Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

არტერიული ჰიპერტენზია | ის, რაც უნდა ვიცოდეთ

მაღალი არტერიული წნევა ანუ არტერიული ჰიპერტენზია  ვითარდება მაშინ, როდესაც გულის მიერ გამოტყორცნილი სისხლის ნაკადი ძლიერ ზეწოლას ახდენს არტერიების კედლებზე. ეს პროცესი დამაზიანებელ გავლენას ახდენს სისხლძარღვებზე და საბოლოოდ იწვევს ისეთ გართულებებს, როგორიცაა გულის იშემიური დაავადება და ინსულტი.

არტერიული წნევა წარმოადგენს სისხლის ნაკადის ზემოქმედებას არტერიების კედლებზე. ის ორი მაჩვენებლისგან შედგება:

  • სისტოლური (მაღალი მაჩვენებელი) წნევა – არის ის წნევა, რომელსაც გულის მარცხენა პარკუჭი ავითარებს, სისხლის ნაკადის გამოტყორცნისას.
  • დიასტოლური (დაბალი მაჩვენებელი) წნევა – გულის შეკუმშვათა შორის პერიოდში განვითარებული წნევა.

 

ნორმალური არტერიული წნევა არაუმეტეს  –  120/80  მმ.ვცხ.სვ

მომატებული არტერიული წნევა                     –  120-129/80  მმ.ვცხ.სვ

ჰიპერტენზიის 1 სტადია                                   –  130-139/80-89  მმ.ვცხ.სვ

ჰიპერტენზიის 2 სტადია                                   –  140/90  მმ.ვცხ.სვ  და მეტი

 

 

როდის არის არტერიული წნევა მაღალი?

იმისთვის რომ ვიცოდეთ ჩვენი წნევა, აუცილებელია გაზომვა. წნევის  მაღალი მაჩვენებლების დროსაც კი შესაძლოა ადამიანი თავს შეუძლოდ არ გრძნობდეს. ამიტომ, წნევის რეგულარული შემოწმება კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

არტერიული წნევა იზომება ვერცხლის წყლის სვეტით. არტერიული ჰიპერტენზიად ითვლება სისტოლური და დიატოლური წნევის შემდეგი მაჩვენებლები:

  • სისტოლური წნევის მაჩვენებელი 140 მმ.ვწყ.სვ
  • დიასტოლური წნევის მაჩვენებელი 90 მმ.ვწყ.სვ

არტერიული ჰიპერტენზია ძალიან ხშირია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის შეფასებით, გლობალურად  30-დან 79 წლამდე ასაკის დაახლოებით  1,2 მილიარდ ადამიანს აქვს არტერიული ჰიპერტენზია.

 

სიმპტომები

მაღალ არტერიულ წნევას ხშირად არანაირი სიმტომი არ ახლავს. სწორედ ამიტომ უწოდებენ მას „ჩუმ მკვლელს“, რადგან წლების განმავლობაში ჰიპერტენზიის მქონე ადამიანების თითქმის 46%-მა არ იცის საკუთარი დაავადების შესახებ.

როდესაც არტერიული წნევა 180/120 მმ.ვცხ.სვ და მეტია, შესაძლოა გამოვლინდეს თავის ტკივილი, გულის ფრიალი, ცხვირიდან სისხლდენა და სხვა სიმპტომები. ამ მდგომარეობას – ჰიპერტენზიული კრიზი ეწოდება და გადაუდებელ სამედიცინო ჩარევას მოითხოვს.

არტერიული ჰიპერტენზია კლასიფიცირდება: პირველად და მეორეულ ჰიპერტენზიად.

  • პირველადი (ესენციური) ჰიპერტენზია – მოიცავს არტერიული ჰიპერტენზიის თითქმის 90%-ს და მის განვითარებაზე გავლენას ახდენს ასაკი და ცხოვრების არაჯანსაღი წესი.
  • მეორადი (სიმპტომური) ჰიპერტენზია – ვითარდება ამა თუ იმ დაავადების ან მედიკამენტის მიღების ფონზე.

პირველადი (ესენციური) და მეორეული (სიმპტომური) ჰიპერტენზია შესაძლოა ერთდროულადაც არსებობდეს.

 

რა იწვევს არტერიულ ჰიპერტენზიას?

