17 მაისი არტერიული ჰიპერტენზიის მსოფლიო დღეა!
არტერიული ჰიპერტენზია ვითარდება მაშინ, როდესაც გულის მიერ გამოტყორცნილი სისხლის ნაკადი ძლიერ ზეწოლას ახდენს არტერიების კედლებზე. ეს პროცესი დამაზიანებელ გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე და საბოლოოდ იწვევს არაერთ გართულებას, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება და ინსულტი.
არტერიული ჰიპერტენზია გლობალური პრობლემაა. მსოფლიოში 30-დან 79 წლამდე ასაკის დაახლოებით 1,2 მილიარდ ადამიანს დიაგნოსტირებული აქვს არტერიული ჰიპერტენზია.
ჩვენი მიზანია პროფილაქტიკური კვლევების პოპულარიზაცია!
გაიგე მეტი არტერიული ჰიპერტენზიის შესახებ
