ბავშვები ხშირად უჩივიან დაღლილობას. ზოგჯერ ამის მიზეზი უბრალოდ მცდელობაა თავი აარიდონ შესასრულებელ ვალდებულებებს, თუმცა შემთხვევათა უმეტესობაში დაღლილობა კონკრეტული მიზეზებითაა გამოწვეული, მათ შორის დაავადებებითაც, რაც აუცილებლად იმსახურებს ყურადღებას.
სარჩევი
- არასაკმარისი ძილის მიზეზი შესაძლოა იყოს გვიან დაძინება. ბავშვებს საშულაოდ ესაჭიროებათ 8-10 საათი ღამის ძილი. ღამით ხშირად გამოღვიძებები აუარესებს ძილის ხარისხს რაც ასევე იწვევს დაღლილობის შეგრძნებას დღის განმავლობაში. ძილის აპნოე (“ხვრინვა”) ანუ პაუზები ჩასუნთქვებს შორის – ძილის ნაკლებობის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია და შესაძლოა კავშირში იყოს ტონზილების და ადენოიდების ზომაში ზრდასთან, ისევე როგორც სხვა მიზეზებთან.
- ინფექციები, როგორიცაა მაგალითად ეპშტეინ-ბარის ვირუსი, როგორც წესი ზოგადი სისუსტით და დაღლილობით მიმდინარეობს. ეს შესაძლოა კვირები და თვეები გაგრძელდეს.
- ანემია – სისხლის წითელი უჯრედების – ერითროციტების დეფიციტია. ერითროციტები უზრუნველყოფენ ჟანგბადის ტრანსპორტირებას ქსოვილებში. ამიტომ ამ უჯრედების ნაკლებობა ყოველთვის იწვევს ენერგიის ნაკლებობას და დაღლის შეგრძნებას.
- ჰიპოთირეოზი, ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის ნაკლებობა. რადგან ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები აქტიურადაა ჩართული ორგანიზმის მეტაბოლიზმის და ენერგიის წარმოქმნის პროცესებში, ქრონიკულმა ჰიპოთირეოზმა შესაძლოა გამოიწვიოს მუდმივი დაღლილობის შეგრძნება, დღის ნებისმიერ მონაკვეთში.
- ქრონიკული დაავადებები – როგორიცაა მაგალითად ასთმა და მასთან დაკავშირებული სუნთქვის უკმარისობა ხშირად დაღლილობასტან არის ასოცირებული.
- გულის უკმარისობა – იშვიათი თანდაყოლილი ან შეძენილი პათოლოგიები შესაძლოა საერთო სისუსტის და დაღლილობის მიზეზი იყოს.
- შფოთვა, დეპრესია და მენტალური პრობლემები ასევე ხშირად უკავშირდება დაღლილობის შეგრძნებას.
- მედიკამენტების გვერდითი ეფექტები – ზოგიერთი მედიკამენტი, მაგალითად ალერგიის საწინააღმდეგო ანტიჰისტამინები ისეთი გვერდითი ეფექტებით ხასიათდება, როგორებიცაა ძილიანობა.
ისევე როგორც მოზრდილებში, ბავშვებშიც შესაძლებელია ქრონიკული დაღლილობის არსებობა ყოველგვარი მიზეზების არსებობის გარეშე. ზოგჯერ დაღლილობის შეგრძნება იმდენად ძლიერია, რომ ეს არღვევს ბავშვის ჩვეულ აქტივობას.
