გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მდგომარეობაა რომელიც აზიანებს კუჭს-ნაწლავის ტრაქტს. დაავადებას ქრონიკული მორეციდივე (განმეორებადი) მიმდინარეობა ახასიათებს. სიმპტომების ინტენსივობა განსხვავებულია და დამოკიდებულია კვების რაციონზე, ცხოვრების წესზე, სტრესის ხარისხზე და სხვა.
სარჩევი
სინდრომი არ იწვევს სტრუქტურულ ცვლილებებს ან სიმსივნური გადაგვარების რისკს ნაწლავის ქსოვილში.
სიმპტომები
- მუცლის მწვავე ტკივილი, შებერილობა ან სპაზმები
- ნაწლავის პერისტალტიკის (მოძრაობის) ცვლილება
- ნაწლავის მოქმედების სიხშირის ცვლილება
ხშირია ისეთი სიმპტომებიც როგორიცაა ნაწლავის არასრული დაცლის და სისავსის შეგრძნება, ფეკალურ მასებში აირის და ლორწოს კომპონენტის არსებობა.
დაავადებას ხანგრძლივი, ქრონიკული მიმდინარეობა ახასიათებს. დაავადების სიმპტომები სპეციფიკური არ არის და ნაწლავის სხვადასხვა პათოლოგიის გამორიცხვას საჭიროებს.
როდის მივმართოთ ექიმს?
თუ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან რამდენიმეს მაინც აკმაყოფილებთ, აუცილებელია სპეციალისტთან ვიზიტი და კვლევების დაგეგმვა:
- წონის კლება
- ღამის დიარეა
- სისხლდენა სწორი ნაწლავიდან
- რკინადეფიციტური ანემია
- მოულოდნელი ღებინებები
- მუცლის ტკივილი, რასაც ნაწლავის მოქმედება არ ამსუბუქებს
დიაგნოსტირებისას მნიშვნელოვანია რამდენიმე ფაქტორის გათვალისწინება:
- დაავადების დაწყება 50 წლის ასაკის შემდეგ
- წონის კლება
- სისხლდენა სწორი ნაწლავიდან
- ცხელება
- გულისრევა და განმეორებითი ღებინება
- მუცლის ტკივილი, რომელიც არ არის დაკავშირებული ნაწლავის მოქმედებასთან
- შეუპოვარი დიარეა
- რკინადეფიციტური ანემია
დაავადების მიზეზები
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის ერთი კონკრეტული გამომწვევი მიზეზი არ არის იდენტიფიცირებული. არსებობს ფაქტორები, რომლებიც ხელს უწყობს მის განვითარებას:
- ნაწლავის კუნთური სპაზმი – ნაწლავის კედლის კუნთოვანი შრის მყარი ხანგრძლივი შეკუმშვის შედეგია. ახასიათებს მკვრივი, გამომშრალი ფეკალური მასების არსებობას.
- პროცესები ვეგეტატიურ ნერვულ სისტემაში – რომელიც უზრუნველყოფს შინაგანი ორგანოების და მათ შორის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ინერვაციას. ვეგეტონევროზული მდგომარეობები ხშირად დიარეით, ფაღარათით ან სხვა სიმპტომური გამოვლინებებით შეიძლება მიმდინარეობდეს.
- მძიმე ინფექციური პროცესები – გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ხშირად ვითარდება ნაწლავის ბაქტერიული ან ვირუსული გენეზის ანთებითი პროცესების შემდეგ. სინდრომი ასევე ხშირად კავშირშია ნაწლავის მიკროფლორის ჭარბ ზრდასთან.
- სტრესი- განსაკუთრებით ადრეულ ასაკში განვითარებული სტრესული სიტუაციები, ხელს უწყობს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამოვლენას. გარდა ამისა, სტრესი უფრო ამძიმებს უკვე არსებულ სიმპტომებს.
- ნაწლავური მიკროფლორის ცვლილება – კვლევებით დასტურდება, რომ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტების ნაწლავური მიკროფლორა (ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები) განსხვავდება ჯანმრთელი ადამიანის მიკროფლორისგან.