ესენციური, ანუ პირველადი ჰიპერტენზია მულტიფაქტორული პათოლოგიაა, რომელიც ხასიათდება არტერიული ციფრების მყარი მატებით და შეუქცევადად აზიანებს სისხლძარღვებს და დროთა განმავლობაში გვაძლევს ისეთ გართულებებს, როგორებიცაა:

 

  • ტვინის ანევრიზმა
  • დემენცია
  • გულის შეტევა/უკმარისობა
  • თირკმლის დაავადებები/უკმარისობა
  • ავთვისებიანი ჰიპერტენზია
  • ინსულტი
  • მხედველობის დაკარგვა

 

ისეთი ფაქტორები, როგორებიცაა: არაჯანსაღი ცხოვრების წესი, ფიზიკური აქტივობის არარსებობა, ალკოჰოლური სასმელის მოხმარება და სხვა ხელს უწყობს ესენციური ჰიპერტენზიის განვითარებას. საწყის სტადიაზე  ესენციური ჰიპერტენზია უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა, სისხლძარღვების დაზიანების ხარისხის მატებასთან ერთად ვლინდება:

  • ჰემატურია (სისხლი შარდში)
  • მხედველობის გაუარესება
  • გულმკერდის ტკივილი
  • სუნთქვის უკმარისობა
  • თავბრუხვევა და გაბრუება
  • სისუსტე
  • ცხვირიდან სისხლდენა

 

მეორადი ჰიპერტენზია ვითარდება ამა თუ იმ დაავადების ან მედიკამენტის გვერდითი ეფექტის ფონზე. მეორადი ჰიპერტენზიის გამომწვევი დაავადებებია:

  • მედიკამენტები (იმუნოსუპრესანტები, ორალური კონტრაცეპტივები)
  • თირკმლის დაავადებები
  • ძილის აპნოე
  • პირველადი ალდოსტერონიზმი (კონის სინდრომი)
  • ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარება (ამფეტამინები, კოკაინი)
  • თირკმლის არტერიის სტენოზი
  • ფეოქრომოციტომა
  • თირკმელზედა ჯირკვლის დაავადებები
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები
  • ორსულობა

 

 

 

რისკ-ფაქტორები

  • არტერიული ჰიპერტენზიის და დიაბეტის ოჯახური ანამნეზი
  • 55 წელზე მეტი ასაკი
  • თირკმლის ქრონიკული დაავადებები, მეტაბოლური დარღვევები, ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიები
  • ჭარბი წონა და სიმსუქნე
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა
  • არაჯანსაღი კვებითი რაციონი
  • თამბაქოს მოხმარება
  • ალკოჰოლის ჭარბად მოხმარება

არანამკურნალები არტერიული ჰიპერტენზია არაერთ, სიცოცხლისათვის საშის გართულებას იწვევს:

  • კორონარული არტერიების დაავადება
  • ინსულტი
  • გულის შეტევა
  • პერიფერიული არტერიების დაავადებები
  • თირკმლის დაავადებები და უკმარისობა
  • ორსულობის გართულებები
  • თვალის დაზიანება
  • ვასკულური დემენცია

არტერიული ჰიპერტენზიის არსებოაზე ეჭვის მისატანად მნიშვნელოვანია წნევის რეგულარული გაზომვა. არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტირებისას ასევე აუცილებელია სხვადასხვა მაჩვენებლების რეგულარული კონტოლი:

გლიკემია უზმოდ და ჭამის შემდეგ

ლიპიდური სპექტრი

ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები

შარდის საერთო ანალიზი

სისხლის საერთო ანალიზი

კრეატინინი

მიკროელემენტები: Na, K

ასევე აუცილებელია გულის ულტრაბგერითი და ეკგ კვლევები, მარცხენა პარკუჭის ფუნქციურ-ანატომიური მდგომარეობის შესაფასებლად.

 

დიაგნოსტიკა

არტერიული წნევის გაზომვა უნდა მოხდეს მანომეტრით,  ორივე ხელზე – განსხვავების არსებობის დსაფიქსირებლად.

