ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

დიაბეტის მონიტორინგის პროფილი 1 მოიცავს 4 ლაბორატორიულ კვლევას (თითოეულ პარამეტრზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დააჭირეთ კონკრეტულ პროდუქტს):

საერთაშორისო რეკომენდაციების მიხედვით, შაქრიანი დიაბეტისა და თერაპიის მონიტორინგი და ხელახლა შეფასება უნდა განხორციელდეს 3 თვეში ერთხელ.

პერიოდული მონიტორინგის მეშვეობით, პაციენტების 30-40%-ი დიაბეტს კარგად აკონტროლებს.

პროფილური კვლევით ვლინდება ის არანორმალური მნიშვნელობები, რომლებმაც შეიძლება მიგვითითონ დიაბეტის გართულებებზე ან თერაპიული კურსის ცვლილების აუცილებლობაზე.

ზოგადი ინფორმაცია

შაქრიანი დიაბეტი არის ქრონიკული, მეტაბოლური დაავადება, რომელიც იწვევს სისხლში შაქრის (გლუკოზის) დონის მატებას.

ჩვეულებრივ, როდესაც თქვენს სისხლში შაქრის დონე მატულობს, საპასუხოდ პანკრეასის ბეტა უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონ ინსულინს, რომელიც მიიჩნევა ორგანიზმის მთავარ ანაბოლურ ჰორმონად და არეგულირებს სისხლიდან გლუკოზის შეწოვას ღვიძლში, ცხიმოვან და ჩონჩხის კუნთების უჯრედებში. ინსულინი აძლიერებს გლუკოზის ათვისებას და მეტაბოლიზმს, რითაც ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

თუ შაქრიანი დიაბეტი გაქვთ, თქვენი ორგანიზმი ან არ გამოიმუშავებს საკმარის ინსულინს ან ვერ გამოიყენებს მის მიერ წარმოქმნილ ინსულინს ეფექტურად. როდესაც ორგანიზმში არ არის საკმარისი ინსულინი ან უჯრედები წყვეტენ ინსულინზე რეაგირებას, სისხლში შაქრის ჭარბი რაოდენობა რჩება.

სისხლში შაქრის მაღალი დონე აზიანებს ორგანოებსა და ქსოვილებს მთელს სხეულში. რაც უფრო მაღალია სისხლში შაქრის დონე და რაც უფრო დიდხანს ნარჩუნდება ის, მით მეტია ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემების განვითარების რისკი, როგორიცაა გულის დაავადება, მხედველობის პრობლემები და თირკმლების დაავადება კრეატინინის განსაზღვრა და შარდის საერთო ანალიზი, სწორედ შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული თირკმლის დაავადების განვითარების რისკის ან უკვე განვითარებული დაავადების შეფასების საშუალებას იძლევა, დიაბეტის მონიტორინგთან ერთად.

შაქრიანი დიაბეტის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ შემდეგ ბმულზე – შაქრიანი დიაბეტი.

როდის ჩავიტაროთ დიაბეტის მონიტორინგის პროფილი 1?

კვლევა ტარდება:

  • შაქრიანი დიაბეტის მონიტორინგის მიზნით;
  • შაქრიანი დიაბეტით გამოწვეული თირკმლის დაავადების განვითარების რისკის ან უკვე განვითარებული დაავადების შეფასების მიზნით.

როგორ მოვემზადოთ ტესტისთვის?

ტესტი უნდა ჩატარდეს უზმოდ.

რეკომენდებულია კვლევის ჩატარებამდე მინიმუმ 12 საათის განმავლობაში შეიზღუდოს ალკოჰოლის მიღება, მოწევა და მძიმე ფიზიკური აქტივობა.

ტესტირებამდე აცნობეთ თქვენს ექიმს იმ მედიკამენტების შესახებ, რომლებსაც იღებთ.

შარდის შეგროვების წესები:

  • მასალის შეგროვებადე ჩამოიბანეთ პერიურეთრალური მიდამო სარეცხი საპნით და წყლით ან გაიწმინდეთ დეზინფექციური ხელსახოცით, რის შემდეგაც შეიმშრალეთ სუფთა, მშრალი პირსახოცით.
  • შარდის პირველი და ბოლო პორცია უნდა იქნას გადაღვრილი და შარდის სტერილურ კონტეინერში უნდა მოთავსდეს შარდის შუა პორცია მინიმუმ 10-15 მლ ოდენობით.
  • შარდი აღებიდან ერთი საათის განმავლობაში უნდა იქნას მოტანილი ლაბორატორიაში. თუ ერთი საათის განმავლობაში ვერ შეძლებთ საკვლევი მასალის ლაბორატორიაში მოტანას, მაშინ ის უნდა შეინახოთ მაცივარში მაქსიმუმ 2 საათის განმავლობაში.

საკვლევი მასალა

ვენური სისხლი

შედეგების შესაძლო ინტერპრეტაცია

თუ ტესტმა გამოავლინა დარღვევები, შესაძლოა საჭირო გახდეს დიაგნოსტიკის დამატებითი, სხვა მეთოდების გამოყენება ან დიაბეტის თერაპიული კურსის ცვლილება. ამისთვის აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმ-სპეციალისტს, რომელიც სწორად შეარჩევს შესაბამის გამოკვლევებს სავარაუდო დიაგნოზის ზუსტად დასასმელად ან საჭიროების შემთხვევაში შეცვლის მიმდინარე თერაპიის კურსს.

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat
 

დიაბეტის მონიტორინგის პროფილი 1  – 70 ლარი, ნაცვლად 97 ლარისა

Call Now Button