ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.
The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.
ხარისხი & სიზუსტე
გამოცდილება
უახლესი ტექნოლოგიები
სისწრაფე &
სანდოობა
₾90.00 Original price was: ₾90.00.₾81.00Current price is: ₾81.00.
პირის ღრუს ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა მიკრობიოლოგიური კვლევაა, რომელიც ადგენს სპეციფიკური პათოგენური მიკროფლორის არსებობას პირის ღრუს ლორწოვანზე.
პირის ღღუს პათოგენური ფლორა იწვევს როგორც ადგილობრივად პერიოდონტულ დაავადებას, ისე ქრონიკულ სისტემურ ანთებით პროცესებს. პირის ღრუს პათოგენური მიკრობების დიდი ნაწილი ასოცირებულია ისეთ დაავადებებთან, როგორიცაა: დიაბეტი,გულის დაავადებები, ალცჰეიმერის დაავადება, სიმსივნეები, რევმატოიდული ართრიტი, ნაწლავის დისფუნქცია – საკვების შეწოვის დარღვევით, ორსულობის გართულებები, ინსულტები და სხვა.
პირის ღრუს ბაქტერიოლოგიური კვლევა მოიცავს შემდეგ პათოგენებს:
Viridans group streptococci,
Streptococcus groups A, C და G,
Staphylococcus aureus,
Enterobacterales
Candida spp.
Streptococcus viridans გრამ-დადებითი ალფა-ჰემოლიზური სტრეპტოკოკის ჯგუფს განეკუთვნება, რომელიც ტიპურად გვხვდება პირ-ხახაში, პირის ღრუს ეპითელურ ზედაპირებზე, კბილებზე, კანზე, ადამიანის კუჭ-ნაწლავის და გენიტალური სისტემის ზედაპირებზე. სერიოზული ინფექციური პროცესი ვითარდება, თუ ეს ჯგუფი სხეულის სხვა რეგიონებზეც ვრცელდება. სისხლის ნაკადში მოხვედრისას Streptococcus viridans იწვევს ენდოკარდიტს. რისკ-ჯგუფებს განეკუთვნებიან იმუნოკომპრომეტირებული ადამიანები და ადამიანები გულის ამა თუ იმ პათოლოგიებით.
სიმპტომები
სისუსტე და დაღლა
ცხელება
წონის კლება
სუნთქვის პრობლემები
გულისმხრივი პრობლემები ენდოკარდიტის დროს
A ჯგუფის ბეტა ჰემოლიზური სტრეპტოკოკი (Streptococcus Pyogenes)
ჰაერ-წვეთოვანი გზით გადაეცემა. დაავადების ორ ფორმას იწვევს: არაინვაზიურს (სისხლის ნაკადში არ იჭრება) და ინვაზიურს (იჭრება სისხლის ნაკადში).
არაინვაზიური ინფექციის ვარიანტებია:
ინვაზიური ინფექცია უფრო იშვიათია, ვითარდება მაშინ, როდესაც A ტიპის სტრეპტოკოკი მოხვდება სისხლში ან სხვა ორგანოებში. შედეგად ვითარდება:
მკურნალობის გარეშე, A ტიპის სტრეპტოკოკს შეუძლია გამოიწვიოს რევმატოიდული დაავადება, სახსრების, თირკმლის და კანის დაზიანებით.
C და G ჯგუფის სტრეპტოკოკები როგორც წესი ადამიანის პირის ღრუს და ხახის ნორმალური მიკრობიოტის (ფლორის) ნაწილია, თუმცა, ისინი სტრეპტოკოკული ფარინგიტის განვითარების პოტენციურ გამომწვევებად ითვლება. ადამიანის ორგანიზმში C და G ჯგუფის სტრეპტოკოკები ხვდება დაბინძურებული საკვების და სასმელის (განსაკუთრებით კვერცხის და რძის პროდუქტების) მეშვეობით. განვითარებული ფარინგიტის სიმპტომები ისეთივეა, როგორც A ჯგუფის სტრეპტოკოკული ინფექციის დროს. C და G ჯგუფის სტრეპტოკოკები არ არის კავშირში რევმატოიდულ ართრიტთან.
Staphylococcus Aureus ოქროსფერი სტაფილოკოკით გამოწვეული ინფექცია პირის ღრუში იშვიათია. ეს ბაქტერიები კოლონიზაციას განიცდის კანზე და ცხვირის ღრუში. ითვლება, რომ ადამიანტა თითქმის 30% ცხვირის ღრუში სტაფილოკოკის უსიმპტომო მტარებელია.
სიმპტომები
იშვიათად იწვევს დენტალურ აბსცესსაც. დენტალური აბსცესი ჩირქის ჯიბეა, რომელიც როგორც წესი კბილის გარშემო ვითარდება.