სიმპტომები
ზოგჯერ არცთუ ისე ადვილია დაღლილობის სინდრომის გამოვლენა ბავშვებში, თუმცა ზოგიერთი ნიშანი აუცილებლად საყურადღებოა:
- უხასიათობა და ძილის დაუძლეველი სურვილი, ან დილით გაღვიძების პრობლემები
- ჩაძინების გაძნელება ან დაღლილობა დილით გაღვიძებისთანავე
- თავბრუხვევა ხანგრძლივი ჯდომის სემდეგ ფეხზე წამოდგომისას
- კოგნიტიური სირთულეები და დამახსოვრების პროცესების დაქვეითება
- თავის და ყელის ტკივილის ხშირი ეპიზოდები
- ტკივილი კუნთებსა და სახსრებში
- აკადემიური მოსრების დაბალი მაჩვენებელი
- ზოგადი ფიზიკური აქტივობის დაქვეითება
- ემოციური ლაბილობა და გაღიზიანებადობა
აღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას აუცილებელია მიზეზების მიგნება.
მიზეზები
ქრონიკული დაღლილობის მიზეზები შეიძლება იყოს:
- ჰიპერსტიმულაცია. თუ ბავშვი ფიზიკურად და გონებრივად ზედმეტად გადატვირთულია, ბუნებრივია ვითარდება დაღლილობა. ჰიპერსტიმულაციის მიზეზი არის ასევე ეკრანთან ხანგრძლივი დროის გატარებაც, განსაკუთრებით როდესაც ამას რეგულარული ხასიათი აქვს.
ჰიპერსტიმულაციით გამოწვეული დაღლილობის სინდრომი როგორც წესი ხასიათდება: გაბრუებით, ყურადღების დეფიციტით, გაღიზიანებადობით და ძილის დარღვევით.
- გაუწყლოება. ადამიანის ორგანიზმის თითქმის 70% წყლითაა წარმოდგენილი; წყალი აუცილებელი კომპონენტია უჯრედში მიმდინარე ჟანგვითი და ენერგეტიკული პროცესებისათვის, საჭირო ნუტრიენტების ტრანსპორტირებისათვის და ნარჩენი პროდუქტების გამოყოფისათვის, ამიტომ ორგანიზმის ფუნქციების გამართულობისთვის წყალი აუცილებელი პირობაა.
ორგანიზმიდან წყალი გამოიყოფა სუნთქვის, ოფლის გამოყოფის, შარდვის და სხვა პროცესების დროს. ქრონიკული გაუწყლოება შესაძლოა გახდეს ქრონიკული დაღლილობის მიზეზი, რასაც ხშირად ახლავს გულისრევის შეგრძნება, თავბრუხვევა, უმადობა, თავის ტკივილი და სხვა სიმპტომები.
- მალნუტრიცია. ისეთი აუცილებელი ნუტრიენტების დეფიციტი, როგორიცაა რკინა, ვიტამინი B12, ფოლიუმის მჟავა (B9), ცილები, ჯანსაღი ლიპიდები – არღვევს ორგანიზმის ნორმალურ მეტაბოლურ სტატუსს. მალნუტრიციის მიზეზია არაჯანსაღი კვებითი რაციონი, ინფექციები, მედიკამენტები და სხვა ფაქტორები, რომლებიც არღვევს საკვები ნივთიერებების შეწოვის პროცესებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტში. გარდა ქრონიკული დაღლილობისა, ასეთ სიტუაციაში ბავშვს აღენიშნება წონის კლება, უმადობა, თმის და კანის ხარისხის გაუარესება, ძილიანობა, სიფერმკრთალე და სხვა. სიმპტომების ადრეული აღმოჩენა და აღმოფხვრა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მოზარდის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის.
- ძილის დარღვევა. არასაკმარისი ძილი ან ძილის ხარისხის გაუარესება შესაძლოა ამა თუ იმ პათოლოგიასთან იყოს დაკავშირებული, როგორებიცაა: ასთმა, იუვენილური რევმატოიდული ართრიტი, ძილის ობსთრუქციული აპნოე (ხვრინვა), მოუსვენარი ფეხების სინდრომი, ანემია.
ღამით არასაკმარისი ძილი და დასვენება აისახება დღის მანძილზე ბავშვის ფიზიკურ და მენტალურ აქტივობაზე, აკადემიური მოსწრების ხარისხზე, ყურადღების კონცენტრაციაზე და სხვა არაერთ ფუნქციაზე.