- საკვები – კვებითი ალერგიები და ამა თუ იმ პტოდუქტის აუტანლობა, ამის შედეგად ნაწლავში მიმდინარე ქრონიკული ანთებითი და იმუნური რეაქციები შესაძლოა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარების მიზეზი გახდეს.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი უფრო ხშირია მდედრობითი სქესის ახალგაზრდებში, დეპრესიულ-შფოთვითი აშლილობის მქონე პირებში და ასევე ოჯახური ანამნეზის მქონე პირებში.
გართულებები
ქრონიკულად მიმდინარე დიარეა ან შეკრულობა ხშირად ჰემოროიდული კვანძების განვითარების მიზეზია.
გარდა ამისა, მძიმედ მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი აუარესებს თვითშეგრძნებას და ადამიანის ცხოვრების ხარისხს.
მუდმივად დისკომფორტის და გასტრო-ინტესტინური სიმპტომების არსებობა აისახება პაციენტის გუნებ-განწყობაზეც. განწყობის გაუარესება თავის მხრივ აუარესებს სიმპტომებს.
დიაგნოსტიკა
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სადიაგნოსტიკო ზუსტი კვლევები არ არსებობს. თუმცა, რადგანაც სიმპტომებით ნაწლავის ბევრ დაავადებასთან აქვს საერთო, აუცილებელია (ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადება და სხვა) ინსტურმენტულ-ლაბორატორიული კვლევები დიფერენცირებული დიაგნოსტიკისთვის.
სხვა პათოლოგიების გამორიცხვის შემდეგ, მკურნალი ექიმი ხელმძღვანელობს მოცემული ორი სადიაგნოსტიკო პანელიდან ერთერთით:
- რომის კრიტერიუმები -მოიცავს მუცლის ტკივილს და დისკომფორტს მუცელში, სულ მცირე კვირაში ერთხელ, უკანასკნელი სამითვის განმავლობაში. ასევე ჩამოთვლილთანაგ მინიმუმ ორ სიმპტომს უნდა აკმაყოფილებდეს, ესენია: ტკივილი და დისკომფორტი დაკავშირებული დეფეკაციასთან, დეფეკაციის სიხშირის ცვლილება და ფეკალური მასების კონსისტენციის ცვლილება.
- მკურნალობის თვალსაზრისით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს სიმპტომების მიხედვით ყოფენ 4 ტიპად: შეკრულობით მიმდინარე, დიარეით მიმდინარე , შერეულ და გაურკვეველ ფორმებად.
ფეკალური კალპროტექტინი შეიძლება გამოყენებულ იქნას, როგორც სკრინინგ-ტესტი, რათა განვასხვავოთ ნაწლავის ანთებითი დაავადება (ორგანული დაზიანება) გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისგან (ფუნქციური მოშლილობა)
დამატებითი კვლევები
კოლონოსკოპია
კომპიუტერული ტომოგრაფია
ლაქტოზის აუტანლობის ტესტი
ბაქტერიული ზრდის სუნთქვის ტესტი
განავლის ტესტები
დიფერენცირებული დიაგნოსტიკა:
სიმპტომების მსგავსების გამო ზოგჯერ საჭირო ხდება გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიფერენცირება ისეთუ პათოლოგიებისგან, როგორიცაა:
- ცელიაკია
- ნაწლავის ანთებითი დაავადება
- ქოლეცისტიტი
- მიკროსკოპული კოლიტი
- ნაღვლმჟავა დიარეა
- ჰიპოთირეოზი
- ჰეპერთირეოზი
- ლაქტოზისა და ფრუქტოზის აუტანლობა
- წვრილი ნაწლავის მიკროფლორის ჭარბი ზრდა
- გასტრიტი
მკურნალობა
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობა დამოკიდებულია სიმპტომებზე. კვების რეჟიმის და ცხოვრების სტილის ცვლილება საკმაო გავლენას ახდენს სიმპტომების უკუგანვითარებაზე.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სადიაგნოსტიკოდ, ლაბორატორია „სინევო“ გთავაზობთ შემდეგ კვლევებს:
ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვა hf:tax:product_cat
ჯანმრთელობაზე ზრუნვა იწყება ზუსტი ანალიზებიდან
რესურსები
https://my.clevelandclinic.org/health/diseases/4342-irritable-bowel-syndrome-ibs