქმედი  ფაქტორების ზემოქმედებით  ლორწოვანის საფარის დამცველობითი უნარი ქვეითდება და კუჭის წვენის აგრესიული კომპონენტების ზემოქმედებით ვითარდება წყლულოვანი დაავადება.

მიზეზები, რომლებიც ასუსტებს ლორწოვანი გარსის ფუნქციას არაერთია:

  • ჰელიკობაქტერ პილორით გამოწვეული ინფექციური პროცესი. Pylori ბაქტერიაა, რომელიც კუჭნაწლავის ტრაქტში ბინადრობს და ნორმის ფარგლებში არანაირ პათოლოგიას არ წარმოქმნის, თუმცა მისი ჭარბად ზრდა იწვევს ანთებითი პროცესის განვითარებას.
  • არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების ჭარბი მოხმარება. აღნიშნული მედიკამენტები გამოიყენება ტკივილის გაყუჩების ეფექტისთვის სხვადასხვა დაავადებების დროს. აღნიშნული ჯგუფის მედიკამენტები ბლოკავს პროსტაგლანდინების პროდუქციას, რომლებიც აღმდგენ ფუნქციას ასრულებენ საჭმლის მომნალებელი ტრაქტის დაზიანებისას.

პეპტიური წყლულის სხვა მიზეზები:

  • სხვა ინფექციები
  • იშემია (სისხლის მიმოქცევის დარღვევა საჭმლის მომნელებელ ტრაქტში)
  • სტრესი
  • ქიმიო ან რადიაციული თერაპია
  • ზოლინგერ-ელისონის სინდრომი
  • კრონის დაავადება
  • კუჭის კიბო
  • აუტოიმუნური დაავადებები
  • და სხვა

 

რისკ-ფაქტორები

ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარების კომბინაცია ჰელიკობაქტერით გამოწვეულ ინფექციასთან ან არასტეროიდების ჭარბად მოხმარებასთან, ზრდის კუჭის წყლულოვანი დაავადების განვითარების რისკს.

 

დიაგნოსტიკა

თუ არსებული სიმპტომები და რისკ-ფაქტორები წყლულოვანი დაავადების არსებობაზე მიუთითებს, აუცილებელია წყლულის გამომწვევი მიზეზის დადგენა. ჰელიკობაქტერით გამოწვეული ინფექციის დადგენა შესაძლებელია როგორც – ენდოსკოპიური მეთოდით მიღებული მასალის გამოკვლევით, ასევე სეროლოგიური ტესტებით, ურეაზული სუნთქვის ტესტით და განავლის ტესტებით.

ენდოსკოპიური ვიზუალიზაციური კვლევა ადსტურებს წყლულის არსებობას კუჭში ან 12-გოჯა ნაწლავში.

 

მკურნალობა და მართვა

პეპტიური წყლულების პირველი რიგის სამკურნალო საშუალებებად მიიჩნევა მედიკამენტები კუჭის მჟავიანობის შესამცირებლად და ლორწოვანი გარსის რეგენერაციის დასაჩქარებლად. ასევე მნიშვნელოვანია წყლულის  გამომწვევი ძირითადი ფაქტორის – ჰელიკობაქტერის ერადიკაცია (არსებობის შემთხვევაში).

ანტიბიოტიკები, ციტოპროტექტული აგენტებიჰისტამინის რეცეპტორების ბლოკერები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები – პეპტიური წყლულის სამკურნალო მედიკამენტების ძირიტადი ჯგუფებია.

 

პროგნოზი

პეპტიური წყლულები შემთხვევათა უმეტესობაში 2-3 თვეში იკურნება. ისეთი ქრონიკული პათოლოგიების დროს, როგორიცაა ზოლინგერ-ელისონის სინდრომი,  მკურნალობა მთელი ცხოვრება გრძელდება.

იშვიათად, არსებობს პერსისტიული წყლულები, რომლებიც მკურნალობაზე არ რეაგირებს. ასეთ შემთხვევაში ოპერაციული მკურნალობის საკითხი დგება.

 

 ლაბორატორიასინევოგთავაზობთ შემდეგ კვლევებს:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

 

 

ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან

რესურსები

https://www.synevo.ro/sindromul-zollinger-ellison-boala-pancreasul/

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button