Search
Close this search box.

ტექნიკური სამუშაოების გამო საიტი დროებით გათიშულია. ბოდიშს გიხდით შექმნილი უხერხულობისთვის.

The site is temporarily down due to maintenance. Sorry for the inconvenience.

ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენები | ის, რაც უნდა იცოდეთ

კვებითი ალერგიები და კვებითი ჰიპერსენსიბილიზაციის სხვა ფორმები უამრავი ადამიანის პრობლემაა. მის საფუძველს წარმოადგენს იმუნური სისტემის რეაქცია, ამა თუ იმ პროდუქტში შემავალ ცილაზე. სიმპტომების გამოვლენა და ინტენსივობა ვარირებს ჭინჭრის ციებიდან ანაფილაქსიამდე, რომელსაც ასფიქსიის და ფატალური შედეგების გამოწვევა შეუძლია.

მიუხედავად იმისა, რომ მუშავდება პერსპექტიული პრევენციული ღონისძიებები და თერაპიული სტრატეგიები, კვებითი ალერგია განუკურნებელია. ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია ალერგენის ადრეული ამოცნობა და კვების რაციონის შესაბამისად მართვა.

ყველაზე გავრცელებული კვებითი ალერგენებია:

  • ძროხის რძე
  • კვერცხი
  • თევზი
  • პომიდორი
  • კიბოსნაირი მოლუსკები: კიბორჩხალები, ლობსტერები, კრევეტები
  • ხის თხილეული (ნუში, ნიგოზი)
  • მიწის თხილი
  • ხორბალი
  • სოიო
  • სეზამი
  • კენკროვნები (მარწყვი)
  • ციტრუსები
  • შოკოლადი და სხვა

 

კვებითი ალერგენების სია ბევრად გრძელია და ხშირად პირობითიც, ჰიპერსენსიბილიზაციის განვითარება შესაძლებელია ნებისმიერ ისეთ პროდუქტზე, რომელიც არ ითვლება „ალერგიულად“.

რძე

ყველაზე გავრცელებული ალერგენია ჩვილებსა და ბავშვებში. იმუნური სისტემა სპეციფიკურ IgE-ს გამოიმუშავებს რძის ცილების მიმართ. რაც უფრო მაღალია ანტისხეულების კონცენტრაცია სისხლში, მით გვიან მიიღწევა ტოლერანტობა. ზოგიერთ ადამიანში რძის ცილის ალერგია მთელი ცხოვრება ნარჩუნდება.

კვერცხი

ალერგია ამ პროდუქტზე ხშირია მცირეწლოვან ბავშვებში. კვერცხში შემავალი ცილებისადმი განვითარებული იმუნური რეაქცია ხშირად ძალიან მძაფრია. შემთხვევათა 70%-ში 6 წლის ასაკისთვის მიიღწევა ტოლერანტობა.

მიწის თხილი

არაქისზე ალერგია ხშირად ასოცირებულია ხის თხილეულზე (ნუში, კაკალი) ალერგიასთან. იძლევა მყარ და ძლიერ რეაქციას. როგორც წესი გრძელდება მთელი ცხოვრების მანძილზე. ტოლერანტობა ვითარდება მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში.

კიბოსნაირი მოლუსკები: კიბორჩხალა, ლობსტერები, კრევეტები

კვებითი ალერგიების 2%-ს შეადგენს. ხშირია როგორც ბავშვებში ისე მოზრდილებში. გრძელდება მთელი სიცოცხლის მანძილზე. სპეციფიკური IgE ანტისხეულებთანაა ასოცირებული. ცალცალკე ქვეჯგუფებად იყოფა ალერგიები თევზეულზე, კიბორჩხალებზე და მოლუსკებზე.

ხილი და ბოსტნეული

ნესვის, საზამთროს, ციტრუსების, ბანანის, პომიდვრის მიმართ ალერგია ასოცირებულია ხილისა და ბოსტნეულის შემადგენლობაში შემავალი ცილოვანი ჯგუფის – პროფილინების მიმართ სენსიბილიზაციასთან. ხილის და ბოსტნეულის მიმართ ალერგია იშვიათად იწყება მცირეწლოვან ასაკში. როგორც წესი ვლინდება 13-18 წლის ასაკისთვის და შემთხვევათა უმეტესობაში მთელი სიცოცხლის მანძილზე გრძელდება. გამონაკლისია კარტოფილის მიმართ ალერგია, რომელსაც ახასიათებს ტოლერანტობის ჩამოყალიბება.