წნევის მაღალი ციფრების დაფიქსირებისას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ადაიანს გამოხატული სიმპტომები, აუცილებელია მთელი რიგი მაჩვენებლების ლაბორატორიული  კონტროლი, როგორიცაა:

  • სისხლის საერთო ანალიზი
  • ლიპიდური პროფილი (დაბალი და მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინები, ქოლესტეროლი)
  • გლუკოზა სისხლში (უზმოდ და ჭამის შემდეგ)
  • თირკმლის ფუნქციური ტესტები (კრეატინინი, შარდმჟავა, შარდოვანა)
  • ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონები (TSH, FT4, FT3)
  • შარდის საერთო ანალიზი

ასევე აუცილებელია ელექტროკარდიოგრაფიული და გულის ულტრაბგერითი გამოკვლევა გულის ფუნქციური მდგომარეობის შესაფასებლად.

 

არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა

გარდა მედიკამენტური თერაპიისა, არტერიული ჰიპერტენზიის მკურნალობა აუცილებლად მოიცავს ცხოვრების წესის ცვლილებას.

 

მედიკამენტური საშუალებები:

  • ანგიოტენზინ გარდამქმნელი ფერმენტის ინჰიბიტორები – ბლოკავს ანგიოტენზინ II ჰორმონის პროდუქციას, რომელიც ფიზიოლოგიურად მონაწილეობს არტერიული წნევის რეგულირებაში.
  • ანგიოტენზინ II რეცეპტორის ბლოკერები – ბლოკავს ანგიოტენზინ II ჰორმონის კონტაქტს მის რეცეპტორებთან სისხლძარღვებში.
  • კალციუმის არხების ბლოკერები – ბლოკავს კალციუმის არხებს გულის და სისხლძარღვების კუნთებში, რითაც ხელს უწყობს მათ რელაქსაციას.
  • დიურეტიკები – უზრუნველყოფს ზედმეტი სითხის და ნატრიუმის გამოდევნას ორგანიზმიდან, რაც ამცირებს სისხლის ზეწოლას სისხლძარღვების კედლებზე.

 

არამედიკამენტური საშუალებები:

  • წონის კონტროლი
  • ჯანსაღი საკვები რაციონი
  • მარილის შეზღუდვა
  • საკმარისი კალიუმის მიღება
  • ფიზიკური აქტივობა
  • ალკოჰოლის მიღების შეზღუდვა

 

გართულებები

როდესაც მაღალი არტერიული წნევა იძლევა გართულებებს, ვითარდება სიმპტომები:

  • სტენოკარდია (ტკივილი გულმკერდში)
  • სუნთქვის უკმარისობა
  • ტკივილი კიდურებში
  • მხედველობის გაუარესება
  • თავის ტკივილი
  • თავბრუხვევა
  • შფოთვა
  • ღებინება
  • ცხვირიდან სისხლდენა

 

 

როგორ გავიზომოთ არტერიული წნევა სწორად

  1. წნევის გაზომვამდე 5 წუთის განმავლობაში მოთავსდით სავარძელზე მშვიდად. არ გადააჯვარედინოთ ფეხები.
  2. მკლავი მოათავსეთ ჰორიზონტალურ ზედაპირზე, გულმკერდის გასწვრივ
  3. გაითავისუფლეთ ხელი სამოსისგან. მანჟეტი აუცილებლად უნდა განთავსდეს შიშველ მკლავზე.
  4. გაზომვის პროცესში დაიცავით სიჩუმე.
  5. 2-3 წუთიანი შუალედით რამდენჯერმე გაზომეთ წნევა. შესაძლებელია გაზომვა მეორე ხელზეც.

არტერიული წნევა დღის მანძილზე იცვლება, შესაბამისად, არტერიული ჰიპერტენზიის დიაგნოსტირებისთვს საჭიროა დღის მანძილზე 2-3-ჯერ აწარმოოთ გაზომვა, რამდენიმე დღის განმავლობაში და ჩაინიშნოთ მონაცემები.

 

 

ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ რევმატოიდული ართრიტის დიაგნოსტიკურ ტესტებს და  პანელებს:

 

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:categories

 

 

რესურსები:

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/4314-hypertension-high-blood-pressure

https://www.healthline.com/health/high-blood-pressure-hypertension/causes-of-high-blood-pressure#lack-of-physical-activity

https://my.clevelandclinic.org/health/diseases/22024-primary-hypertension-formerly-known-as-essential-hypertension

https://www.mayoclinic.org/diseases-conditions/prehypertension/diagnosis-treatment/drc-20376708

 

 

 

 

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button