- ინფექციური მონონუკლეოზი. საერთო სისუსტე და ქრონიკული დაღლილობა ამ დაავადების ერთ-ერთი წამყვანი სიმპტომია. მონონუკლეოზის გამომწვევი ეპშტეინ-ბარის ვირუსი განეკუთვნება ჰერპესვირუსების ოჯახს. მონონუკლეოზთან ასოცირებული დაღლილობა ზრდის ფიზიკური და კოგნიტური განვითარების შეფერხების რისკს.
- გულის თანდაყოლილი დაავადებები. გულის თანდაყოლილი ანომალიებით დაბადებული ბავშვების ორგანიზმი ადვილად იფიტება, რაც ქრონკული დაღლილობის მიზეზი ხდება.
- დეპრესია ბავშვებსა და მოზარდებში ზოგჯერ არასათანადოდ ფასდება და მიიჩნევა “თინეიჯერების” ტიპურ ქცევად. თუმცა, დეპრესია ისეთივე გავლენას ახდენს ბავშვებზე, როგორც მოზრდილებზე. ქრება ინტერესები და სურვილები, მოტივაცია, ვიტარდება აპათია და ინდიფერენტული დამოკიდებულება გარემოს მოვლენების მიმართ. ხანგრძლივად მიმდინარე დეპრესია აისახება ბავშვის ყოველდღიური ცხოვრების რუტინაზე, ძილისა და კვების ჩვევებზე, სოციალურ ურთიერთობებზე, მადაზე, ძილზე და საბოლოოდ შესაძლოა ზოგადი დაღლილობის სინდრომით გამოვლინდეს.
დეპრესიის მიზეზი შესაძლოა იყოს სომატური დაავადებები (ჰიპოთირეოზი), მედიკამენტები (ანტიჰისტამინები).
რისკები და გართულებები
ალერგიის, მალნუტრიციის და ჯანმრთელობის სხვა პრობლემების მქონე ბავშვებს ქრონიკული დაღლილობის განვითარების მომატებული რისკი აქვთ.
ქრონიკული დაღლილობა არამარტო ფიზიკურ, არამედ მენტალურ და ქცევით დარღვევებსაც იწვევს:
- მუშა მეხსიერების დაქვეითება
- კრიტიკული აზროვნების დაქვეითება
- ინფექციებისადმი ნდგრადობის დაქვეითება
- ზრდაში ჩამორჩენა
- კოგნიტური უნარების დაქვეითება
დიაგნოსტიკა
ქრონიკული დაღლილობის გამომწვევი ძირითადი მიზეზების გამოსავლენად ან/და გამოსარიცხად, აუცილებელია ლაბორატორიული კვლევების ჩატარება:
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ ბავშვი ხშირად უჩივის დაღლილობას, მაშინაც კი როდესაც ახალი გაღვიძებულია, ან დაღლილობის აშკარა მიზეზი არ აქვს; როდესაც ეს მდგომარეობა 2-3 კვირაზე მეტხანს გრძელდება და აფერხებს ბავშვის ჩვეულ ფიზიკურ აქტივობას, აუცილებელია მიმართოთ პედიატრს ან სხვა სპეციალისტს, რათა ანამნეზური და ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების მეშვეობით გამოავლინოს დაღლილობის სომატური თუ არასომატური მიზეზები.
ქრონიკული დაღლილობის გამომწვევი პათოლოგიების სადიაგნოსტიკოდ ლაბორატორია “სინევო” გთავაზობთ ტესტებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test | კატეგორია / Category | ფასი / Price | კოდი / CODE | პასუხის დრო (სამუშაო დღე)** | ანალიზის შესრულების ლოკაცია**** | ყიდვა | hf:tax:product_cat |
---|
რესურსები:
https://www.health.harvard.edu/blog/a-tired-child-heres-what-to-think-about-2018041713672