კაკაო და შოკოლადი

კაკაომ და მისმა პროდუქტებმა შესაძლოა გამოიწვიონ ალერგიული რეაქციები სენსიბილიზებულ პირებში. კაკაო 5 წლამდე ბავშვებში ატოპიური დერმატიტის განვითარების ერთერთი მაპროვოცირებელი ფაქტორია. კაკაოს მიმართ სენსიბილიზაცია ვლინდება პროფესიულ გარემოშიც, მაგალითად საკონდიტროების პერსონალში. ვლინდება რესპირატორული სიმპტომების (ალერგიული რინიტი, ლორწოვანების ქავილი და სხვა) სახით და ასოცირებულია სპეციფიკურ IgE-სთან.

სიმპტომები

  • ჭინჭრის ციება
  • კანის სიწითლე და გამონაყარი
  • ჩხვლეტის ან ქავილის შეგრძნება პირის ღრუს ლორწოვანზე
  • სახის, ტუჩების ან/და ენის შეშუპება
  • ღებინება ან/და დიარეა
  • მუცლის მოვლითი ხასიათის ტივილი
  • სპაზმური ხველა
  • თავბრუსხვევა ან/და გაბრუება
  • ხორხის და სახმო იოგების შეშუპება
  • სუნთქვის გაძნელება
  • ხმის ტემბრის ცვლილება
  • ცნობიერების დაარგვა

 

კვებითი ალერგიების სიმპტომები ხშირად საშუალო სიმძიმისაა, თუმცა გამოვლინდეს უკიდურესი ფორმით – ანაფილაქსიის სახით, რაც სიცოცხლისთვის საფრთხის შემცველია.

ანაფილაქსიის სიმპტომები

ანაფილაქსიის სიმპტომები შესაძლოა დაიწყოს თანდათანობით, სხვა ალერგიული სიმპტომების გაღრმავებით, ან დაიწყოს მოულოდნელად, საკვების მიღებისთანავე, წამებში.

  • სუნთქვის გაძნელება სასუნთქი გზების შეშუპების გამო
  • არტერიული წნევის კრიტიკულად დაქვეითება (ანაფილაქსიური შოკი)
  • ცნობიერების დათრგუნვა

საყურადღებოა ის ფაქტი, რომ ნებისმიერი მსუბუქი ალერგია, შესაძლოა გართულდეს ანაფილაქსიით!

თუ კვებითი ალერგია გაქვთ, აუცილებელია:

  • იცოდეთ რომელი პროდუქტი იწვევს მას
  • იცოდეთ რა სიმპტომებით ვითარდება
  • შეგეძლოთ პირველადი დახმარების გაწევა
  • გამოიძახოთ გადაუდებელი დახმარების სამსახური

 

კვებითი ალერგიების დიაგნოსტირებისთვისსინევო” გთავაზობთ  ლაბორატორიულ ტესტებს, რომლებიც შეგიძლიათ დაჯავშნოთ ონლაინ:

ანალიზის დასახელება / Name of the test კატეგორია / Category ფასი / Price კოდი / CODE პასუხის დრო (სამუშაო დღე)** ანალიზის შესრულების ლოკაცია**** ყიდვაhf:tax:product_cat

იხილეთ სრულად 

 

რესურსები

https://foodallergytest.co.uk/product/cacao-allergy-test/

https://www.schn.health.nsw.gov.au/fact-sheets/allergy-fruit-and-vegetable-allergy

https://www.foodallergy.org/living-food-allergies/food-allergy-essentials/common-allergens

https://www.fda.gov/food/food-labeling-nutrition/food-allergies

https://www.fda.gov/food/buy-store-serve-safe-food/food-allergies-what-you-need-know

მსგავსი სტატიები

უახლესი სტატიები

სტატია შექმნილია სარედაქციო პოლიტიკით განსაზღვრული  სტანდარტების შესაბამისად

Call Now Button