გართულების შემთხვევაში, ვითარდება:
Enterobacter ენტერობაცტერია ფაკულტატური ანაერობული, გრამ-უარყოფითი, შოლტიანი ბაქტერიაა. არ წარმოქმნის სპორებს. მისი ვირულენტობა (პათოგენური თვისებების გამოვლენის უნარი) დამოკიდებულია რიგ ფაქტორებზე. სხვა გრამ-უარყოფითი ენტერობაცილების მსგავსად ეწებება მასპინძლის უჯრედებს
ბეტა-ლაქტამაზური აქტივობა უზრუნველყოფს მის რეზისტენტობას ბეტა-ლაქტამური ანტიბიოტიკებისადმი.
Enterobacter spp ხშირად ასოცირებულია ჰოსპიტალურ ინფექციებთან
კანდიდა საფუარის სოკოების ტიპს განეკუთვნება, რომელიც ბინადრობს ადამიანის კანის ზედაპირზე და სხეულის ღრუებში, როგორიცაა: პირის ღრუ, ხახა, ნაწლავები, საშო და არანაირ პათოლოგიურ გამოვლინებას არ იძლევა; თუმცა იმ შემთხვევებში, როდესაც აღინიშნება იმუნური სისტემის დასუსტება, ან არსებობს ხელშემყობი გარემო ფაქტორები (ანტიბიოტიკოთერაპია, სტეროიდთერაპია და სხვა), კანდიდა იწყებს ინტენსიურ გამრავლებას და იწვევს სოკოვან ინფექციას.
ყველაზე ხშირია პირის ღრუს და ხახის კანდიდოზი. საყლაპავის კანდიდოზი გვხვდება აივ-ინფიცირებულებში.
სიმპტომები
რისკები
პირის ღრუს და ხახის კანდიდოზი ხშირად უვითარდებათ ადამიანებს, რომლებიც
პაციენტის მომზადება: ნაცხის აღებამდე მინიმუმ 8 საათის განმავლობაში არ გამოიყენოთ პირის ღრუს ანტისეპტიკური სავლები. აუცილებელია ექიმს ქონდეს ინფორმაცია ჩატარებული ანტიბიოტიკოთერაპიის, სტეროიდთერაპიის ან სხვა მდგომარეობების შესახებ, რომლებსაც შეუძლია გავლენა მოახდინოს ანალიზის შედეგებზე
საკვლევი მასალა: პირის ღრუს ლორწოვანის ნაცხი
სხვა ტესტები
ტესტირების პროცესი
ტესტის შეძენა |
მასალის ჩაბარება |
შედეგები ონლაინ |
ექიმთან კონსულტაცია |
https://www.yourgenome.org/facts/what-are-streptococcal-infections/
https://www.sciencedirect.com/topics/medicine-and-dentistry/streptococcus-group-c
https://www.healthline.com/health/staph-infection-in-mouth
https://www.ncbi.nlm.nih.gov/books/NBK559296/
https://www.cdc.gov/fungal/diseases/candidiasis/thrush/index.html
1000-ზე მეტი რუტინული და რთული /სპეციფიური დიაგნოსტიკური ტესტი კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
53 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 25 ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ბათუმი, მარნეული, თელავი, ზუგდიდი, ზესტაფონი, გორი, ქობულეთი, ახალციხე, ხაშური, სართიჭალა, ყაზბეგი, ბორჯომი, სამტრედია, გურჯაანი, ლაგოდეხი, ახმეტა, ოზურგეთი, ფოთი, ჭიათურა, სოფელი კაბალი, დუშეთი, ქარელი, თიანეთი.
გამოიყენეთ „სინევოს“ ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
გამოიყენეთ „სინევოს” ვებ-პლატფორმა შედეგების სანახავად ნებისმიერი ადგილიდან და ნებისმიერ დროს
ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით თქვენ შეგიძლიათ ისარგებლოთ ლაბორატორიული მომსახურებით ბინაზე.
☎️ ცხელი ხაზი: 239 38 33 ან 239 40 65
577293008 (9:00-დან 17:00-მდე)
30 ლაბორატორიული ცენტრი საქართველოს 11 ქალაქში : თბილისი,ქუთაისი,ბათუმი,ქობულეთი,ზუგდიდი,ზესტაფონი, რუსთავი,მარნეული,ახალციხე,თელავი,გორი.
3000-ზე მეტი რუტინული და რთული/სპეციფიური დიაგნოსტიკურ ტესტები კლინიკური პათოლოგიების ყველა ძირითად სფეროში.
„სინევო“ – საქართველოში დიაგნოსტიკური მომსახურების ფართო სპექტრის მომწოდებელი, რომელიც გთავაზობთ 1,000-ზე მეტ რუტინულ და სპეციფიურ დიაგნოსტიკურ ტესტს კლინიკური პათოლოგიის ყველა ძირითად სფეროში. 2024 წლის ბოლოს, ‘სინევო საქართველო’-ს ქსელი მოიცავს 3 კლინიკურ ლაბორატორიასა და სისხლის ასაღებ 53 პუნქტს, რომელიც ასრულებს 300,000-ზე მეტ ტესტს.
საკონტაქტო ინფორმაცია
მისამართი: წინანდლის ქ.N9 (N1 კლინიკური საავადმყოფოს ტერიტორია)
2021 – 2024 © სინევო. ყველა უფლება დაცულია